ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ბიზნესის ზრდისა და მდგრადი განვითარებისთვის

ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში, როდესაც ინდუსტრიები იცვლება, ოპერაციებში მდგრადი განვითარების მიზნებთან შესაბამისობის შენარჩუნებით, ბიზნესი ეძებს ახალ გზებს ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებისთვის. BeWise, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრი კომპანია, მხარს უჭერს ბიზნესს სტრატეგიის, ინოვაციებისა და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მეშვეობით.  

Sustainability Spotlight-თან ინტერვიუში, BeWise-ის მმართველი პარტნიორები, მარიკა კლდიაშვილი და ია ნადირაშვილი, გვიზიარებენ, თუ როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ბიზნეს სტრატეგიას, ციფრულ ტრანსფორმაციასა და მეწარმეობას, რა გამოწვევები და შესაძლებლობებია მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ხელოვნური ინტელექტის დანერგვის კუთხით, რა როლი აქვს AI-ის მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში და როგორ ქმნის BeWise ბიზნეს კონსულტაციების მომავალს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მეშვეობით.  

გვიამბეთ BeWise-ის და მისი ძირითადი საქმიანობის შესახებ?  

ია ნადირაშვილი: BeWise საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც სტრატეგიის, ინოვაციების, ციფრული ტრანსფორმაციისა და მორგებული მენტორობის მეშვეობით, ეხმარება ბიზნესებს მდგრადი ზრდის მიღწევაში. ჩვენი საქმიანობა ფოკუსირებულია მათი ზრდის ხელშეწყობასა და მდგრადი განვითარების მიზნებთან შესაბამისი სამეწარმეო ეკოსისტემის შექმნაზე.  

მარიკა კლდიაშვილი: ჩვენი სერვისები მოიცავს რამდენიმე ძირითად მიმართულებას, მათ შორის ბიზნეს კონსულტაციებს, ციფრულ ტრანსფორმაციას, BeWise Academy-ის ტრენინგებსა და ქოუჩინგს, ასევე ბიზნეს ინკუბატორებს/აქსელერატორებსა და მენტორობის პროგრამებს.  

ეს მიმართულებები გვაძლევს საშუალებას ვუპასუხოთ სხვადასხვა ბიზნეს საჭიროებას მდგრადი და ინოვაციური პრაქტიკის მხარდაჭერით. 

რა განაპირობებს იმას, რომ BeWise ბიზნესების პრიორიტეტული პარტნიორია? 

ია ნადირაშვილი: ის რაც განგვასხვავებს, არის ჩვენი გამოცდილების კომბინაცია, ინდივიდუალური მიდგომა თითოეული კლიენტის მიმართ, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა და მტკიცე ერთგულება მდგრადი განვითარების მიმართ.  ვამაყობთ, რომ ვქმნით მორგებულ გადაწყვეტილებებს, რომელიც ჩვენი კლიენტების წინაშე არსებულ უნიკალურ გამოწვევებსა და მიზნებს პასუხობს.  

BeWise განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მდგრადობასა და ინოვაციებზე.  

გვიამბეთ თქვენი კომპანიის ხედვის შესახებ 

ია ნადირაშვილი: BeWise ბიზნესის ზრდის ხელშეწყობის და ამავდროულად, მდგრადი სამეწარმეო ეკოსისტემის მხარდაჭერის ერთგულია, რაც შეესაბამება მდგრადი განვითარების მიზნებს. ჩვენი ხედვაა, ხელი შევუწყოთ ზრდასა და პროგრესს სტრატეგიული დაგეგმვის, ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციის გზით.  

მარიკა კლდიაშვილი: გვწამს, რომ დღევანდელ დინამიურ ეკონომიკურ გარემოში, მდგრადი, მომგებიანი ზრდის მიღწევა მოითხოვს ჰოლისტურ მიდგომას. ეს გულისხმობს ეფექტიანი პროცესების დანერგვას, კვალიფიციური ტალანტების განვითარებასა და ინოვაციური გადაწყვეტილებების გამოყენებას. BeWise-ში ჩვენი მისია არა მხოლოდ ბიზნესების წარმატების ხელშეწყობა, არამედ მათი გაძლიერებაა, რათა ისინი თავიანთ სფეროებში ლიდერებად ჩამოყალიბდნენ.  

რა განასხვავებს BeWise-ს კონკურენტული საკონსულტაციო სივრცისგან?  

მარიკა კლდიაშვილი: ჩვენი უნიკალური მიდგომა სტრატეგიულ ხედვას პრაქტიკულ მხარდაჭერასთან აერთიანებს. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ კლიენტებთან, იქნებიან ისინი სტარტაპები თუ დამკვიდრებული საწარმოები, და ინვესტირებას ვახორციელებთ მათ წარმატებაში მათი განვითარების ყველა ეტაპზე – საწყისი იდეიდან მდგრად ზრდამდე.  

ია ნადირაშვილი: კეთილსინდისიერება და ექსპერტიზა ჩვენი საქმიანობის ქვაკუთხედია. ასევე მტკიცედ გვჯერა მეწარმეობასა და საზოგადოების განვითარებას შორის სიმბიოზური ურთიერთობის. სამეწარმეო ეკოსისტემის აყვავებასთან ერთად, ჩვენც ვიზრდებით.  

გაგვიზიარეთ, როგორ აყალიბებს თქვენი ლიდერობა BeWise-ის ხედვას?  

ია ნადირაშვილი: ორივეს გვაქვს საერთო ხედვა მდგრადი და ინოვაციური ბიზნეს საზოგადოების შექმნის შესახებ. ეს საერთო პერსპექტივა უბიძგებს ჩვენს ძალისხმევას, რომ უზრუნველვყოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ჩვენი კლიენტებისთვის და წვლილი შევიტანოთ მდგრადობისა და ინოვაციების ფართო მიზნების მიღწევაში.  

მარიკა კლდიაშვილი: ჩვენ ფოკუსირებული ვართ სხვადასხვა გამოცდილების ბიზნესებისა და ინდივიდების გაძლიერებაზე. მათი დახმარებით სრული პოტენციალის მიღწევაში, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ BeWise გახდეს კატალიზატორი გრძელვადიანი, პოზიტიური ცვლილებებისთვის სამეწარმეო ლანდშაფტში. 

როგორ იყენებს BeWise ხელოვნურ ინტელექტს თავის საქმიანობაში?  

მარიკა კლდიაშვილი: ხელოვნურ ინტელექტს მნიშვნელოვანი როლი აქვს ჩვენი კლიენტების ოპერაციული პროცესების გამარტივებაში, რაც მათ ბიზნესს უფრო ეფექტურს და კონკურენტუნარიანს ხდის. ამასთან ერთად, ციფრული ტრანსფორმაციის პროექტებში ჩვენ ვიყენებთ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ინსტრუმენტებს, რაც უზრუნველყოფს ჩვენი კლიენტების წინსვლას სწრაფად ცვალებად ბიზნეს გარემოში.  

ია ნადირაშვილი: ხელოვნური ინტელექტი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ჩვენს საქმიანობაში. ჩვენ ვიყენებთ ხელოვნურ ინტელექტს ბიზნეს ტენდენციების ანალიზისა და პროგნოზირებისთვის, პროცესების ავტომატიზაციისა და გადაწყვეტილებების მიღების ოპტიმიზაციისთვის. მაგალითად, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მონაცემთა ანალიზი ეხმარება ბიზნესს საბაზრო ტენდენციებისა და მომხმარებელთა ქცევის პროგნოზირებაში, რაც მათ პროაქტიულად ადაპტირების საშუალებას აძლევს.  

გაგვაცანით ხელოვნური ინტელექტის ი გადაწყვეტილებებ, რომლებსაც  კლიენტებს სთავაზობთ?  

ია ნადირაშვილი: ჩვენი ხელოვნური ინტელექტის გადაწყვეტილებები მოიცავს მონაცემთა ანალიზისა და პროგნოზირების ინსტრუმენტებს სტრატეგიული დაგეგმვისა და ბაზრის შესწავლისთვის, ავტომატიზაციის პლატფორმებს ოპერაციული პროცესების გასამარტივებლად და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტებს მომხმარებელთა ჩართულობისა და შენარჩუნების გასაუმჯობესებლად. აღნიშნული გადაწყვეტილებები შექმნილია თითოეული კლიენტის სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, მათი სამეწარმეო საქმიანობისა, თუ მასშტაბის მიუხედავად.  

