GE

პროექტები

  • ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში - მეორე ფაზა

    პროექტის სახელი: ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში მეორე ფაზა
    დონორი: შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო
    პროექტის განმახორციელებელი: გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი
    ბიუჯეტი: 26 700 700 შვედური კრონა
    პროექტის ვადები: 2024 -2027 წლები
    პროექტის მიზანი:
    პროექტის მიზანია დააჩქაროს და გააფართოოს ბიზნესის ადგილობრივი გავლენა მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევისთვის ამბიციური მიზნების, გაზრდილი ანგარიშვალდებულების გზით, ხელსაყრელი გარემოს შექმნითა და მულტისექტორული პარტნიორობით.

    პროექტი მიზნად ისახავს სპეციფიკურ ამოცანებს კორპორაციული მდგრადობისა და პასუხისმგებლიანი ბიზნეს პრაქტიკების საქართველოში დანერგვის ხელშეწყობისთვის. უპირველესი მიზანია ჩამოაყალიბოს ყოვლისმომცველი ჩარჩო, რომელიც წაახალისებს ბიზნესს იყვნენ უფრო ამბიციურები, კორპორაციული მდგრადობის სტანდარტებთან და SDG-ებთან შესაბამისობაში.

    ამასთანავე, პროექტი ცდილობს გააძლიეროს საჯარო პოლიტიკა კორპორაციული მდგრადობის სფეროში, ადვოკატირების, დიალოგისა და კოლექტიური მოქმედებების გზით მდგრადი განვითარების დღის წესრიგის გარშემო.

    გარდა ამისა, მიზნად ისახავს გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზაციულ განვითარებასა და მდგრადობის უზრუნველყოფას, რაც ორგანიზაციას საშუალებას მისცემს ეფექტიანად მოახდინოს კორპორაციული მდგრადობის პოპულარიზაცია და საქართველოში ბიზნესის ჩართულობა მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგის მიღწევაში.

  • საქართველოს პარლამენტში საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმის მდგრადობის მხარდაჭერა და შესაძლებლობების გაზრდა

    პროექტი: საქართველოს პარლამენტში საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმის მდგრადობის მხარდაჭერა და შესაძლებლობების გაზრდა

    დონორი: USAID

    პროექტის განმახორციელებლები: USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა; გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი

    ბიუჯეტი: 280 720 ლარი

    პროექტის ვადები: 2021-2024

    გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი,  USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, ახორციელებს საგრანტო აქტივობას – „საქართველოს პარლამენტში საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმის მდგრადობის მხარდაჭერა და შესაძლებლობების გაზრდა“. ის ხელს შეუწყობს საქართველოს პარლამენტსა და კერძო სექტორს შორის ეკონომიკური რეფორმების ირგვლივ დიალოგის განმტკიცებას და პარლამენტში საჯარო-კერძო დიალოგის მდგრადი პლატფორმის შექმნას. აღნიშნული პლატფორმა საკანონმდებლო პროცესში კერძო სექტორის აქტიურ და ეფექტურ  ჩართულობას უზრუნველყოფს.

    „USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა“ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) 5-წლიანი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს დახმარებას ეკონომიკური მმართველობის გასაუმჯობესებლად, რათა ხელი შეუწყოს ეკონომიკის განვითარებას საზოგადოების საჭიროებათა გათვალისწინებით.  პროგრამა დაეხმარება საჯარო, კერძო და სამოქალაქო  საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობათა გაძლიერებას ეკონომიკური მმართველობის გაუმჯობესების კუთხით. 

  • სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა (CSEP)

    პროექტი: სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა (CSEP)

    დონორი: აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)

    პროექტის განმახორციელებლები: აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI).

    ბიუჯეტი: $15 მლნ

    პროექტის ვადები: 2021 წლის 1 ნოემბერი – 2026 წლის 31 ოქტომბერი

    CSEP-ის მიზანია, გააძლიეროს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება: დაეხმაროს ახალ და არსებულ სამოქალაქო აქტორებს შესაძლებლობების განვითარებაში, ლეგიტიმაციისა და ნდობის გაზრდაში, რათა მათ ეფექტიანად წარმოადგინონ მოქალაქეთა ინტერესები. პროგრამა მხარს დაუჭერს სამოქალაქო ჯგუფების გაძლიერებასა და მობილიზებას საკუთარი უფლებების დასაცავად, რათა ჩამოყალიბდეს სამოქალაქო აქტივისტების ძლიერი ეკოსისტემა და ხელმისაწვდომი გახდეს რესურსების მრავალფეროვანი წყაროები. პროგრამა მხარს დაუჭერს სამოქალაქო მოძრაობებს, სამოქალაქო აქტივისტებსა და სამოქალაქო ორგანიზაციებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

    CSEP უზრუნველყოფს აგრეთვე ქალების, ახალგაზრდების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების,ლგბტქ თემისა და ეთნიკური უმცირესობების ჯგუფების არსებით ჩართულობას.

  • ეკოინოვაციური მიდგომების პოპულარიზაცია საქართველოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში

    პროექტის სახელი: ეკოინოვაციური მიდგომების პოპულარიზაცია საქართველოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში
    დონორი: ევროკავშირი EU4Environment პროექტის ფარგლებში
    პროექტის განმახორციელებლები: გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP), სიდა, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი
    ბიუჯეტი: 95 000 აშშ დოლარი
    პროექტის ვადები: 2020-2021

    მცირე და საშუალო ზომის საწარმოები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ეკონომიკაში, მათი კოლექტიური „ეკოლოგიური კვალი“ კი ხშირად აღემატება მსხვილი ზომის საწარმოებისას.

    იმისთვის, რომ შევამციროთ მცირე და საშუალო ზომის საწარმოების უარყოფითი გავლენა სოციალური და გარემოს დაცვითი მიმართულებით, ასევე ხელი შევუწყოთ აღნიშნული საწარმოების კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებასა და რისკებისადმი მედეგობას, გაეროს გარემოს დაცვის პროგრამა (UNEP) და ევროკავშირი, მხარს უჭერენ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში ეკოინოვაციების განვითარებასა და დანერგვას, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ეკოინოვაცია – ეს არის ბიზნეს მოდელი, რომელიც ითვალისწინებს მდგრადობას და გრძელვადიან ოპერირებაზე გათვლილ მიდგომებს კომპანიის საქმიანობისა და ღირებულებათა ჯაჭვის პარტნიორების საქმიანობის ყველა ეტაპზე. ეკოინოვაცია მოიცავს ახალი მიდგომების გამოყენებას პროდუქტებისა თუ სერვისების წარმოების, კომპანიის ოპერაციების, ბაზრის მიდგომებისა და ორგანიზაციული სტრუქტურების მიმართ. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის EU4Environment ფარგლებში UNEP, ევროკავშირი და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი ხელს შეუწყობენ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს საქართველოში, ახალი სტრატეგიებისა და ბიზნეს მოდელების დანერგვაში, ეკოინოვაციური მიდგომების გათვალისწინებით.

    EU4Environment პროგრამა მიზნად ისახავს დაეხმაროს ექვს პარტნიორ ქვეყანას: სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკასა და უკრაინას თავიანთი ბუნებრივი კაპიტალის შენარჩუნებაში და საზოგადოების ეკოლოგიური კეთილდღეობის გაუმჯობესებაში გარემოსთან დაკავშირებული საქმიანობის მხარდაჭერით, “მწვანე ზრდის” შესაძლებლობების დემონსტრირებითა და შეთავაზებით, და ისეთი მექანიზმების დანერგვით, რომლებიც ეკოლოგიური რისკებისა და გავლენების უკეთ მართვის საშუალებას იძლევა.

    პროგრამა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება ხუთი პარტნიორი ორგანიზაციის: OECD, UNECE, UNEP, UNIDO და მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი 20 მილიონი ევროს ოდენობის ბიუჯეტით.

  • სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის (ACCESS) პროექტი

    პროექტის სახელი: სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის (ACCESS) პროექტი
    დონორი: აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)დაფინანსებით.
    პროექტის განმახორციებლები: აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტი, სიდა, CTC
    ბიუჯეტი: USD 5.5 მილიონი

    პროექტის ვადები: 2015-2019

    პროექტის მიზანი: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერება და ისეთი ორგანიზაციების საქმიანობის მხარდაჭერა, რომლებიც სარგებლობენ რა მათ მიერ წარმოდგენილი თემის მხარდაჭერით, ითანაშრომლებენ ხელისუფლებასთან უფრო გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის ხელშესაწყობად.

    კონკრეტული ამოცანები

    საქართველოში ACCESS-ი გააძლიერებს სამოქალაქო საზოგადოებას ოთხი მიმართულებით:

    მოქალაქეები უფრო ინფორმირებული და ჩართულები იქნებიან სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობებში;
    გაუმჯობესდება ქვეყნის მასშტაბით არსებული სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების მენეჯმენტი, ორგანიზაციული შესაძლებლობები და ფინანსური მდგრადობის საკითხები;
    სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ექნებათ უფრო ეფექტური მონიტორინგისა და სახელმწიფო პოლიტიკასა და პროცესებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა;
    აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული სამოქალაქო ჩართულობის ცენტრები ჩამოყალიბდებიან ისეთ ადგილობრივ ორგანიზაციებად რომ მათ, როგორც საჯარო დისკუსიებისათვის პოლიტიკურად ნეიტრალურმა შეკრების ადგილებმა, შეძლონ ფუნქციონირების გაგრძელება

  • ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში

    პროექტის სახელი: ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში

    დონორი: შვედეთის მთავრობა პროექტის განმახორციელებლები: სიდა/გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი

    ბიუჯეტი: 11 905 000 შვედური კრონა პროექტის ვადები: 2018 -2022

    პროექტის მიზანი: საქართველოში მულტისექტორული თანამშრომლობის ხელშეწყობა და ბიზნესის ჩართულობის გაზრდა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის იმპლემენტაციის პროცესში.

    რეგიონული მოცვა: პროექტი ხორციელდება საქართველოს მასშტაბით.

  • სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოფლის განვითარებისთვის

    პროექტის სახელი: სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოფლის განვითარებისთვის
    დონორი: ევროკავშირი, გაეროს განვითარების პროგრამა
    პროექტის განმახორციელებელი: სიდა
    ბიუჯეტი: 116,223 ლარი
    პროექტის ვადები: ივლისი-დეკემბერი, 2019
    პროექტის მიზანი: საქართველოს რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრების მოწყობა და 2017-2020 წლებში სოფლის განვითარების სფეროში მიღწეული პროგრესისა და 2021-2027 წლების პრიორიტეტების გაცნობა ადგილობრივი მოსახლეობისთვის; სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ადვოკატირების გზით პრობლემების გადაჭრის მნიშვნელობაზე მსჯელობა; ადგილობრივი თემის გააქტიურება სოფლის განვითარების სტრატეგიის შედგენაში.

  • კორპორაციული პასუხისმგებლობის სწავლების წახალისება საქართველოში

    პროექტის სახელი: კორპორაციული პასუხისმგებლობის სწავლების წახალისება საქართველოში
    დონორი: შვედეთის მთავრობა
    პროექტის განმახორციელებელი: სიდა
    ბიუჯეტი: 510 000 შვედური კრონა
    პროექტის ვადები: იანვარი-ივლისი, 2019
    პროექტის მიზანი: საქართველოში CSR მიმართულებით განათლების მიღების ხელშეწყობა და სასერტიფიკატო-სასწავლო კურსის შემუშავება

    ამოცანები:

    ა) კორპორაციული მდგრადობის სფეროში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისთვის სასერთიფიკატო სასწავლო კურსის შემუშავება და დანერგვა;
    ბ) კორპორაციული მდგრადობის მიმართულებით ბიბლიოთეკის უზრუნველყოფა;
    გ) კორპორაციული მდგრადობის მიმართულებით საერთაშორისო დონეზე აღიარებული ლიტერატურისა და სხვა საინფორმაციო მასალის ქართულ ენაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
    დ) ორგანიზაციებისთვის (ბიზნეს, სამთავრობო, არასამთავრობო) კვლევითი და საკონსულტაციო სერვისების შეთავაზება;
    ე) კვლევის შედეგების ინტეგრირება სასწავლო კურსების ფარგლებში;
    ვ) სასწავლო დაწესებულებების მხარდაჭერა, კორპორაციული მდგრადობის საბაკალავრო კურსის შემუშავებაში;
    ზ) კორპორაციული მდგრადობის აქტუალურ თემებზე ცნობიერების ამაღლება;
    თ) მთავრობის მხარდაჭერა კორპორაციული მდგრადობის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებისა და აღსრულების პროცესში.

  • ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში

    პროექტის სახელი: ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში
    დონორი: ნორვეგიის მთავრობა
    განმახორციელებელი ორგანიზაციები: გაეროს ქალთა ორგანიზაცია, სიდა, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, ფონდი ,,ტასო”
    ბიუჯეტი: USD 216 704
    პროექტის ხანგრძლივობა: 2018-2019
    პროექტის მიზანი: პროექტი მიზნად ისახავს ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას. პროექტის ბენეფიციარები მოიცავენ სამი ძირითად სამიზნე ჯგუფს: კერძო სექტორი; მთავრობა; ქალები: მოწყვლადი ქალები და ქალი მეწარმეები.

  • ტრენინგებისა და დასაქმების ინიცირება მართლმსაჯულების სექტორში (TESI)

    პროექტის სახელი: ტრენინგებისა და დასაქმების ინიცირება მართლმსაჯულების სექტორში (TESI)
    დონორი: ევროკავშირი
    პროექტის განმახორციებლები: სიდა, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია და სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტი (DVV International)
    ბიუჯეტი: 688 500 ევრო
    პროექტის ვადები: 2016-2019

    პროექტის მიზანი: პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების შესაძლებლობების განვითარება ყოფილი და ამჟამინდელი მსჯავრდებულების, განრიდებული და პირობითი მსჯავრის მქონე პირებისა და მათი ოჯახებისათვის – სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გზით.

    პროექტის საქმიანობები:
     სამიზნე ჯგუფების საჭიროებებისა და შესაძლებლობების კვლევა;
     დასაქმების ბაზრის კვლევა;
     არსებული საგანმანათლებლო და პროფესიული პროგრამების ეფექტიანობის ანალიზი;
     დასაქმების ხელშეწყობა;
     საზოგადოებისა და ადგილობრივი მედიის ინფორმირებულობის გაზრდა;
     დიალოგის გაუმჯობესება სახელმწიფოს, ბიზნეს სექტორსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის.
    მომსახურებები ბენეფიციართათვის:
     საგანმანათლებლო პროგრამები (სახელობო და პიროვნული განვითარების კურსები);
     მუშაობაზე დაფუძნებული სწავლების პროგრამა (სწავლების პარალელურად პრაქტიკის უზრუნველყოფით);
     მცირე გრანტების პროგრამა;
     დასაქმების ხელშეწყობა კერძო, სახელმწიფო და ბიზნეს სექტორში.
    რეგიონული მოცვა:
    პროექტი ხორციელდება საქართველოს მასშტაბით.

  • სურსათისა და სოფლის მეურნეობის დარგში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდამჭერი ინიციატივა

    პროექტის სახელი: სურსათისა და სოფლის მეურნეობის დარგში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდამჭერი ინიციატივა (FASSI)
    დონორი: ევროკავშირი
    განმახორციელებელი ორგანიზაცია: საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, სიდა, ათინათი, ISET, EDA
    ბიუჯეტი: 161 663
    პროექტის ხანგრძლივობა: 2017-2019
    პროექტის მიზანი: პროექტის მთავარი მიზანია სურსათისა და სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების სიმძლავრეების განვითარება, რათა შემდგომში მათ უკეთ შეძლონ მცირე და საშუალო საწარმოების დახმარება ისეთ საკითხებში, როგორიცაა: ახალი რეგულაციების დაკმაყოფილება, ევროკავშირის ბაზარზე ხელმისაწვდომობა და საქმიანი ურთიერთობების გაუმჯობესება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. პროექტი ასევე ითვალისწინებს, DCFTA და მცირე და საშუალო ბიზნესის თემატიკასთან დაკავშირებით, ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგში ჩართვას.

  • დანაშაულის პრევენციის გაუმჯობესება ანტისოციალური ქცევის მქონე და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისათვის

    პროექტის სახელი: დანაშაულის პრევენციის გაუმჯობესება ანტისოციალური ქცევის მქონე და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისათვის
    დონორი: ევროკავშირი
    პროექტის განმახორციებლები: სიდა, GCRT
    ბიუჯეტი: 66 756 ევრო
    პროექტის ვადები: 15/12/2016-15/04/2019
    პროექტის მიზანი: ანტისოციალური ქცევის მქონე მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და უსაფრთხო ქცევის დანერგვის ხელშეწყობა.

  • პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის

    პროექტის სახელი: პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის
    დონორი: ღია საზოგადოების ფონდები
    პროექტის განმახორციებლები: სიდა
    ბიუჯეტი: 111 877 USD
    პროექტის ვადები: 02/01/2017-31/12/2018
    პროექტის მიზანი: სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის, ხელისუფლების, ბიზნესისა და მედიის ძალისხმევის გაერთიანება ამჟამინდელი, პოტენციური და დაბრუნებული მიგრანტების უფლებათა ეფექტური დაცვისა და გაძლიერებისთვის, ცნობიერების ამაღლებისა და ადვოკატირების გზით, ასევე, პროცესის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფისთვის მიგრაციის სფეროში სახელმწიფოს პოლიტიკის ხელშეწყობა.

  • საქართველოს ტურიზმის სექტორში ჩართული ღარიბი თემებისა და მიკრო მეწარმეების შესაძლებლობების გაზრდა

    პროექტის სახელი: საქართველოს ტურიზმის სექტორში ჩართული ღარიბი თემებისა და მიკრო მეწარმეების შესაძლებლობების გაზრდა
    დონორი: მსოფლიო ბანკი, იაპონიის სოციალური განვითარების ფონდი
    განმახორციელებელი ორგანიზაცია: ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანა”, სიდა
    ბიუჯეტი: 94 562 აშშ დოლარი
    პროექტის ხანგრძლივობა: 29.05.2017-31.12.2018
    პროექტის მიზანი: უმუშევრობის შემცირება და საოჯახო მეურნეობის შემოსავლის გაზრდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის; ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება.

  • ახალგაზრდა მეწარმათა სინერგია-ქსელის საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის

    პროექტის სახელი: ახალგაზრდა მეწარმეთა სინერგია-ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისათვის

    დონორი: ევროკავშირი; GIZ

    პროექტის განმახორციებლები: სიდა, დასავლეთის რესურსი სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მხარდასაჭერად

    ბიუჯეტი: 272 600 ევრო

    პროექტის ვადები: 2017-2018

    პროექტის მიზანი: საქართველოსა და აზერბაიჯანის მოსაზღვრე რეგიონებში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და ხელსაყრელი გარემოს შექმნა ეკონომიკური ზრდისა და თემთა შორის თანამშრომლობისთვის შემდეგი მექანიზმებით:
    ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების ქსელის შექმნა და გაძლიერება მოსაზღვრე რეგიონების ეკონომიკური განახლების დაგეგმვისა და ადვოკატირების მიზნით;
    ახალგაზრდა მეწარმეების ჩართვა ტრანსსასაზღვრო ეკონომიკურ თანამშრომლობასა და შესაძლებლობების გაფართოვების ღონისძიებებში;
    ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერება კულტურათაშორისი ტოლერანტობის, გენდერული თანასწორობის და გარემოს დაცვის ღირებულებების პოპულარიზაციის მიზნით.

  • ყოფილ პატიმართა ეკონომიკური შესაძლებლობებისათვის განვითარების ხელშეწყობა

    პროექტის სახელი: ყოფილ პატიმართა ეკონომიკური შესაძლებლობებისათვის განვითარების ხელშეწყობა
    დონორი: იუსტიციის სამინისტრო
    პროექტის განმახორციებლები: სიდა
    ბიუჯეტი: 128 980 ლარი
    პროექტის ვადები: 15/09/2017-15/09/2018
    პროექტის მიზანი: ყოფილ მსჯავრდებულთა ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება მცირე ბიზნესის განვითარებისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობის გზით.

  • ichange.gov.ge რეგიონული მხარდაჭერის ინიციატივა

    პროექტის სახელი: ichange.gov.ge რეგიონული მხარდაჭერის ინიციატივა
    დონორი: USAID/GGI
    პროექტის განმახორციებლები: სიდა, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი
    ბიუჯეტი: 93 600 ლარი
    პროექტის ვადები: 26/06/2017-26/02/2018
    პროექტის მიზანი: ichange.gov.ge მოქალაქეთა ელექტრონული პეტიციების ოფიციალური სამთავრობო პლატფორმის პოპულარიზაცია რეგიონებში. პორტალის დახმარებით საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს ან/და მოქალაქეთა ჯგუფს შეუძლია პეტიციის საშუალებით საქართველოს მთავრობის ყურადღება გაამახვილოს იმ საკითხზე, რომელიც მისი აზრით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

  • კერძო სექტორის ჩართულობა კატასტროფების რისკის შემცირებაში

    პროექტის სახელი: კერძო სექტორის ჩართულობა კატასტროფების რისკის შემცირებაში
    დონორი: „ბრიჯ – ინოვაცია და განვითარება“
    განმახორციელებელი ორგანიზაცია: სიდა
    ბიუჯეტი: 8 000 ევრო
    პროექტის ხანგრძლივობა: 2017-2018
    პროექტის მიზანი: სიდას მხარდაჭერით ორგანიზაცია ,,ბრიჯის” CSR კლუბში და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელში გაწევრიანება და ბრიჯის მხრიდან, კერძო სექტორში კატასტროფების რისკების შემცირების და ამ მიმართულებით კორპორაციული კულტურის დანერგვის უზრუნველყოფა.

  • საქართველოში საჯარო სამსახურის რეფორმის მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების მიერ

    პროექტის სახელი: საქართველოში საჯარო სამსახურის რეფორმის მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების მიერ
    დონორი: გაეროს განვითარების პროგრამა, UK Aid
    პროექტის განმახორციებლები: სიდა, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი
    ბიუჯეტი: 49 500 USD
    პროექტის ვადები: 01/03/2017-31/12/2017
    პროექტის მიზანი: საჯარო სამსახურის რეფორმის გაცნობა რეგიონებში ადგილობრივი მოსახლეობისთვის, საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება

  • პროექტი სიდას ოპერაციული შესაძლებლობების გასაძლიერებლად

    პროექტის სახელი: პროექტი სიდას ოპერაციული შესაძლებლობების გასაძლიერებლად
    დონორი: ევროკავშირი
    პროექტის განმახორციელებელი: სიდა
    ბიუჯეტი: 106 698 ევრო
    პროექტის ვადები: 02/01/2017 – 31/12/2017
    პროექტის მიზანი: პროექტი მიზნად ისახავს, რეგიონული ორგანიზაციის, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) შესაძლებლობების განვითარებას, რომელიც კორდინირებას უწევს საქართველოში სამ ძირითად პლატფორმას: სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN), კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) კლუბი და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი.

  • ეკომიგრანტებისთვის ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების გაძლიერება

    პროექტის სახელი: მიგრაციის მართვის გაუმჯობესება ეკომიგრანტების ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების გაძლიერების გზით

    დონორი: ევროკავშირი

    პროექტის განმახორციებლები: სიდა, სიქა, რეგიონული განვითარების ცენტრი

    ბიუჯეტი: EUR 366 599

    პროექტის ვადები: 2015-2017

    პროექტის მიზანი: ქვემო ქართლსა და კახეთში მცხოვრები ეკომიგრანტებისთვის სოციალურ-ეკონომიკური შესაძლებლობების ზრდა.

    პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სათემო ვიზიტები და პრეზენტაცია, სათემო ჯგუფების შერჩევა, პრობლემების პრიორიტეტიზაცია და ტრენინგების ჩატარება, ტრენინგების შემდგომ პროექტების მომზადება ადგილობრივების მიერ და მათი იმპლემენტაცია.

  • ტრანსსასაზღვრო ეკონომიკური განვითარება (CED)

    პროექტის სახელი: ტრანსსასაზღვრო ეკონომიკური განვითარება (CED)
    დონორი: ევროკავშირი
    პროექტის განმახორციებლები: სიდა, მხარდაჭერა ნოემბერიანი, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ჩრდილოეთის ფილიალი (სომხეთი)
    ბიუჯეტი: EUR 234886
    პროექტის ვადები: 2015-2017
    პროექტის მიზანი: სომხეთისა და საქართველოს ტავუშისა და ქვემო ქართლის რეგიონების მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.

    პროექტის მიზნის მიღწევა რამდენიმე ამოცანის შესრულებით მოხდება: 1. გაძლიერდება ტრანს სასაზღვრო თანამშრომლობა ქვემო ქართლსა და ტავუშის რეგიონებს შორის ინვესტიციების მოზიდვის გზით; 2. გაძლიერდება ქვემო ქართლსა და ტავუშის რეგიონების ტრანს სასაზღვრო თანამშრომლობა ბიზნეს წარმომადგენლებს შორის გახშირებული ურთიერთობის გზით; 3. ბიზნესის წარმომადგენლებს მიეწოდებათ ინფორმაცია სამიზნე რეგიონებში არსებული ტრანს სასაზღვრო საინვესტიციო და სავაჭრო შესაძლებლობების შესახებ.

  • სოფლის განვითარების ადვოკატირების ტრენინგების პროგრამა

    პროექტის სახელი: სოფლის განვითარების ადვოკატირების ტრენინგების პროგრამა
    დონორი: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ევროკავშირი
    ბიუჯეტი: USD 62 380
    პროექტის ვადები: სექტემბერი-დეკემბერი, 2017
    პროექტის მიზანი: რეგიონებში, მოსახლეობისთვის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის ცნობიერების ამაღლება სოფლის განვითარების სტრატეგიაზე და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე; რეგიონებში ადვოკატირებისა და თემის მობილიზაციის საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება; ინფორმაციის გაზიარება ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფებზე და ევროკავშირის ,,ლიდერის” მიდგომაზე.

  • საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობა რეგიონულ დაგეგმარებში

    პროექტის სახელი: საზოგადოების ცოდნის გაძლიერება და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობა რეგიონულ დაგეგმარებში
    დონორი: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) შვეიცარიის განვითარების სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) დაფინანსებით.
    ბიუჯეტი: USD 80,000
    პროექტის ვადები: 2015-2016
    პროექტის მიზანი: მოქალაქეების ჩართულობა რეგიონული და ადგილობრივი განვითარების პროცესებში.

    კონკრეტული ამოცანები:

    ხელი შეეწყოს ინფორმაციის ნაკლებობის პრობლემის აღმოფხვრას 2016–2018 წლების რეგიონული განვითარების სამოქმედო გეგმების პროგრამირების პორცესში ფართო კონსულტაციების განხორციელებისა და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობის გზით;
    გაუმჯობესდეს საზოგადოების ცოდნა 6 სამიზნე რეგიონში 2016–2018 წლების რეგიონული განვითარების სამოქმედო გეგმების შემუშავების შესახებ, გააცნოს საქმიანობათა გრაფიკი და ის შესაძლებლობები, რაც უზრუნველყოფს საზოგადოების ჩართულობას 2015 წლის განმავლობაში სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში.
    პროექტის განმახორციელებელია: სამოქალაქო განვითარების სააგენტო „სიდა“ ადგილობრივ 10 არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად (სამოქალაქო ორგანიზაციების რეგიონული ქსელის წევრები)

  • იურიდიული დახმარებისა და სტრატეგიული სამართალწარმოების სერვისები

    პროექტის სახელი: იურიდიული დახმარებისა და სტრატეგიული სამართალწარმოების სერვისები ქვემო ქართლში
    დონორი: EWMI/USAID
    პროექტის განმახორციებლები: სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა) და საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის (სიფა)
    ბიუჯეტი: GEL 137 702
    პროექტის ვადები: 16.11.2015 -15.11.2016

    პროექტის მიზანი: ქვემო ქართლის რეგიონში ქალთა და უმცირესობათა ჯგუფებისათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება დისკრიმინაციის აღმოფხვრის და/ან არათანაბარი მოპყრობით გამოწვეული უფლებების აღდგენის გზით.

    პროექტის ამოცანებია:

    • სტრატეგიული სამართალწარმოების საქმეების გამოვლენა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა წარმომადგენლობა, დახმარება ქალებისათვის, რომელთაც უარი ეთქვათ მემკვიდრეობისა და საკუთრების უფლების გადაცემაზე, დახმარება მათთვის, ვისაც ემუქრება იძულებითი ან ნაადრევი ქორწინება, უმცირესობათა საკუთრების უფლებების დაცვა, ეთნიკური უმცირესობებისთვის სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვა და დისკრიმინაციისგან დაცვა;
    • ცნობიერების ამაღლება ისეთ თემებზე, რომლებიც უკავშირდება ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა წარმომადგენლობა; დახმარება ქალებისათვის, რომელთაც უარი ეთქვათ მემკვიდრეობისა და საკუთრების უფლების გადაცემაზე; დახმარება მათთვის, ვისაც ემუქრება იძულებითი ან ნაადრევი ქორწინება; უმცირესობათა საკუთრების უფლებების დაცვა; ეთნიკური უმცირესობებისთვის სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვა და დისკრიმინაციისგან დაცვა.;
    • რეგიონული სამოქალაქო ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარება მოწყვლადი ჯგუფების იურიდიული მხარდაჭერის სერვისების განვითარების მიზნით.

  • საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობა რეგიონულ დაგეგმარებში - II ეტაპი

    პროექტის სახელი: საზოგადოების ცოდნის გაძლიერება და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობა რეგიონულ დაგეგმარებში
    დონორი: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) შვეიცარიის განვითარების სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) დაფინანსებით.
    ბიუჯეტი: USD 80,000
    პროექტის ვადები: 02/11/2015- 01/11/2016
    პროექტის მიზანი: მოქალაქეების ჩართულობა რეგიონული და ადგილობრივი განვითარების პროცესებში.

    კონკრეტული ამოცანები:

    ხელი შეეწყოს ინფორმაციის ნაკლებობის პრობლემის აღმოფხვრას 2016–2017 წლების რეგიონული განვითარების სამოქმედო გეგმების პროგრამირების პორცესში ფართო კონსულტაციების განხორციელებისა და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობის გზით;
    გაუმჯობესდეს საზოგადოების ჩართულობა თვითმმართველ ქალაქებში, რაც უზრუნველყოფს აქტიურ ჩართულობას და მონიტორინგს ადგილობრივი სოციალურ-ინფრასტრუქტურული პროექტების იმპლემენტაციის პროცესში.
    პროექტის განმახორციელებელია: სამოქალაქო განვითარების სააგენტო „სიდა“ სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის წევრებთან ერთად.

  • თვითმმართველობის გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესება

    პროექტის სახელი: ადგილობრივი თვითმმართველობის გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესება მათ საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობის პროცესში
    დონორი: CTC
    პროექტის განმახორციებლები: სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა); საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია (რუსთავში) და ახალი ინიციატივა ქვემო ქართლში (გარდაბანში).
    ბიუჯეტი: GEL 16 650
    პროექტის ვადები: 01.12.2015-30.05.2016

    პროექტის მიზანი: მოქალაქეთა მონაწილეობისა და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლება ქალაქ რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობებში.

    პროექტის ფარგლებში ჩატარდება ქალაქ რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების გამჭირვალობის და მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების კვლევა და მათ საფუძველზე გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელი აქტივობების განხორციელება.

  • თვითმმართველობაში სოფლის მოსახლეობის ჩართვის მხარდაჭერა

    პროექტის სახელი: თვითმმართველობაში სოფლის მოსახლეობის ჩართვის მხარდაჭერა
    დონორი: ფონდი ,,ღია საზოგადოება საქართველო”
    პროექტის განმახორციებლები: სიდა სამოქალაქო საზოგადოების რეგიონულ ქსელთან (R-CSN) თანამშრომლობით.
    ბიუჯეტი: USD 43 700
    პროექტის ვადები: 10/11/2015-30/04/2016

    პროექტის მიზანი: თვითმმართველობის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა, მათ შორის სამოქალაქო მონაწილეობის უზრუნველყოფის გზით, როგორც ადგილობრივი პრობლემების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში, ასევე ამ გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის პროცესში.

    ამოცანები:
    • თვითმმართველობის რეფორმის პროცესში რეგიონული სამოქალაქო ორგანიზაციების როლის ამაღლება;
    • დასახლების საერთო კრების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება;
    • დასახლების საერთო კრების წარმატებული დაფუძნების შემთხვევების შექმნა.

  • ინდივიდუალური დახმარება ქართველ მიგრანტებს - იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრების მხარდაჭერის საპილოტე ინიციატივა

    პროექტის სახელი: ინდივიდუალური დახმარება ქართველ მიგრანტებს – იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრების მხარდაჭერის საპილოტე ინიციატივა
    დონორი: ევროპის ფონდი, Sida
    პროექტის განმახორციელებელი: სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა)
    ბიუჯეტი: 43 870 ლარი
    პროექტის ვადები: 01.08.2015 -29.02.2016
    პროექტის მიზანი: იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრების ბაზაზე ლეგალური და არალეგალური მიგრაციის საინფორმაციო-საკონსულტაციო სერვისის ინსტიტუციონალიზება

  • თვითმმართველობის რეფორმის რეგიონული ინიციატივა

    პროექტის სახელი: თვითმმართველობის რეფორმის რეგიონული ინიციატივა

    პროექტის განხორციელების ვადები: 01/10/2014 – 31/08/2015

    დონორი: ფონდი ”ღია საზოგადოება-საქართველო”

    არეალი: საქართველოს რეგიონები

    ბიუჯეტი: 50 000 აშშ დოლარი

    პროექტის მიზანი: თვითმმართველობის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა, მათ შორის სამოქალაქო მონაწილეობის უზრუნველყოფის გზით როგორც ადგილობრივი პრობლემების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში, ასევე ამ გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის პროცესში.

    პროექტის ძირითადი ამოცანები და აქტივობები:
    • თვითმმართველობის რეფორმის პროცესში რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების როლის ამაღლება;

    • რეგიონული სამოქალაქო ორგანიზაციებისა და ინტერესთა ჯგუფების მიერ სამოქალაქო მონაწილეობის შესახებ ახალი საკანონმდებლო რეგულაციების განხილვა და ინიცირება;
    • სამოქალაქო მონაწილეობის არსებული საკანონმდებლო რეგულაციების განხორციელებაში რეგიონული სამოქალაქო ორგანიზაციები ჩართვა
    • სამოქალაქო მონაწილეობის შესახებ ახალი საკანონმდებლო რეგულაციების (პიარ) საინფორმაციო უზრუნველყოფა.

    პროექტს განახორციელებს სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა), სამოქალაქო საზოგადოების რეგიონულ ქსელთან (R-CSN) თანამშრომლობით. კერძოდ, უშუალოდ იქნება პროექტის პარტნიორი ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალი, რომელიც ქსელში თვითმმართველობისა და რეგიონული განვითარების სამუშაო ჯგუფს უწევს ფასილიტაციას.

    პროექტი განხორციელდება საქართველოს 10 რეგიონში, შეირჩევა 2-2 მუნიციპალიტეტი (არა რეგიონის ცენტრები) და 10-10 სოფელი (სულ 100).

  • ინკლუზიური დიალოგის გაგრძელება შემდგომი განვითარების დღის წესრიგის იმპლემენტაციის საშუალებებთან დაკავშირებით

    პროექტის სახელი: ინკლუზიური დიალოგის გაგრძელება 2015 წლის შემდგომი განვითარების დღის წესრიგის იმპლემენტაციის საშუალებებთან დაკავშირებით

    დონორი ორგანიზაცია: გაეროს განვითარების პროგრამა

    ბიუჯეტი: USD 20,000

    პროექტის ხანგრძლივობა: 18/12/2015- 29/02/2015

    პროექტის მიზანი: პროექტის მიზანია სიდამ მხარდაჭერა გაუწიოს დონორთა საკოორდინაციო ჯგუფს, რათა მათ წარმოაჩინონ საქართველოს მთავრობა, როგორც საქართველოში SDG-ის ლიდერის, დონორთა და საზოგადოების წინაშე.

  • ინდივიდუალური მხარდაჭერა ქართველი მიგრანტებისთვის (G-PAM)

    პროექტის სახელი: ინდივიდუალური მხარდაჭერა ქართველი მიგრანტებისთვის (G-PAM)
    დონორი: ევროკავშირი
    არეალი: საქართველო – ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, იმერეთი, სამეგრელო, აჭარა.
    ქვეყნები: თურქეთი და საბერძნეთი.
    ბიუჯეტი: 500 000 ევრო
    ხანგრძლივობა: 24 თვე

    ზოგადი ამოცანა: დაეხმაროს საქართველოს უკეთესად მართოს მიგრაციული პროცესები.

    პარტნიორები/ ასოცირებული პარტნიორები:
    • სოფლის დონე: კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება
    • რეგიონული დონე: ალიანსი “კეთილი ნების მისია– მისიონერები”, გორის საინფორმაცია ცენტრი, ქუთაისის განვითარების და დასაქმების ცენტრი, ასოციაცია “ათინათი”, დემოკრატიის ინსტიტუტი
    • ეროვნული დონე: იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრი, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი
    • საერთაშორისო დონე: მიგრანტთა ასოციაცია თურქეთში, მიგრანტთა ასოციაცია საბერძნეთში

    კონკრეტული ამოცანები:
    • მიგრაციაში წასვლის მსურველ ქართველთა უფლებების დაცვა;
    • კარგად მართული ლეგალური მიგრაციის ხელის შუწყობა;
    • საქართველოს განვითარებაზე მიგრაციის პოზიტიური ეფექტების ოპტიმიზაცია;

    პროექტის ძირითადი აქტივობები:
    • Skype ცხელი ხაზის შექმნა საზღვარგარეთ მყოფი ქართველი მიგრანტების დასახმარებლად. თურქეთსა და საბერძნეთში მყოფ ქართველ ემიგრანტებს ინტერნეტის საშუალებით ხელმისაწვდომობა ექნებათ უფასო დახმარებაზე.
    • უფასო ადგილობრივი სატელეფონო ხაზის შექმნა იმ ქართველი მიგრანტებისთვის, რომლებიც საჭიროებენ კონსულტაციას.
    • საზოგადოების ცნობიერების გაუმჯობესების კამპანიის განხორციელება და კამპანიის მასალების შექმნა პროექტის ძირითადი მესიჯების მისაწოდებლად.
    • ვებ პორტალის შექმნა www.legalmigration.ge რომელიც გაადვილებს ლეგალურ მიგრაციაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.
    • სამუშაო შესაძლებლობებისა და სამუშაო ტენდენციების ანალიზი თურქეთსა და საბერძნეთში.
    • ცირკულარული ფინანსული მიგრაციისთვის ინვესტირების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მოძიება და გავრცელება.
    • “მიგრაციაზე ეროვნული დიალოგის” ინიცირება.
    • დაბრუნებული მიგრანტების დახმარება საქართველოში არსებული უფასო და ფასიანი რეინტეგრაციის პროგრამების დახმარებით.

  • ერთად ეკონომიკური განვითარებისათვის - JOIN

    პროექტის სახელი: ადგილობრივი მონაწილე მხარეები ერთიანდებიან ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისა და მმართველობისათვის სამხრეთ კავკასიაში (ერთად ეკონომიკური განვითარებისათვის)(JOIN)
    დონორი: CARE Österreich
    განმახორციელებელი პარტნიორი: ქეა ავსტრია/ქეა საერთაშორისო კავკასიაში
    ბიუჯეტი: EU 200 000 ევრო
    პროექტის ვადები: 01/01/2012-01/12/2014
    პროექტის მიზანი: ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო და კერძო სექტორის თანამონაწილეობითი დაგეგმვით, გაუმჯობესებული თანამშრომლობით და მოსარგებლეებს შორის ბაზრის შესაბამისი ინფორმაციის გაცვლის გზით მხარი დაუჭიროს სოციალურ-ეკონომიკური სიდუხჭირის დაძლევას.

    პროექტების მიზნობრივი ჯგუფი: პროექტის საბოლოოო მოსარგებლე მხარეებია სოფლის მოსახლეობა, რომელთა არსებული შემოსავალი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არის (ან არიან აღნიშნულ კატეგორიაში მოხვედრის რისკის ქვეშ)
    პროექტის ძირითადი აქტივობები:
    1: ადგილობრივი თვითმმართველობა და კერძო სექტორი ერთობლივად გეგმავს და ახორიცლებს გენდერულად მგრძნობიარე ადგილობრივი განვითარების გეგმებს მდგრადი სოციალურ ეკონომიკური განვითრებისათვის.
    A.1.1. პროექტი მხარს უჭერს ინკლუზიური მუნიციპალური სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბებას, რომელიც შედგება ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორისაგან ადგილობრივი მცირე ბიზნესის/ეკონომიკის განვითარების გეგმების გაუმჯობესების მიზნით.
    A.1.2 უზრუნველყოფს 5 ტრენინგს 5-7 მუნიციპალიტეტის სამუშო ჯგუფისთვის ყველა სამიზნე მუნიციპალიტეტში გენდერულად სენსიტიური თანამომაწილეობითი დაგეგმვისა და ბიუჯეტირების პროცესში შესაძლებლობათა გაზრდის მიზნით.
    A.1.3 მხარს უჭერს ადგილობრივ სამუშო ჯგუფებს ბაზრის შესაბამისი მდგრადი განვითარების გეგმისთვის აუცილებელი ინფორმაციის ანალიზის, სისტემატიზებისა და პრიორიტეტების ჩამოსაყალიბებას, სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის განვითრებისა და მუნიციპალიტეტებს შორის მისი გავლენის გასაძლიერებლად.
    A 1.4 ორგანიზებას უწევს სამიზნე მუნიციპალიტეტებში სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის გაძლიერებას მცირე გრანტების ინიციატივების განვითარების გზით, რაც დაფუძნებული იქნება თანადაფინანასების პირნციპზე.
    A 1.5 მხარს უჭერს სამიზნე მუნიციპალიტეტებში კერძო საწარმოებისთვის საბაზრო ხარჯვით-სარგებლიანობისთვის აუცილებელი საშუალებების ხელმისაწვდომობის ზრდას.
    2: ბიზნესის განვითარების საინფორმაციო ცენტრები უზრუნველყოფენ ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის მიწოდებას და ტრენინგებს ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო და კერძო სექტორისთვის ადგილობრივი ღირებულებათა ჯაჭვის გაძლიერების მიზნით (შერჩეულ სფეროებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა)
    A.2.1 პროექტი ახორციელებს ადგილობრივი ინიციატივებსა და საჭიროებების ანალიზზე დაყრდნობით სამიზნე მუნიციპალიტეტბში ბიზნესის განვითარების საინფორმაციო ცენტრების მოდელების განვითრებას და დანერგვას
    A.2.2. მცირე ფერმერებისა და ადგილობრივი სასოფლო სამეურნეო ბიზნესის განვითარების მიზნით ბიზნესის განვითრების საინფორმაციო ცენტრების დაარსებას/გაძლიერებას
    A.2.3 თემის ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით ბიზნესის განვითარების საინფორმაციო ცენტრები აწყობენ ღონისძიებებს და წარადგენენ საკუთარ მომსახურებას.
    A.2.4 ბიზნესის განვითრების საინფორმაციო ცენტრები აწყობენ ტრენინგებს საკუთარი მოსარგებლეებისთვის გამოვლენილი თემების გარშემო. (ბიზნეს გეგმის წერა, ბიზნეს რეგულაციები და სხვა)
    A.2.5 ბიზნესის განვიარების ცენტრები აწყობენ საინფორმაციო შეხვედრებს ადგილობრივ ბიზნესთან და ფერმერებთან
    A.2.6 ბიზნესის განვითარების საინფორმაციო ცენტრები ორგანიზებას უკეთებენ ტრანსსასაზღვრო სავაჭრო ღონისძიებებს მცირე ბიზნესებს შორის კავშირების დამყარების მიზნით.
    3: დაარსებულია ინსტიტუციონალურად გამართული საკოორდინაციო მექანიზმები ეროვნულ და ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს შორის ადგილობრივი სოციალურ ეკონომიკური განვითარების საჭიროებებზე ეფექტური რეაგირების მიზნით
    A.3.1 ხორციელდება რეგულარული (წელიწადში ორჯერ) შეხვედრები რეგიონულ და ცენტრალურ მმართველობასა და სამუშაო ჯგუფებს შორის მცირე ბიზნესის განვითარების საჭიროებების საკითხებზე.
    A.3.2 ეწყობა საქართველოსა და სომხეთის დონორების,არასამთვრობო ორგანიზაციებისა და ეროვნული და ტრანსსასაზღვრო საწარმოების წარმომადგენლების საკოორდინაციო ფორუმი.
    A.3.3 ეწყობა პროექტის შეჯამების კონფერენცია შესაბამისი დაინტერესებულ მხარეებს შორის პროექტის შედეგების განხილვისა და კარგი პრაქტიკის გაზიარების მიზნით.

  • სამოქალაქო ადვოკატირების ინიციატივა

    პროექტის სახელი: სამოქალაქო ადვოკატირების ინიციატივა
    პროექტის განხორციელების ვადები: 2013 წლის მარტი – 2014 წლის იანვარი
    დონორი: აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის პროგრამა
    არეალი: რუსთავი, ქუთაისი, ფოთი და გორი.
    ბიუჯეტი: 116,372.12 ლარი
    პროექტის მიზანი: მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება, მათი ჩართულობის გაზრდა ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობებში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

    პროექტის ძირითადი აქტივობები:
    • სიდასა და საზოგადოებრივი საბჭოს თანამშრომლობა: მოხდება საბჭოს საქმიანობის ერთწლიანი სამუშაო გეგმის შემუშავება; შეხვედრები ქალაქ რუსთავის მაცხოვრებლებთან; დებატები ქალაქის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე; ერთობლივი რეკომენდაციების შემუშავება ადგილობრივი თვითმმართველობისათვის.
    • ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვა: კვლევის შედეგების მიხედვით, მოხდება ქალაქის მოსახლეობის ძრითადი პრიორიტეტების შერჩევა, მათ გარშემო დებატების გამართვა და რეკომენდაციების შეთავაზება ქალაქის თვითმმართველობისთვის.
    • საიტი www. cems.ge გაუმჯობესება და მისი სამოქმედო არეალის გაზრდა: არსებული საიტი გაუმჯობესდება და მის ინტერფეისს დაემატება ქუთაისის, ფოთისა და გორის რუკები; ცვლილებების შედეგად ადგილობრივ მოსახლეობას ექნება საშუალება უფრო აქტიურად იყოს ჩართული ადგილობრივ მიმდინარე პროცესებში.
    • საინფორმაციო კამპანია CEMS საიტის პოპულარიზაციის მიზნით: საინფორმაციო პოსტერების დაბეჭდვა; პოსტერების გავრცელება გორში, ქუთაისსა და ფოთში; ვიდეო კლიპების მომზადება და გაშვება გორის, ქუთაისისა და ფოთის ადგილობრივ ტელევიზიებში; პროცესში ჩართული იქნებიან სიდას ადგილობრივი პარტნიორები.
    • თანამშრომლობა ადგ. თვითმმართველობებთან: თანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება პროექტის სამიზნე ქალაქების თვითმმართველობებთან; ადვოკატირების პროცესის წარმართვა პროექტის მიმდინარეობისას გამოვლენილ პრიორიტეტებზე; ადგილობრივი მოსახლეობის პრიორიტეტებე დაყრდნობით მომზადებული რეკომენდაციების პაკეტების მიწოდება ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის.

  • არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა

    პროექტის სახელი: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ეროვნული უმცირესობების თემში
    დონორი: ევროკავშირი
    ბიუჯეტი: 89 699,9 EUR
    პროექტის ვადები: 11/2012 – 01/2014
    პროექტის მიზანი: პროექტის საბოლოო მიზანია სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერება ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების ხელშეწყობის კუთხით. ხოლო პროექტის სპეციფიური მიზანია კანონთან კონფლიქტში მყოფი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი არასრულწლოვნების რეინტეგრაცია ადგილობრივ თემში მათი პროფესიული და პიროვნული უნარების გაძლიერების გზით.

    პროექტების მიზნობრივი ჯგუფი:
    • კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნები;
    • პრობაციის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლისა და სამცხე–ჯავახეთის რეგიონალური ბიუროს თანამშრომლები;
    • ადგილობრივი მოსახლეობა.

    პროექტის ძირითადი აქტივობები:
    • ქვემო ქართლისა და სამცხე–ჯავახეთის პრობაციის ბიუროს თანამშრომელთა საჭიროებათა ანალიზი;
    • გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე ბიუროს თანამშრომელთა უნარების გაძლიერება მომსახურების ეფექტურობის გაზრდის მიზნით;
    • რეგიონული არასამთავრობო სექტორის მობილიზება არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის პროცესის მხარდასაჭერად;
    • ადგილობრივი მედიის წარმომადგენლების პროფესიული უნარებისა და შესაძლებლობების განვითარება არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის პროცესის მხარდასაჭერად;
    • პიროვნული უნარებისა და შესაძლებლობების განვითარება;
    • მოხალისეობრივ საზოგადოებრივ აქტივობებში მონაწილეობა;
    • “უფროსი” მეგობრის პროეტის განხორციელება;
    • 50 ტელე/რადიო რეპორტაჟის მომზადება;
    • ინფორმაციული სატელევიზო კლიპის მომზადება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემაზე;
    • საინფორმაციო ბანერის მომზადება საზოგადოებაში არასრულწლოვანთა მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულების განვითარების ხელშესაწყობად;

  • სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი - R-CSN

    პროექტის სახელი: სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN)

    დონორი: აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტი, G-PAC პროგრამა/USAID
    ბიუჯეტი: 223 135, 19 GEL
    პროექტის ვადები: 1/11/2012- 31/12/2013
    პროექტის მიზანი: შეიქმნას სიცოცხლისუნარიანი, ეფექტური სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუციონალური მექანიზმი სათემო განვითარებისთვის საქართველოში.

    პროექტების მიზნობრივი ჯგუფი: სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, მედია, ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობა, საერთაშორისო ორგანიზაციები, საზოგადოება;
    პროექტის ძირითადი აქტივობები:
    1. საზოგადოების პრობლემების გადაწყვეტაზე ორიენტირებული 7 საფეხურიანი მიდგომის განხორციელება:
    2. მიმდინარე რეგიონული მოვლენების მონიტორინგი, რაც შეიძლება მოიცავდეს ინფრასტრუქტრული, ადგ. ხელისუფლების საქმიანობის, სხვადასხვა სამთავრობო და საერთაშორისო პროექტების შესახებ ინფორმაციის მოძიებას და გავრცელებას.
    3. მიმდინარე და დასრულებული საერთაშორისო/სამთავრობო პროექტების რუქის შექმნა, რაც მოემსახურება რესურსებისა და პრობლემების კავშირის დადგენას.

  • იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების სტაბილიზაცია - SIIMS II

    პროექტის სახელი: იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების სტაბილიზაციისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრირება – ადვოკატირების კომპონენტის იმპლემენტაცია
    დონორი: ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
    განმახორციელებელი პარტნიორი: ქეა საერთაშორისო კავკასიაში.
    ბიუჯეტი: 43 800 USD
    პროექტის ვადები: 01/09/2012 – 31/08/2013
    პროექტის მიზანი: ქვემო და შიდა ქართლში ჩასახლებულ დევნილთა პრობლემების იდენტიფიცირება და მათი ადვოკატირება ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე.

    პროექტების მიზნობრივი ჯგუფი:
    • დევნილთა ჩასახლებები
    • ადგილობრივი თვითამართველობები
    • ცენტრალური ხელისუფლება
    • ბიზნეს სექტორი
    • დონორები
    პროექტის ძირითადი აქტივობები:
    • პროექტის ფარგლებში , მობილიზატორების მეშვეობით შესწავლილ იქნა დევნილთა ჩასახლებებში არსებული პრობლემები და გამოვლინდა პრიორიტეტები.
    • სიდას ადვოკატირების მენეჯერის მიერ ორგანიზებულ იქნა შეხვედრები რეგიონში არსებულ ყველა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელთან .
    • ჩატარდა გამოვლენილი პრიორიტეტების მხარდაჭერის შესაძლებლობების კვლევა მუნიციპალურ დონეზე.
    • გაკეთდა თითეული ჩასახლების პასპორტი და ასევე სოციო-ეკონომიკური განვითარების გეგმა
    • პროექტის ფარგლებში განხორციელდება არსებული გეგმების პრეზენტაცია მუნიციპალურ დონეზე.

  • არასრულწლოვნების ინტეგრაციის პროექტი - რუსთავი

    პროექტის სახელი: კანონთან წინააღმდეგობაში მყოფი არასრულწლოვნების ინტეგრაციის პროექტი – რუსთავი
    დონორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
    ბიუჯეტი: 10 000 GEL
    პროექტის ვადები: 01/03/2012 – 01/03/2013
    პროექტის მიზანი: პროექტის მიზანია, რუსთავში მცხოვრები კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობაში ჩართვა და მათი ინტეგრაცია, პიროვნული განვითარების, მათთვის ახალი ცოდნისა და უნარების გადაცემის გზით.

    პროექტების მიზნობრივი ჯგუფი: პროექტის პირდაპირ სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ რუსთავში მცხოვრები კანონთან წინააღმდეგობაში მყოფი ახალგაზრდები. სავარაუდოდ 50 ახალგაზრდა.
    პროექტის არაპირდაპირ სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ ამ ახალგაზრდების ოჯახის წევრები და რუსთავის საზოგადოება, რომელიც სარგებელს ნახავს მათი საქმიანობიდან.
    პროექტის ძირითადი აქტივობები: სამუშაო/საკოორდინაციო შეხვედრები რუსთავის პრობაციის ბიუროსთან და სისხლის სამართლის ადგილობრივ საბჭოსთან;
    1. თანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება იმ კომპანიებთან, სადაც ახალგაზრდები დაკავდებიან საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობით. მემორანდუმში, მათ შორის, გაიწერება ახალგაზრდების შრომითი განრიგი და უსაფრთხოების საკითხები;
    2. ახალგაზრდების მცირე გადასამზადებელი/ საკონსულტაციო კურსი იმ სფეროებში, სადაც განახორციელებენ საზოგადოებრივად სასარგებლო აქტივობებს;
    3. მომზადების პროგრამის გავლის შემდეგ, ახალგაზრდები, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, დაიწყებენ დაკისრებული სამუშაოს შესრულებას. CiDA პერიოდულად განახორციელებს მათი საქმიანობის მონიტორინგს.
    4. ის ახალგაზრდები, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს და ამავე დროს, თავს გამოიჩენენ საზოგადოებრივად სასარგებლო აქტივობების შესრულების პროცესში, გაივლიან უნარების განვითარების ტრენინგს. კერძოდ: პროექტის წერისა და მენეჯმენტის სამდღიანი ტრენინგი. CiDA იზრუნებს, რომ ტრენინგ ჯგუფში ჩაერთონ ასევე ის ახალგაზრდები, რომლებიც არ არიან კანონთან კოფლიქტში რაც ახალგაზრდების ინტეგრაციას შეუწყობს ხელს. ტრენინგის დამატებითი აქტივობა იქნება ტრენინგგავლილი ახალგაზრდების მიერ დაწერილი პროექტებიდან ორი პროექტის დაჯილდოვება (300 ლარიანი ინიციატივა). დაფინანსების შემდეგ ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ პრაქტიკაში გამოიყენონ პროექტის მენეჯმენტის ტრეინინგის დროს მიღებული ცოდნა.
    5. ტრენინგ კომპონენტში მონაწილე ახალგაზრდები გაივლიან ასევე პიროვნული განვითარების ტრენინგს. ტრენინგი მოიცავს: განათლებისა და პროფესიულ ბაზარზე ორიენტირებას, CV-ს წერას, გასაუბრებისა და პრეზენტაციის ტექნოლოგიებს, ჯგუფში მუშაობასა და ლიდერობას.
    6. პროექტის ბენეფიციარი ახალგაზრდები საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობების პარალელურად, მონაწილეობას მიიღებენ სადისკუსიო შეხვედრებში წარმატებულ/ცნობილ ადამიანებთან. ესენი იქნებიან ხელისუფლების, ბიზნესის, ხელოვნების, სპორტის სფეროს წარმომადგენლები.

  • შენი ქალაქის მთავრობა და შენ

    პროექტის სახელი: შენი ქალაქის მთავრობა და შენ
    დონორი: საერთაშორისო სისტემების მართვა (MSI)/USAID
    ბიუჯეტი: 49 650 GEL ($30 000)
    პროექტის ვადები: 01/03/2012 – 31/12/2012
    პროექტის მიზანი: ქალაქის აქტივობების შესახებ საჯარო ცოდნა და საზოგადობის ჩართულობა ქალაქის გადაწყვეტილების მიღების პროცესში გაიზარდება.
    პროექტების მიზნობრივი ჯგუფი: თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ყველა ასაკის, ეთნიკური წარმომავლობის და პოლიტიკური შეხედულებების 100,000 მოქალაქე.

    პროექტის ძირითადი აქტივობები:

    1.საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება:
    1. ქალაქ რუსთავის ვებ გვერდი: CiDA-სა და ქალაქის ოფიციალური პირების საერთო მუშაობის შედეგად ქალაქის ვებ გვერდს ( http://rustavi.unlimited.ge/?lang=en) დაემატება უფრო პრაქტიკული ინფორმაცია და გახდება მოქალაქეებისთვის უფრო ადვილად ხელმისაწვდომი.
    2. “შენი ქალაქის მთავრობა და შენ”: CiDA ქალაქის მთავრობასთან ერთად მოამზადებს ბროშურას რომელშიც ასახული იქნება ინფორმაცია ქალაქის ვალდებულებებისა და მოქალაქეთა უფლებების შესახებ.

    2. სამოქალაქო მონიტორინგის გაზრდა:
    1. “მოქალაქეთა ელექტრონული მონიტორინგის სისტემა” (CEMS): CiDA გამოიყენებს მობილურ და ფიქსირებულ სატელეფონო საშუალებებს და ვებ გვერდს რათა მოქალაქეებს, სამოქალაქო ორგანიზაციებსა და მედიას საშუალება მიეცეთ გაუკეთონ მონიტორინგი პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტოვობებს. კერძოდ, CiDA გააკეთებს რუსთავის ინტერაქტიურ რუკას, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ განათავსონ საკუთარი პრობლემები. რუკა განთავსებული იქნება CiDA–ს ვებ www.cso.ge და ქალაქის ოფიციალურ ვებ-გბერდზე www.rustavi.ge.

    2. “ხილული საკრებულო”: CiDA ქალაქის მთავრობასთან ერთად
    1. გააკეთებს მონიტორინგს და გამოაქვეყნებენ რეპორტებს საკრებულოს სხდომებსა და პლენარულ სხდომების შესახებ. ეს ინფორმაცია განთავსდება ქალაქის ვებ გვერდზე და CEMS–ში. CiDA და ადგილობრივი მედია უზრუნველყოფენ საკრებულოს სხდომების გაშუქებას და იგივე ვიდეო რგოლები დაიდება ქალაქის ვებ გვერდზე და CEMS–ში. 2. CiDA–ს იურისტი ასევე იმუშავებს ქალაქის ოფიციალურ პირებთან რათა მოახდინონ მოქალაქეთა და სამოქალაქო ორგანიზაციების სტიმულირება საკრებულოს სხდომებსა და პლენარულ სხდომებზე დასასწრებლად.”

    3. საზოგადოებრივი ადვოკატირების გაზრდა:

    1. საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო: CiDA დაეხმარება საკრებულოს რომ შეიქმნას მრჩეველთა საბჭო. საკრებულო ანგარიშს მიაწვდის საბჭოს თვის მიმდინარე საქმიანობებთან დაკავშირებით. თავის მხრივ საბჭოს წევრები საკრებულოს მიაწოდებენ ინფორმაციას მიმდინარე თვის განმალობაში საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქტივობების, ქალაქის ვებ გვერდის გაუმჯობესების, და CEMS –ის ფარგლებში ჩატარებულ მონიტორინგის შედეგების შესახებ.

  • ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივა - NEO

    პროექტის სახელი: ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივა (NEO)
    დონორი: USAID
    განმახორციელებელი პარტნიორი: CHCA, „აფხაზინტერკონტი“
    ბიუჯეტი: 995 417 GEL
    პროექტის ვადები: 17/09/2012 – 17/12/2012
    პროექტის მიზანი: საარსებო საშუალებები და საკვების უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოწყვლადი ჯგუფებისთვის NEO-ს სამიზნე თემებში გაუმჯობესდა.

    პროექტების მიზნობრივი ჯგუფი: მცხეთა მთიანეთსა და შიდა ქართლში მცხოვრები 4 და მეტ სულიანი ოჯახები რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში და რომლთა სოც. ქულაც არის 100 000 ნაკლები.

    პროექტის ძირითადი აქტივობები:
    • თემის ეკონომიკური განვითარების გეგმის გაცნობა;
    • პრიორიტეტული სექტორების განსაზღვრა და მათი გამოყენება, როგორც ერთ-ერთ კრიტერიუმად (კომპონენტი 2, სამუშაო ჯგუფი);
    • თემის სამუშაო ჯგუფების მიერ პოტენციურ ბენეფიციართა პირველადი სიის შემუშავება კრიტერიუმების მიხედვით;
    • ჯგუფური შეხვედრა პირველად სიაში მოხვედრილ ოჯახებთან:
    • პროექტის პრეზენტაცია;
    • მდგრად ეკონომიკურ განვითარება ორიენტირებული მოთხოვნების გაცნობა;
    • შუალედური კითხვარის პრეზენტაცია და ინსტრუქტაჟი;
    • ინტერვიუები შუალედური კითხვარის განხილვის შედეგად არჩეულ ოჯახებთან;
    • ინტერვიუს შედეგადგად არჩეულ ოჯახებთან ერთად დეტალური კითხვარის შევსება;
    • ბენეფიციარების საბოლოო სიის შედგენა.

  • სამოქალაქო ორგანიზაციების აღმოსავლეთ საქართველოს ქსელი

    პროექტის სახელი: სამოქალაქო ორგანიზაციების აღმოსავლეთ საქართველოს ქსელი
    დონორი: აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტი, G-PAC პროგრამა/USAID
    ბიუჯეტი: USD 45 000
    პროექტის ვადები: 01/09/2011 – 31/08/2012
    პროექტის მიზანი: ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ქსელის შექმნა ადგილობრივი საჭიროებების ადვოკატირების და იმ რესურსების მიწოდების მიზნით რომელიც დაეხმარება მათ შეასრულონ თავისი მისია.

    პროექტების მიზნობრივი ჯგუფი: აღმოსავლეთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, მედია და ადგილობრივი მთავრობა.
    პროექტის ძირითადი აქტივობები:
    • G-PAC პროგრამის დახმარება მის შესახებ ინფორმაციის გავრცელების კუთხით (მედია, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ადგილობრივი მთავრობა, მოქალაქეები და ა.შ. სამიზნე რეგინებში);
    • G-PAC-ის დახმარება მისი გრანტის მიმღებთა მონიტორინგით (სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, უნივერსიტეტები, ინტერნები და სხვა);
    • G-PAC-ის გრანტის მიმღებთა უზრუნველყოფა ტექნიკური დახმარებით (სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, უნივერსიტეტები, ინტერნები და სხვა);
    • G-PAC –ის მხარდაჭერა შეხვედრების ორგანიზაცებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, მედიასთან, ადგილობრივ მტავრობასთან და ბიზნესთან);
    • G-PAC მხარდაჭერა ადგილობრივი რეგიონული ადვოკატირების პროგრამების იდენტიფიცირებით;
    • თანამშრომლობის ფასილიტაცია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებ, think tank, მედიასა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის ადვოკატირების კამპანიის ჩამოყალიბების, განხორციელების და შფასების მიზნით.
    • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან შეხვედრების ფასილიტაცია რომელთა თემაც იქნება მათი მიმდინარე აქტივობები და გეგმები, გამოწვევები და მიღწევები;
    • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ინფორმაციის მიწოდება ახალი საგრანტო პროგრამების შესახებ;
    • „შეხვდი შენს მტავრობის წარმომადგენელს“ შეხვედრების და სხვა საჯარო ღონისძიებების ორგანიზება;
    • „შეხვდი შენს დონორს“ შეხვედრების ორგანიზება;
    • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სამთავრობო ორგანიზაციების და მედიის ბაზის და საკონტაქტო სიის შექმნა და განახლება

  • სისხლის სამართლის რეფორმების მონიტორინგი და ანალიზი უფასო იურიდიული დახმარების სფეროში

    პროექტის სახელი: სისხლის სამართლის რეფორმების იმპლემენტაციის სტრატეგიის მონიტორინგი და ანალიზი უფასო იურიდიული დახმარების სფეროში
    დონორი: ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი
    პროექტის განმახორციელებელი პარტნიორები: იურიდიული დახმარების სამსახური
    ბიუჯეტი: USD 75 000
    პროექტის ვადები: 01/09/2011 – 31/08/2012
    პროექტის მიზანი: პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სისხლის სამართლის რეფორმების იმპლემენტაციის ანალიზსა და გამჭვირვალობას უფასო იურიდიული დახმარების სფეროში.

    პროექტების მიზნობრივი ჯგუფი: სამოქალაქო ორგანიზაციები
    • ხუთი რეგიონის (კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, მცხეთა-მთიანეთი) 20–მდე ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაცია
    • თბილისის 10–მდე სამოქალაქო ორგანიზაცია
    მედია საშუალებები
    • ხუთი რეგიონის 15–მდე ადგილობრივი მედია–საშუალება (გაზეთი, ტელევიზია, ინტერნეტ–მედია)
    • თბილისის 10–მდე მედია–საშუალება
    პროექტის ძირითადი აქტივობები:

    1.იურიდიული დახმარების სამსახურის სტრატეგიისა და იმპლემენტაციის მონიტორინგი და ანალიზი
    1.1 იურიდიული დახმარების სამსახურის რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება
    1.2 იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის კვლევა–მონიტორინგი
    2.იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის გამჭვირვალობა
    2.1.მონიტორინგისა და სტრატეგიის ანალიზის შედეგების პრეზენტაცია უფასო იურიდიული დახმარების მონიტორინგის საბჭოს სხდომაზე
    2.2.მრგვალი მაგიდის ორგანიზება მონიტორინგისა და სტრატეგიის ანალიზის შედეგების გაცნობის მიზნით
    2.3. ადგილობრივ მედიაში იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის გაშუქება
    3.იურიდიული დახმარების სფეროში რეგიონული ქსელის წახალისება
    3.1.იურიდიული დახმარების სფეროში რეგიონული ქსელის ჩამოყალიბება

  • დევნილთა ცხოვრების სტაბილიზაცია და მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია - SIIMS

    პროექტის სახელი: იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების სტაბილიზაცია და მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია
    დონორი: ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო
    ბიუჯეტი: 352 107 USD
    პროექტის ვადები: 15/08/2009–15/08/2012
    პროექტის განმახორციელებელი პარტნიორები: ქეა საერთაშორისო კავკასიაში, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „თანხმობა“; CTC
    პროექტის მიზანი: პროექტი მიზნად ისახავს ე.წ. „ახალი“ იძულებით გადაადგილებული პირების ინტეგრაციას მეზობელ თემებთან. პროექტი განახორციელებს სხვადასხვა სოციალურ–ეკონომიკურ ღონისძიებას, რაც ხელს შეუწყობს კონფლიქტების თავიდან აცილებასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

    პროექტების მიზნობრივი ჯგუფი: მოქმედების 17 არე; 4 დასახლება ქვემო ქართლში; დაახლოებით 21 დასახლება შიდა ქართლში;
    პროექტის ძირითადი აქტივობები: პროექტი მიზნად ისახავს შემდეგი აქტივობების განხორციელებას:
    კომპონენტი 1: შემოსავლების გენერირება
    კომპონენტი 2: ინფრასტრუქტურის განვითარება
    კომპონენტი 3: სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება
    კომპონენტი 4: “სასიცოცხლო უნარ–ჩვევების” განვითარება ბავშვებსა და მოზარდებში და მათი ჩართვა ფსიქო–სოციალური მხარდაჭერის პროექტების განხორციელებაში
    კომპონენტი 5: ინფორმაციის გაცვლის გაუმჯობესება და ადგილობრივ მთავრობასთან კოორდინაცია

  • იძულებით გადაადგილებულ პირთა სათემო განვითარების პროექტი - IDPCDP

    პროექტის სახელი: იძულებით გადაადგილებულ პირთა სათემო განვითარების პროექტი – IDPCDP
    დონორი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
    ბიუჯეტი: 30 000 USD
    პროექტის განმახორციელებელი პარტნიორები: იძულებით გადაადგილებულ პირთა სათემო განვითარების ცენტრი
    პროექტის ვადები: 15/08/2011- 150/01/2012

    პროექტების მიზნობრივი ჯგუფი:

    9 სამიზნე თემი: 1. კოლექტიური ცენტრი იალღუჯა, მარნეულის რაიონი; 2. კოლექტიური ცენტრი ქვემო ბოლნისის საბავშვო ბაღი – ბოლნისის რაიონი; 3. სოფელი წინწყარო – თეთრიწყაროს რაიონი; 4. საგარეჯოს კოლექტიური ცენტრი – საგარეჯოს რაიონი; 5. ფრეზეთი (ახალი დასახლება) – მცხეთის რაიონი; 6. წილკანი (ახალი დასახლება) – მცხეთის რაიონი; 7. საგურამოს კოლექტიური ცენტრი – მცხეთის რაიონი; 8. წინამძღვრიანთკარის კოლექტიური ცენტრი – მცხეთის რაიონი; 9. ბაზალეთის კოლექტიური ცენტრი – დუშეთის რაიონი

    პროექტის ძირითადი აქტივობები:
    ინფორმაციის გავრცელება; თემში პირველადი გასვლა და მისი მობილიზება; მიკრო-პროექტის მართვის კომიტეტის წევრთა ტრენირება; მიკრო პროექტის წინადადებების დაწერა; მიკრო პროექტის განმავლობაში და მისი განხორციელების შემდგომ განვითარებული ნაბიჯები;

  • მულტიეთნიკური ნდობის მშენებლობის ქსელი

    პროექტის სახელი: მულტიეთნიკური ნდობის მშენებლობის ქსელი

    დონორი: UNDP/EU
    ბიუჯეტი: 92 000 USD
    პროექტის მხარდამჭერები: პროექტი ხორციელდება ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმის (COBERM) ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი და ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა.
    პროექტის განხორციელების ვადები: 01/11/2010–30/10/2011
    პროექტის მიზანი: ქვემო ქართლსა და და სამცხე–ჯავახეთში არსებული და პოტენციური კონფლიქტების მშვიდობანი ტრანსფორმირების ხელშეწყობა.

    პროექტის განხორციელების არეალი: ქვემო ქართლი და და სამცხე–ჯავახეთი
    აქტივობების მიმართულებები:
    პროექტის მიზნების მისაღწევად „სიდამ“ გამოიყენა 2 ძირითადი სტრატეგიული მიმართულება:
    სტრატეგია 1 – მშვიდობის მშენებლობის ხელმშემწყობი გარემოს შექმნა
    სტრატეგია 2 – კონტაქტების გაძლიერება ადამიანებს შორის

  • სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარების ცენტრი

    პროექტის სახელი: სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარების ცენტრი
    დონორი: Black Sea Trust
    ბიუჯეტი: 69 880 USD
    პროექტის ვადები: 15/07/2010-31/08/2011
    პროექტის მიზანი: ქვემო ქართლის სამოქალაქო ორგანიზაციების აქტიური ჩართვა საქართველოს სოციალური (საზოგადოებრივი) განვითარების პროცესში.

    პროექტების მიზნობრივი ჯგუფი: ქვემო ქართლის სამოქალაქო ორგანიზაციები

    პროექტის ძირითადი აქტივობები:
    სამოქალაქო ორგანიზაციების რესურს–ცენტრის შექმნა და ამოქმედება: 1.სამოქალაქო ორგანიზაციების მხარდაჭერა საოფისე ფართით (ტრენინგ და საკონფერენციო), ტექნიკური რესურსებითა და ბიბლოთეკით; 2. ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; 3. კონსულტაციის გაცემა სხვადასხვა საკითხებზე

    სამოქალაქო ორგანიზაციების განათლება და ტრენინგები: პროექტის წერა; დაფინანსების მოპოვება; სტრატეგიული დაგეგმვა; კომუნიკაცია; პროექტის მენეჯმენტი; კოალიციური საქმიანობა. ასევე, კომპიუტერისა შემსწავლელი კურსები; და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ქართული ენის შემსწავლელი კურსები.

    სხვა აქტივობები:
    – სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაცია კამპანიებით, მედია ღონისძიებებითა და სხვა;
    – შეხვედრების ორგანიზება ფონდებთან;
    – ორგანიზაციების წარმომადგენელთა სასწავლო ვიზიტები თბილისის განვითარებულ ორგანიზაციებში.
    – ტრენინგები სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებისთვის: ადგილობრივი თვითმმართველობის, მედიისა და ბიზნესის წარმომადგენელთათვის

    სამოქალაქო ინიციატივების ფონდის შექმნა
    – სამოქალაქო განვითარების სფეროში საუკეთესო პროექტებისთვის გაიცემა 5 გრანტი USD 2000 მოცულობით.

    სამოქალაქო ორგანიზაციების ერთობლივი აქტივობის წახალისება
    – საერთაშორისო დღეების ერთობლივი აღნიშვნა;
    – საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო ჯგუფების ინტერესთა დაცვის მიზნით საერთო ძალისხმევის განხორციელება.

    სამოქალაქო ორგანიზაციებსა და მედიას შორის ეფექტური თანამშრომლობის წახალისება
    – სამოქალაქო ორგანიზაციებისა და ცენტრის საქმიანობის პოპულარიზება საინფორმაციო პორტალზე www.kvemokartli.ge

  • იძულებით გადაადგილებული პირების სოციო-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა

    პროექტის სახელი: იძულებით გადაადგილებული პირების სოციო-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა ქვემო ქართლის რეგიონში
    დონორი: ევროკომისია
    ბიუჯეტი: 108 776 USD
    პროექტის ვადები: 01/08/2009- 31/01/2011
    პროექტის განმახორციელებელი პარტნიორები:
    მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ (ACF);
    სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტი DVV International).
    პროექტის მიზანი: პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ქვემო ქართლის რეგიონში განსახლებული იძულებით გადაადგილებული პირების (დევნილების და ეკომიგრანტების) სოციო-ეკონომიკურ ინტეგრაციას ახალ თემებში.

    პროექტების მიზნობრივი ჯგუფი: პროექტის მთავარ სამიზნე ჯგუფს შეადგენენ აღნიშნულ სოფლებში ჩასახლებული იძულებით გადაადგილებული პირები და ადგილობრივი თემის წარმომადგენლები. პროექტის ბენეფიციართა შორის არიან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც.

    პროექტის ძირითადი აქტივობები: მიზნის მისაღწევად, მათი ახალი კოლექტიური განსახლების ადგილებში (კოდა, შაუმიანი, ქვემო ბოლნისი, ხიხანი, რუსთავი) განხორციელებული იქნა თემის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერაზე, მმართველობის გაუმჯობესებაზე, თემის წევრების დამატებით განათლებაზე და მათ შესაძლებობათა ზრდაზე ორიენტირებული ღონისძიებები. პროექტის ფარგლებში, ესპანური ACF-ი კოდის, შაუმიანის, ქვემო ბოლნისისა და ხიხანის თემებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან (თემის განვითარების ჯგუფებთან) მჭიდრო თანამშრომლობით, განახორციელა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტები და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა.
    გერმანული DVV Internatioanl, თეთრიწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით, კოდასა და შაუმიანში დააფუძნა სათემო განათლების ცენტრები. აღნიშნულ ცენტრებში ადგილობრივ და იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეებმა (ნებისმიერი ასაკის) შეძლეს სხვადახვა უფასო საგანმანათლებლო და საკონსულტაციო მომსახურების მიღება: კომპიუტერის, ენების, პროფესიული მომზადებისა (სახელობო) და პიროვნული განვითარების კურსების გავლა; კონსულტაციების მიღება სამართლებრივ და სოცალურ საკითხებზე; ახალგაზრდულ პროგრამაში მონაწილეობა და სხვა.
    „სიდამ“ განახორციელა DVV International-ის ანალოგიურ საქმიანობა თვითმმართველ ქალაქ რუსთავში.

  • მულტიეთნიკური დიალოგი

    პროექტის სახელი: მულტიეთნიკური დიალოგი
    დონორი: ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“
    ბიუჯეტი: 12 645 USD
    პროექტის ვადები: 15/01/2010–15/06/2010
    პროექტის მიზანი: საქართველოში სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესი განხორციელებულია, რაც დაფუძნებულია ყველა ეთნიკური ჯგუფის სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების რეალიზებაზე.

    პროექტის ძირითადი ამოცანები:
    – შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ქვემო ქართლის საზოგადოებისთვის;
    – შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის სამოქმედო გეგმის ქვემო ქართლის კომპონენტების განხორციელების სამოქალაქო მონიტორინგი განხორციელებულია;
    – შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის სამოქმედო გეგმის ქვემო ქართლის კომპონენტების განხორციელების პროცესში სამოქალაქო თანამონაწილეობა უზრუნველყოფილია;
    – შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის მიმართ არსებობს ფართო საზოგადოებრივი სანდოობა.

    ძირითადი აქტივობები:
    პროექტი “მულტიეთნიკური დიალოგი” ქვემო ქართლის რეგიონში ძირითადად შემდეგი მიმართულებებით განხორციელდა:

    – მონიტორინგი;
    – დისკუსია;
    – ინფორმირება;
    – ანალიზი/წინადადებები და რეკომენდაციები.

  • სამოქალაქო მონაწილეობის პროექტი

    პროექტის სახელი: სამოქალაქო მონაწილეობის პროექტი
    დონორი: Black Sea Trust
    ბიუჯეტი: 23 260USD
    პროექტის განმახორციელებელი პარტნიორები: რუსთავის თვითმმართველობა, ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაცია.
    პროექტის ვადები: 01/03/2009–28/02/2010
    პროექტის მიზანი: განჭვირვალე და ანგარიშვალდებული ადგილობრივი მთავრობა ეფექტრუ სერვისებს აწვდის რუსთავის მოქალაქეებს და ხელს უწყობს მათ აქტიურ მონაწილეობას ადგილობრივ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

    პროექტების მიზნობრივი ჯგუფი: ადგილობრივი თვითმმართველობა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები.

    პროექტის ძირითადი აქტივობები: თვითმმართველობა– მოქალაქის კომნიკაციის სტრატეგიის ჩამოყალიბება; ადგილობრივ თვითმმართველობასთან მოლაპარაკების წარმოება სამოქალაქო საკონსულტაციო საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით; ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეთანხმების მომზადება სადაც განსაზღვრული იქნება საერთო მიზნები, ამოცანები და სტრატეგია; საბჭოს წევრთა შერჩევა და შეხვედრების ჩატარება; ყოველთვიური გაზეთის- თვითმმართველი მაცნეს გამოცემა; რუსთავის თვითმმართველობის კანონთა კრებული 2007; ღია კარის დღეების ორგანიზება; რუსთავის ბიუჯეტის კვარტალური ანალიზი; ქვემო ქართლის ადგილობრივი მთავრობის პრესკონფერენციების ორგანიზება ქვემო ქართლის მედია ცენტრში; ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ჩატარებული აქტივობების მონიტორინგი.

  • საქართველოში სოფლის ასოციაციების განვითარების ხელშეწყობა - STAGE

    პროექტის სახელი: საქართველოში სოფლის ასოციაციების განვითარების ხელშეწყობა – STAGE
    დონორი: Austrian Development Cooperation (ADC)
    ბიუჯეტი: 44 954 USD
    პროექტის განმახორციელებელი პარტნიორები: ქეა ავსტრია; ქეა კავკასია; საქართველოს ახალგაზრდა უირისტთა ასოციაცია;
    პროექტის ვადები: 01/09/2007–30/04/2009
    პროექტის მიზანი: პროექტის მიზანია საქართველოს (ქვემო ქართლი და სამცხე-ჯავახეთი) სოფლებში სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა.

    პროექტების მიზნობრივი ჯგუფი: 16 სოფლის ასოციაცია (სულ მცირე 800 წევრი); 8 რაიონული-ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები; სამიზნე რაიონების მოსახლეობა;

    პროექტის ძირითადი აქტივობები: ტრეინინგ-სემინარების, სამუშაო შეხვედრებისა და ინდივიდუალური კონსულტაციების ჩატარება, როგორც ასოციაციების წევრებისთვის, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთათვის; საკანონმდებლო პოლიტიკის შემსწავლელი, საზოგადოებრივი აზრის შეფასების, პროექტის საბაზისო და საბოლოო შეფასების კვლევების ჩატარება; საინფორმაციო კამპანიების მოწყობა ასოციაციების საქმიანობების შესახებ ადგილობრივი თვითმართველობისა და საზოგადოებრივი ცნობიერების გაზრდის, ასევე პოტენციურ წევრთა მოზიდვის მიზნითაც.