GE

საინფორმაციო სესია რუსთავში კერძო სექტორისთვის

2025 წლის 11 აპრილს გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა რუსთავში კერძო სექტორისთვის საინფორმაციო სესია გამართა, რომელსაც 15-მდე ადგილობრივი კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.

შეხვედრაზე გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიმდინარე აქტივობები და ინიციატივები განიხილეს. ქსელის წარმომადგენლებმა დამსწრეებს გააცნეს, თუ რას სთავაზობს ორგანიზაცია კერძო სექტორს და რა როლს ასრულებს ბიზნეს სექტორი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში.

სესიის მონაწილეებმა, ასევე, ერთმანეთს კორპორაციული მდგრადობის მიმართულებით არსებული პრაქტიკა გაუზიარეს.

გააზიარე: