SDG ინოვაციების აქსელერატორის მეორე სამუშაო შეხვედრა

კავკასიის უნივერსიტეტი – Caucasus University – ში გაეროს გლობალური შეთანხმების პროგრამის – SDG ინოვაციების აქსელერატორის მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
მონაწილეებმა გამოწვევებსა და აღნიშნული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. შეხვედრას ფასილიტაცია გაეროს განვითარების პროგრამის „საჯარო მმართველობის მხარდაჭერა საქართველოში” პროექტის მენეჯერმა, სესილი ვერძაძემ გაუწია.
SDG ინოვაციის აქსელერაციის პროგრამა მესამედ ტარდება საქართველოში. მიმდინარე წელს პროგრამაში მონაწილეობას იღებენ შემდეგი კომპანიების წარმომადგენლები: Combined Ratio Solutions, ICR, Gazelle Finance, Primera Golf & Residence LLC, Kudos, Socar, Betterfly, Green steps, The Crossroads, Loialte, Eco Brands, EY Georgia, Business and Technology University, MFO Georgian Credit, TBC Bank. გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ექსკლუზიური პარტნიორია კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრი.
SDG Innovation აქსელერატორი ახალგაზრდა ინოვატორებისთვის გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელი წევრებისთვის შექმნილი პროგრამაა. პროგრამის მიზანია, დაეხმაროს ახალგაზრდა პროფესიონალებს ბიზნეს ინოვაციებისა და მდგრადი განვითარების მიზნების ეფექტურად დანერგვაში. SDG ინოვაციების აქსელერატორი ახალგაზრდა ინოვატორებისთვის გაეროს გლობალური შეთანხმებისა და შვედეთის დაფინანსებით, კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება.