
ურთიერთსწავლების ჯგუფი მდგრადი დაფინანსების შესახებ
პლატფორმის აღწერა
მდგრადობის სპეციალისტების გაერთიანება კავშირების დამყარების, გამოცდილების გაზიარებისა და სწავლების მიზნით!
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელში მოქმედი ურთიერთსწავლების ჯგუფები შესაძლებლობას გაძლევთ, შექმნათ თანამოაზრე პროფესიონალთა ქსელი, სადაც მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებს გაუზიარებთ საუკეთესო პრაქტიკებს და გამოწვევებს მდგრადობის კრიტიკულ საკითხებზე, გაიცნობთ და ითანამშრომლებთ ინდუსტრიის ექსპერტებთან.
პროგრამის სარგებელი
• ისწავლეთ სხვა კომპანიების წინაშე არსებული გამოწვევების მაგალითზე;
• გაუზიარეთ იდეები პროგრამის მონაწილეებს იმ გადაწყვეტილებების შესახებ, რომლებიც გამოწვევების დაძლევაში დაგეხმარებათ;
• გამოავლინეთ განვითარებადი ინოვაციების ტენდენციები, რომლებსაც გამოიყენებთ თქვენი კომპანიის კონტექსტში;
რას მოგცემთ პროგრამა:
• უსაფრთხო სივრცეს რთული და გაბედული საუბრებისთვის, რომელსაც დარგის ექსპერტი გაუძღვება;
• თანამოაზრეთა ქსელსა და მხარდაჭერის სისტემას მუდმივად ცვალებად გარემოში, მომხმარებლებისა და აქციონერების მზარდი ზეწოლის პირობებში;
• ცოდნას, ცნობიერების ამაღლებასა და შთაგონებას, რათა თქვენმა კომპანიამ გააუმჯობესოს მდგრადი მიდგომები.
მონაწილეობის პირობები
ურთიერთსწავლების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, კომპანიას მოეთხოვება, იყოს გაეროს გლობალური შეთანხმების წევრი ან გააჩნდეს მზადყოფნა, შეუერთდეს მას და დააკმაყოფილოს შემდეგი კრიტერიუმები:
• მზად არის, პროგრამის აქტივობებში ჩართოს კომპანიის ორი წარმომადგენელი, რომლებიც წლის განმავლობაში 4 ან 6 სესიას დაესწრებიან;
• მზადაა კოლეგებს ღიად გაუზიაროს გამოცდილება, ისწავლოს და მათთან ერთად ჩაერთოს დისკუსიაში, რაც ურთიერთსწავლების პროცესს კიდევ უფრო შედეგიანს ხდის.
დამატებითი ინფორმაცია: https://unglobalcompact.org/take-action/peerlearning
როგორ მივიღოთ მონაწილეობა:
ინტერესის გამოხატვის მიზნით, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ურთიერთსწავლების ჯგუფის მენეჯერს:
გიორგი ბერეჩიკიძე
[email protected]