GE

სამოქალაქო საზოგადოების და კერძო სექტორის თანამშრომლობის შესაძლებლობები და სამომავლო პერსპექტივები

May be an image of 14 people, people studying, table and text

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით (CSEP), გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე – „სამოქალაქო საზოგადოების და კერძო სექტორის თანამშრომლობის შესაძლებლობები და სამომავლო პერსპექტივები“.

შეხვედრის პირველ ნაწილში, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ორგანიზაციები და საპროექტო წინადადებები წარადგინეს. მეორე ნაწილში კი ყურადღება სამოქალაქო სექტორსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის აუცილებლობაზე გამახვილდა. გაიმართა დისკუსია სექტორული თანამშრომლობის შესახებ.

შეხვედრის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოხდა სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლების დაკავშირება, პოტენციური თანამშრომლობის მიმართულებების იდენტიფიცირება და სამომავლო პარტნიორობის ხელშეწყობა.

სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, შეხვედრაში მონაწილეობა კერძო და სამოქალაქო სექტორის 17-მა წარმომადგენელმა მიიღო. კერძო სექტორიდან შეხვედრას ესწრებოდნენ “ელიტ-ელექტრონიქსის”, Gazelle Finance-ს, “ანაგის”, “ალდაგის” და “ბილტმორის” წარმომადგენლები.

გააზიარე: