GE

UN GCNG – ის გუნდის წევრები სამუშაო ვიზიტით ესპანეთში იმყოფებიან

UNGCNG Madrid

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი, სალომე ზურაბიშვილი და ბიზნესთან ურთიერთობის მიმართულების გუნდის წევრები: რატი ზაუტაშვილი და სოფო ხუჭუა, გაეროს გლობალური შეთანხმების ადგილობრივი ქსელების გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით მადრიდში იმყოფებიან.

პროგრამის მონაწილეები მასპინძელი ესპანეთის ქსელის ყოველდღიური საქმიანობას და ბიზნესსა და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან კომუნიკაციის შესახებ ინფორმაციას ეცნობიან. ასევე, მსჯელობენ პროგრამაში მონაწილე ქსელის წევრთა შორის თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესახებ.

ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გუნდის წევრები შეხვედრებს ესპანეთის ქსელის მენეჯმენტთან და ქსელის  წევრი ბიზესების წარმომადგენლებთან გამართავენ.

პროგრამაში მონაწილეობას გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს, საბერძნეთის, სერბეთის, ბელარუსის, უკრაინის, თურქეთისა და პოლონეთის ქსელის წარმომადგენლები იღებენ.

გააზიარე: