„ბორჯომი საქართველო“ ხელს უწყობს მოსწავლეების განათლებას
კომპანია “IDS ბორჯომმა”, 2012 წელს, ბორჯომში ტრენინგ ცენტრი დააფუძნა, რომლის მთავარი მიზანია, ბორჯომსა და მის შემოგარენში მცხოვრები მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლება ხელმისაწვდომი გახადოს. სკოლის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს საშუალება აქვთ, გაიღრმავონ ცოდნა შემდეგი მიმართულებებით – უცხო ენები, კომპიუტერული პროგრამები, მათემატიკა და უნარები. გარდა ამისა, ცენტრში არსებობს ხელსაქმის, ხატვის, დრამის, ახალგაზრდა ჟურნალისტების წრეები. მოსწავლეების მიღება წელიწადში ორჯერ ხდება.
ბორჯომის საგანმანათლებლო ცენტრში 4 000-ზე მეტმა მოსწავლემ და აბიტურიენტმა მიიღო განათლება. აღსანიშნავია, რომ ცენტრის აბიტურიენტები წარმატებით აბარებენ ეროვნულ გამოცდებს.
2000 წლიდან, „ბორჯომის“ გადაწყვეტილებით, ბორჯომსა და მის შემოგარენში მცხოვრებ, წარჩინებულ მოსწავლეებს მარჩენალდაკარგული ოჯახებიდან, დაუწესდათ ყოველთვიური სტიპენდია. ამ ეტაპზე, კომპანიას 14 სტიპენდიატი ჰყავს, თუმცა, მათი რიცხვი მუდმივად იცვლება.
SDG 4
კომპანია “ბორჯომი” ტრენინგ ცენტრის მეშვეობით, ხელს უწყობს ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას, შესაბამისად, წვლილი შეაქვს მდგრადი განვითარების მეოთხე მიზნის მიღწევაში