GE

UN GCNG-ის გუნდის წევრები ესპანეთში სამუშაო ვიზიტს აგრძელებენ

UNGCNG Spain Visit

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი, სალომე ზურაბიშვილი და ბიზნესთან ურთიერთობის მიმართულების გუნდის წევრები: რატი ზაუტაშვილი და სოფო ხუჭუა, ესპანეთში სამუშაო ვიზიტს აგრძელებენ.

 გაეროს გლობალური შეთანხმების ადგილობრივი ქსელების გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა  გლობალური შეთანხმების ესპანეთის ქსელის გამგეობის თავმჯდომარესთან, კლარა არპა აზოფრასთან, სადაც სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. UN GCNG-ის აღმასრულებელი დირექტორმა და გუნდის წევრებმა, შეხვედრები გამართეს ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლებთან, სადაც მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში ბიზნესის როლზე იმსჯელეს.

გააზიარე: