
FORWARD FASTER
Forward Faster-ის ინიციატივა, რომელიც გაეროს გლობალური შეთანხმების მიერ 2023 წელს დაიწყო, მიზნად ისახავს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდას კომპანიებისთვის მათი ვალდებულებების საჯაროდ გამოცხადებისა და ხუთი ძირითადი მიმართულებით (გენდერული თანასწორობა, კლიმატის დაცვა, საცხოვრებელი ხელფასი, წყლის მდგრადობა და ფინანსები და ინვესტიციები) მიზნების მისაღწევად კონკრეტული ქმედებების განხორციელების გზით. მონაწილე კომპანიებს მოეთხოვებათ, ყოველწლიურად მოახდინონ ანგარიშგება პროგრესის შესახებ.
ინიციატივა კომპანიებს ეხმარება საკუთარი სტრატეგიების მდგრადი განვითარების მიზნებთან შესაბამისობაში მოყვანაში, მდგრადი ბიზნეს პრაქტიკების გაძლიერებასა და მდგრადობის მნიშვნელოვან სფეროებში საერთო კეთილდღეობის გაზრდაში. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ინიციატივის ვებ-გვერდს: forwardfaster.unglobalcompact.org/
ინიციატივაში მონაწილეობის მსურველთათვის: https://forwardfaster.unglobalcompact.org/home