GE

ევროპის ურთიერთსწავლების ჯგუფი მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის შესახებ

პლატფორმის აღწერა

მდგრადობის სპეციალისტების გაერთიანება კავშირების დამყარების, გამოცდილების გაზიარებისა და სწავლების მიზნით!

გაეროს გლობალური შეთანხმების ევროპის ქვეყნების ქსელებთან ერთად განხორციელებული ურთიერთსწავლების ჯგუფები აერთიანებს კომპანიებს, რათა მათ მდგრადობის აქტუალურ საკითხებზე ერთმანეთისთვის კონსულტაციის გაწევა და გამოცდილების გაზიარება შეძლონ. კომპანიები სწავლობენ, გამოცდილებას აზიარებენ და თანამშრომლობის გზებს ეძებენ. გაეროს გლობალური შეთანხმების ევროპის ქვეყნების ქსელებთან ერთად განხორციელებული ურთიერთსწავლების ჯგუფები აერთიანებს კომპანიებს, რათა მათ შეძლონ ერთმანეთისთვის კონსულტაციის გაწევა და გამოცდილების გაზიარება მდგრადობის აქტუალურ საკითხებზე. კომპანიები სწავლობენ, გამოცდილებას უზიარებენ და ახდენენ თანამშრომლობის გზების მოძიებას.
ევროკავშირის ურთიერთსწავლების ჯგუფების ფარგლებში, ტარდება ერთი ონლაინ შეხვედრა ევროპულ კომპანიებთან ერთად და ერთი პირისპირ შეხვედრა – ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ეს კი მეტი ჩართულობისა და თანამშრომლობის შესაძლებლობას ქმნის.

პროგრამის სარგებელი

• ისწავლეთ სხვა კომპანიების წინაშე არსებული გამოწვევების მაგალითზე;
• გაუზიარეთ იდეები პროგრამის მონაწილეებს იმ გადაწყვეტილებების შესახებ, რომლებიც გამოწვევების დაძლევაში დაგეხმარებათ;
• გამოავლინეთ განვითარებადი ინოვაციების ტენდენციები, რომლებსაც გამოიყენებთ თქვენი კომპანიის კონტექსტში;

რას მოგცემთ პროგრამა:

• უსაფრთხო სივრცეს რთული და გაბედული საუბრებისთვის, რომელსაც დარგის ექსპერტი გაუძღვება;
• თანამოაზრეთა ქსელსა და მხარდაჭერის სისტემას მუდმივად ცვალებად გარემოში, მომხმარებლებისა და აქციონერების მზარდი ზეწოლის პირობებში;
• ცოდნას, ცნობიერების ამაღლებასა და შთაგონებას, რათა თქვენმა კომპანიამ გააუმჯობესოს მდგრადი მიდგომები.