“ჩიკატაიმ” სათამაშოების ჰოსპიტალი შექმნა
„სათამაშოების ჰოსპიტალი” მიზნად ისახავს რბილი სათამაშოების შეკეთება/განახლებას, რაც ნარჩენების მინიმუმამდე დაყვანას გულისხმობს და ხელს უწყობს მდგრად მოხმარებასა და წარმოებას. პროექტი ნივთებს უხანგრძლივებს სასაცოცხლო ციკლს, რათა არ მოხდეს მათი დროზე ადრე გადაყრა და არ დადგეს ახლის ყიდვის საჭიროება (overconsumption).
პროექტს აქვს „როლური თამაშის“ კომპონენტი – ბავშვებს საშუალება აქვთ, თავად მიიტანონ სათამაშოები შესაკეთებლად, სადაც მათ უამბობენ, თუ რას ნიშნავს ნივთებზე ზრუნვა და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი გარემოსთვის, რაც გაზრდის მათ მოტივაციას და გაუჩენს სურვილს, გაუფრთხილდნენ და იზრუნონ საკუთარ ნივთებზე. ბავშვების ყოველი განმეორებითი ვიზიტი წახალისდება მცირე ჯილდოთი, რაც კიდევ უფრო გაზრდის ალბათობას, რომ ნივთებსა და გარემოზე ზრუნვა გადაიქცეს ჩვევად ადრეული ასაკიდანვე. პროექტი მზადდება ბავშვთა ფსიქოლოგის რეკომენდაციების გათვალისწინებით, რათა ინფორმაციის მიწოდება და ბავშვების დაინტერესება სწორად მოხდეს.