GE

მიზანი 15: სახმელეთო ცხოვრება

ბიზნესის როლი 

ბუნებრივი რესურსების, ბიომრვალფეროვნების, ტყის რესურსების დაცვა ერთ-ერთი მთავარი გლობალური გამწვევაა. ბოლო დროს, ბუნებრივი რესურსები დიდი სისწრაფით იცვლება, რასაც ლოკალური და გლობალური შედეგები აქვს, ბიზნესისთვის კი თან ახლავს, როგორც რისკები, ისე შესაძლებლობები.  

ბიზნესი ეკოსისტემასთან მჭირდოდაა დაკავშირებული. ბიზნეს საქმიანობა დამოკიდებულია პროდუქციის წარმოება და მომსახურების გაწევა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ადგილობრივი ეკოსისტემის შესაძლებლობებზე. რისკების შესამცირებლად და თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია მიწისა და ტყის მდგრადი მართვა, რესურსების ეფექტიანი გამოყენება. ამ პროცესში, ბიზნესს პირდაპირი როლი აქვს, რომ შეაფასოს, მართოს და თავიდან აიცილოს საქმიანობით გამოწვეული გავლენა მიწის რესურსებსა და ეკოსისტემაზე, მონაწილეობა მიიღოს ადგილობრივი დეგრადირებული მიწის აღდგენაში, ადგილობრივი ეკოსისტემისა და ბიომრავალფეროვნების დაცვასა და აღდგენაში, განახორციელოს ინვესტიციები კვლევებსა და ინოვაციების განვითარებაში. 

ეკოსისტემების, ბუნებრივი რესურსებისა და ნედლეულის მდგრადი მართვა დადებითად აისახება კერძო სექტორის საქმიანობაზეც და გაზრდის მომხმარებელთა ნდობას მიწოდებული პროდუქტის და გაწეული საქმიანობის მიმართ.  

საკვანძო საკითხები 

  • გაუტყეურება და ტყის დეგრადაცია; 
  • ფერმებისა და მოშინაურებული ცხოველების გენეტიკური მრავალფეროვნება; 
  • მიწის აღდგენა; 
  • ტყეების ეფექტიანი მართვა; 
  • ეკოსისტემები; 
  • სახმელეთო და მტკნარი წყლის ეკოსისტემები 

ბიზნეს საქმიანობა და გადაჭრის გზები 

  • ბიზნეს საქმიანობის, წარმოების გავლენის შეფასება გარემოსა და ეკოსისტემაზე; 
  • მიწით სარგებლობის და მართვის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა; 
  • ნიადაგის / მიწის აღდგენის დაფინანსება; 
  • ტყის განახლებაში მონაწილეობა;  
  • თანამშრმლობა სხვადასხვა სექტორთან და დაინტერესებულ მხარეებთან ნიადაგის შენარჩუნების, ტყის მართვის შესახებ ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად; 
  • რესურსების და ნედლეულის ეფექტიანი გამოყენება; 
  • ინოვაციების წახალისება რესურსების ოპტიმიზაციის, გამონაბლქვის შემცირების და ეკოსისტემაზე გავლენის შესამცირებლად; 
  • წარმოების პროცესში წყლის რესურსის ეფექტიანი გამოყენება; 
  • ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვის საკითხებზე 

ბიზნეს ინდიკატორების მაგალითები 

  • GRI G4 მდგრადი ანგარიშების პრინციპები EN13 
  • CDP’s Forests Information Request, F8.2: 
  • WBCSD Forest Solutions Group KPI 
  • GRI G4 მდგრადი ანგარიშგების პრინციპების G4-EN12 
  • GRI G4 მდგრადი ანგარიშგების პრინცპები, G4-EN13 

ბიზნეს ინსტრუმენტები  

  • ISO 14055; 
  • ISO 14001 (გარემოს დაცვის მენეჯმენტი) 

საქართველოსთვის მისადაგებული ამოცანები 

15.1 2030  წლისთვის სახმელეთო და შიდა წყალსატევების ეკოსისტემების და მათი სერვისების, კერძოდ ტყეების, ჭარბტენიანი ტერიტორიების, მთებისა და გამომშრალი მიწების კონსერვაციის, აღდგენისა და მდგრადი გამოყენების უზრუნველყოფა საერთაშორისო შეთანხმებებით აღებული ვალდებულებების შესაბამისად; 

15.2 2030 წლისათვის ყველა სახის ტყის მდგრადი მართვის ხელშეწყობა, გაუტყეურების შემცირება, დეგრადირებადი ტყეების აღდგენა  და ტყის ხელოვნური და ბუნებრივი განახლება; 

15.3 ბრძოლა გაუდაბნოების წინააღმდეგ, დეგრადირებული მიწისა და ნიადაგის აღდგენა, მათ შორის გაუდაბნოებით, გვალვითა და წყალდიდობებით, და მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის მიღწევა მსოფლიოში 2030 წლისთვის; 

15.4 2030 წლისთვის მთის ეკოსისტემების, მათ შორის ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის უზრუნველყოფა,  რათა გაძლიერდეს მათი შესაძლებლობები მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელი სარგებლის მოსატანად; 

15.5 დაუყოვნებელი და მნიშვნელოვანი  ზომების მიღება ბუნებრივი ჰაბიტატების დეგრადაციის შესამცირებლად, ბიომრავალფეროვნების კარგვის შესაჩერებლად და 2030 წლისთვის გადაშენების საფრთხის წინაშე არსებული სახეობების დაცვა და მათი გადაშენების თავიდან აცილება 

თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია