GE

შეხვედრა IamtheCODE-ის დამფუძნებელთან და აღმასრულებელ დირექტორთან – მარიემ ჟამმესთან

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) თანამშრომლობით, ქალთა გაძლიერების მიმართულებით მსოფლიოში აღიარებულ ტექნოლოგიების აქტივისტთან, IamtheCODE-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორთან, BBC Top 100 Woman რეიტინგში დასახელებულ და არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს მფლობელ ლედი მარიემ ჟამმესთან შეხვედრას უმასპინძლა.

🔷 ქსელის წევრი კომპანიებისთვის გამართულ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე ლედი მარიემ ჟამმემ მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) განხორციელების პროცესში, ასევე, ინოვაციებისა და ინკლუზიურობის ხელშეწყობაში ხელოვნური ინტელექტის (AI) მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა AI-ის როლს ტექნოლოგიების სფეროში გენდერული უთანასწორობის დაძლევის, კოდირების, პროგრამირებისა და ციფრული წიგნიერების მეშვეობით ქალთა გაძლიერებისა და ეკონომიკური ინკლუზიის ხელშეწყობის მიმართულებით.

🔷 მარიემ ჟამმემ, ასევე, ყურადღება გაამახვილა განათლების ტრანსფორმაციაში AI-ზე დაფუძნებული სასწავლო პლატფორმების როლზე, რაც ხელს შეუწყობს STEAM შესაძლებლობების გაფართოებას ქალებისა და ნაკლებად წარმოდგენილი მოსახლეობის ჯგუფებისთვის. ასევე, განიხილა AI-ისთან დაკავშირებული ეთიკური გამოწვევები. გაიმართა დისკუსიაც.

🔷 ლედი მარიემ ჟამმეს ვიზიტის მიზანია საერთაშორისო ინიციატივა iamtheCODE-ის საქართველოს წარმომადგენლობის დაფუძნება, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 60 000 ზე მეტ კურსს აერთიანებს 18 ენაზე. წარმომადგენლობა საქართველოში 11 თებერვალს დაფუძნდა და ქალებისა და გოგონების განათლებასა და ტექნოლოგიურ სფეროში განვითარებას შეუწყობს ხელს.

გააზიარე: