GE

საჯარო-კერძო დიალოგი კანონპროექტზე “სეკიურიტიზაციის შესახებ”

PPD | პარლამენტი

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით,10 მაისს გამართა საჯარო-კერძო დიალოგი “სეკიურიტიზაციის შესახებ” კანონპროექტზე.

საჯარო-კერძო დიალოგის მიზანი იყო “სეკიურიტიზაციის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტის განხილვა პარლამენტის წევრებთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ეროვნულ ბანკსა და კერძო სექტორთან ერთად.

შეხვედრაზე წარდგენილ იქნა “სეკიურიტიზაციის შესახებ” კანონპროექტის საკომუნიკაციო დოკუმენტი, რომელიც გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ექსპერტმა, თამთა ივანიშვილმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან, ეროვნულ ბანკთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამასთან მჭიდრო თანამშრომლობით მოამზადა.

საჯარო-კერძო დიალოგის ფარგლებში, ასევე, განხილულ იქნა კანონპროექტის ძირითადი ასპექტები, ახალი პროცედურები, ინსტრუმენტები და კანონპროექტის ხარჯთსარგებლობის ანალიზი.

შეხვედრა გაიმართა USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის საგრანტო აქტივობის ფარგლებში: „საქართველოს პარლამენტში საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმის მდგრადობის მხარდაჭერა და შესაძლებლობების გაზრდა“, რომელსაც ახორციელებს გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი, საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით.

გააზიარე: