შეხვედრა – გენდერის ჭრილის ინტეგრაცია მდგრად დაფინანსებაში

2025 წლის 24 მარტს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა, თემაზე – „გენდერის ჭრილის ინტეგრაცია მდგრად დაფინანსებაში“ შეხვედრა გამართა.
დამსწრეებმა განიხილეს, როგორ უწყობს ხელს გენდერულად ჭკვიანი საინვესტიციო სტრატეგიები როგორც ფინანსურ წარმატებას, ასევე სოციალურ გავლენას.
სპიკერებმა – გენდერის ექსპერტმა ანა ილურიძემ, BBVA Bank-ის უფროსმა მენეჯერმა, ბეატრის ალონსო აზნარიმ და „პროკრედიტ ბანკის“ ენერგოეფექტიანობის ექსპერტმა, ირინე კიკვაძემ, გენდერულად ინკლუზიურ ფინანსების კუთხით არსებულ გლობალურ ტენდენციებზე, საუკეთესო პრაქტიკებსა და ადგილობრივ გამოწვევებზე ისაუბრეს. განხილვას მოდერაციას უწევდა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გარემოს დაცვის მენეჯერი, გიორგი ბერეჩიკიძე. დისკუსიის ფარგლებში გამოიკვეთა გენდერულად ფოკუსირებული საინვესტიციო მიდგომების მნიშვნელობა და ბიზნესის როლი ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაში.
ღონისძიებაში მონაწილეობა დარგის ექსპერტებმა და ქსელის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა მიიღეს.