GE

შრომა და ღირსეული სამუშაო

პლატფორმის აღწერა

სამოქმედო პლატფორმა ბიზნეს სექტორში ღირსეული სამუშაო პრაქტიკის დანერგვის პოპულარიზაციას ემსახურება. ის მხარდაჭერას უწევს კომპანიებს ისეთი პოლიტიკის განხორციელებაში, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაო ადგილზე ღირსების პატივისცემას, ხელს უწყობს კოლექტიურ მოლაპარაკებებს და დისკრიმინაციის პრევენციას.  შრომითი უფლებების დაცვა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება ამ ძალისხმევის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. კომპანიებს სტიმული უჩნდებათ, დანერგონ მდგრადი შესყიდვის პრაქტიკა, უზრუნველყონ საცხოვრებელი ხელფასის შემოღება მათ ღირებულებათა ჯაჭვში, დაიცვან შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მაღალი სტანდარტები და აღმოფხვრან ბავშვთა და იძულებითი შრომა. ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტების ინტეგრირებით, ბიზნესებს შეუძლიათ, შექმნან ინკლუზიური სამუშაო გარემო და დანერგონ სათანადო შეფასების პროცესი ეთიკური ბიზნესპრაქტიკების უზრუნველსაყოფად.

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის სამოქმედო პლატფორმების მიზანია,  წევრ კომპანიებს შესთავაზოს ვორკშოპები და ურთიერთსწავლების შესაძლებლობა ცნობიერების გაზრდის, შესაძლებლობების გაძლიერებისა და  მთავარ საკითხებზე დიალოგის წახალისებისთვის. თოთოეულ პლატფორმას გააჩნია საკუთარი კონცეფცია, მკაფიოდ განსაზღვრული მიზნები, გაზომვადი მაჩვენებლები (KPIs) და სამოქმედო გეგმა, რაც ადგილობრივ კერძო სექტორს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან შესაბამისობაში დაეხმარება.

სამოქმედო პლატფორმის ძირითადი მახასიათებლები

კვარტალური სამუშაო შეხვედრები: თემატური განხილვები და სამუშაო შეხვედრები ექსპერტებისა და ინდუსტრიის ლიდერების ხელმძღვანელობით, იდეებისა და პრაქტიკული რეკომენდაციების მიწოდების მიზნით.

სახელმძღვანელო მითითებები და სტრატეგიული დოკუმენტები: პრაქტიკული რესურსების შემუშავება წევრი ორგანიზაციების დასახმარებლად, რაც მათ ხელს შეუწყობს სტანდარტებისა და შესაბამის სფეროში საუკეთესო კორპორაციული პრაქტიკის გაცნობაში.

მენტორული მხარდაჭერა: პირადი კონსულტაციები, რომლებიც დაეხმარება კომპანიებს პლატფორმასთან დაკავშირებული ინიციატივების განხორციელებაში, მდგრადობის ამბიციური მიზნების დასახვასა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმაში.

ცნობიერების ასამაღლებელი აქტივობები: საინტერესო კამპანიები და ღონისძიებები, რომლებიც პლატფორმის თემების პოპულარიზაციას და ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

კორპორაციული მდგრადობის აკადემია: ყოვლისმომცველი სასწავლო პროგრამა, რომელიც მოიცავს 10-საათიან საკლასო კურსებს და პლატფორმის თემატიკაზე მორგებულ ელექტრონულ მასალას.

აღმასრულებელი დირექტორების მრგვალი მაგიდის ტიპის შეხვედრები: გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი ორგანიზებას გაუწევს აღმასრულებელი დირექტორების მრგვალი მაგიდის ტიპის შეხვედრებს თითოეული პლატფორმისთვის, მაღალი დონის დიალოგისა და სტრატეგიული დაგეგმვის ხელშეწყობის მიზნით. აღნიშნულ შეხვედრებს ერთობლივად გაუძღვებიან გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი და პლატფორმის თანათავმჯდომარეები/სპონსორები, რაც უზრუნველყოფს პლატფორმის ხედვასა და მიზნებთან თანხვედრას.

სარგებელი:

გაღრმავებული ცოდნა: გაეცნობით მდგრადობის გლობალურ სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკებს.

კავშირების დამყარების შესაძლებლობები: ითანამშრომლებთ კოლეგებთან, ინდუსტრიის ლიდერებთან და ექსპერტებთან, პარტნიორობის გასაძლიერებლად.

უნარების განმტკიცება: მიიღებთ პირად კონსულტაციებს და მენტორობას ეფექტური სტრატეგიების განსახორციელებლად.

რესურსებზე წვდომა: გამოიყენებთ პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, სახელმძღვანელოებსა და პლატფორმის თემატიკაზე მორგებულ თეთრ დოკუმენტებს.

გაუმჯობესებული შესაბამისობა: გამოიყვანთ ბიზნეს ოპერაციებს საერთაშორისო და ადგილობრივ რეგულაციებთან შესაბამისობაში.

გაზრდილი ხილვადობა: მიიღებთ მონაწილეობას კამპანიებში, ღონისძიებებსა და პუბლიკაციებში, კორპორაციული რეპუტაციის კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად.

კონკურენციული უპირატესობა: გააძლიერებთ ბაზარზე პოზიციონირება მდგრადი პრაქტიკის ინტეგრირებით.

საზოგადოების ცნობიერების ამაღლება: ხელს შეუწყობთ მდგრადობის ძირითად თემებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას პლატფორმის აქტივობების მეშვეობით.

ლიდერობის განვითარება: ჩაერთვებით აღმასრულებელი დირექტორების მრგვალი მაგიდის ტიპის შეხვედრებსა და მაღალი დონის განხილვებში, სტრატეგიული თანხვედრისთვის.

როგორ მივიღოთ მონაწილეობა:

• დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სამოქმედო პლატფორმის მენეჯერს:

აკაკი კუხალეიშვილი

[email protected]