GE

შრომის უფლებები და ღირსეული სამუშაო

პლატფორმა „შრომის უფლებები და ღირსეული სამუშაო“-ს ფარგლებში, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს წევრი ორგანიზაციების მონაწილეობით, თემატური შეხვედრები ტარდება. შეხვედრების მონაწილე ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ერთმანეთს გამოცდილებას შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე, ასევე, ღირსეულ სამუშაო პირობებზე უზიარებენ . პლატფორმის ფარგლებში, არაერთი შეხვედრა გაიმართა “შრომის კოდექსში” დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ გზებზე, მედიაციის არსზე, მნიშვნელობასა და სხვა საკითხებზე განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით.