GE

სალომე ზურაბიშვილი UNGCN-ის გამგეობის წევრად და გლობალური ქსელების საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს

Salome Zurabishvili UNGCN Board Member

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი, სალომე ზურაბიშვილი გაეროს გლობალური შეთანხმების გამგეობის წევრად და გლობალური ქსელების საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს.

გლობალური ქსელების საბჭო შედგება გაეროს გლობალური შეთანხმების ადგილობრივი ქსელების აღმასრულებელი დირექტორებისგან მსოფლიოს 64 ქვეყნიდან, გაეროს გლობალური შეთანხმების სათაო ოფისის (GCO) და გაეროს გლობალური შეთანხმების ფონდის ხელმძღვანელი პირებისგან. გაეროს გლობალური შეთანხმების გამგეობაში 21 წევრია – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, მულტინაციონალური საწარმოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები. მის შემადგენლობაში შედიან გაეროს გენერალური მდივანი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, „საერთაშორისო გამჭვირვალობის „თავმჯდომარე, საერთაშორისო სავაჭრო პალატის გენერალური მდივანი, Schneider Electric-ის, Natura & Co-ს და სხვა საერთაშორისო საწარმოებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

გააზიარე: