GE

“ჯეპრამ” საზოგადო მოღვაწეთა ხელნაწერები გააციფრულა

კომპანია „ჯეპრამ” ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, “ნიკო ნიკოლაძის პრემიის” ფარგლებში, პირველად, სრულად გააციფრულა საზოგადო მოღვაწეთა ხელნაწერები. პირველ ეტაპზე, გაციფრულდა ნიკო ნიკოლაძის ხელნაწერი. იაკობ გოგებაშვილის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით კი კომპანიამ იაკობ გოგებაშვილის შრიფტი წარუდგინა საზოგადოებას.  2021 წლის გაზაფხულზე ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერების- ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ხელნაწერი შრიფტები შეიქმნა.

რატომ არის მნიშვნელოვანი?

ამჟამად, ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით, მიმდინარეობს ქართული ანბანის სამივე სახეობიდან გამორჩეული ძეგლების მიხედვით („ანბანდიდი სახარება“-ასომთავრული, „სახარება-პალიმფსესტი“ -ნუსხური, „იაზონის და მედeას ამბავი“-მხედრული) შრიფტების შექმნა, რომელიც ეძღვნება UNESCO-ს მიერ ქართული ანბანის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანის 5 წლის იუბილეს. პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას და ახალი თაობისთვის საზოგადო მოღვაწეთა უკეთ გაცნობას, ახალი ქართული ფონტების შექმნას.

SDG 4 ხარისხიანი განათლება

დასახული მიზნებიდან გამომდინარე, „ჯეპრას“ პროექტი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას, ქართველ საზოგადო მოღვაწეთა შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ამდენად, ის მდგრადი განვითარების მეოთხე მიზნის მიღწევას უწყობს ხელს.

თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია