
⚡SPARK გაეროს გლობალური შეთანხმების ახალი გლობალური საზოგადოებაა, შექმნილი მცირე და საშუალო საწარმოების ლიდერებისთვის, რომელთაც მდგრადობის მიზნების მისაღწევად სათანადოდ შერჩეული და პრაქტიკული რეკომენდაციები ესაჭიროებათ .
იმის გათვალისწინებით, რომ მცირე და საშუალო საწარმოები დგანან კონკურენტული პრიორიტეტების და შეზღუდული რესურსების წინაშე, ⚡SPARK-ი წევრებს სთავაზობს მოქნილ ფორმატს მონაწილეობა მიიღონ როგორც ლაივ სამუშაო შეხვედრებში, ასევე მოთხოვნაზე დაფუძნებულ კურსებში მათთვის მოსახერხებელი განრიგით.
მოთხოვნაზე დაფუძნებული სწავლების, ლაივ სესიების, ეფექტური კავშირების დამყარების და რეგიონზე მორგებული გამოცდილების ნაზავით, მონაწილეები იძენენ ცოდნას და ამყარებენ გრძელვადიან კავშირებს მათი მდგრადობის ძალისხმევის გასაძლიერებლად.