თქვენი აზრით, რატომ არის ხელოვნური ინტელექტი მნიშვნელოვანი თანამედროვე ბიზნესებისთვის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოებისთვის?  

მარიკა კლდიაშვილი: ხელოვნური ინტელექტი აღარ წარმოადგენს ფუფუნებას; ეს არის აუცილებლობა ბიზნესებისთვის, რათა მათ შეინარჩუნონ კონკურენტუნარიანობა.  მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, ხელოვნური ინტელექტი იძლევა რესურსების ოპტიმიზაციის, ხარჯების შემცირებისა და პროდუქტიულობის გაუმჯობესების შესაძლებლობას. ის ასევე უზრუნველყოფს საბაზრო ცვლილებებთან დაკავშირებულ სწრაფ ადაპტაციას, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია დღევანდელ დინამიურ გარემოში. 

როგორ უწყობს ხელს ხელოვნური ინტელექტი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას? 

მარიკა კლდიაშვილი: ხელოვნურ ინტელექტს უზარმაზარი პოტენციალი აქვს მდგრადი განვითარების მიზნების წინსვლაში. მაგალითად:  

მიზანი 4 (ხარისხიანი განათლება): ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმები განათლებას უფრო ხელმისაწვდომს და პერსონალიზებულს ხდის.  

მიზანი 9 (მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა): ხელოვნური ინტელექტი ხელს უწყობს უფრო ჭკვიანი და ეფექტური ინდუსტრიების განვითარებას.  

მიზანი 12 (მდგრადი მოხმარება და წარმოება): ის ეხმარება რესურსების ოპტიმიზაციას და ნარჩენების შემცირებას.  

მიზანი 13 (კლიმატის ცვლილება): ხელოვნური ინტელექტი უზრუნველყოფს გარემოს უკეთეს მონიტორინგს და დაგეგმვას.  

თუმცა, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, ჩვენ შეგვიძლია აღნიშნულ მიზნებს მნიშვნელოვანი და ეფექტური გზების გამოყენებით მივუდგეთ.  

რა გამოწვევების წინაშე დგანან ბიზნესები ხელოვნური ინტელექტის დანერგვისას და როგორ ეხმარება მათ BeWise?  

ია ნადირაშვილი: მთავარი გამოწვევები მოიცავს შეზღუდულ ცოდნას ხელოვნური ინტელექტის შესახებ, მისი დანერგვის მაღალ ხარჯებს და მონაცემთა უსაფრთხოების საკითხებს. ბევრ მცირე და საშუალო საწარმოს უჭირს ამ სირთულეებში გარკვევა.  

მარიკა კლდიაშვილი: BeWise-ში  უზრუნველყოფთ ტრენინგებს, კონსულტაციებს და ნაბიჯ-ნაბიჯ სწავლებას ხელოვნური ინტელექტის დანერგვის გასაადვილებლად. ჩვენი მიზანია პროცესის გამარტივება და ბიზნესებისთვის იმის ჩვენება, თუ როგორ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს მათი ზრდის ხელშეწყობა გადატვირთვის გარეშე.  

როგორ შეუძლია საქართველოს კერძო სექტორს უკეთ გამოიყენოს ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი?  

მარიკა კლდიაშვილი: გასაღები განათლებასა და თანამშრომლობაშია. ბიზნესებმა უნდა მოახდინონ ინვესტირება თავიანთი სამუშაო ძალის კვალიფიკაციის ამაღლებაში და ტექნოლოგიების მომწოდებლებთან პარტნიორობის დამყარებაში. ამასთან, მთავრობამ და კერძო სექტორმა ერთად უნდა იმუშაონ ისეთი ეკოსისტემის შესაქმნელად, რომელიც მხარს დაუჭერს ინოვაციებს და ხელოვნური ინტელექტის დანერგვას.  

ია ნადირაშვილი: მცირედან დაწყება და თანდათანობით ზრდა ასევე პრაქტიკულ მიდგომას წარმოადგენს. ბიზნესებს შეუძლიათ, დაიწყონ საკუთარ საჭიროებებზე მორგებული ხელოვნური ინტელექტის კონკრეტული აპლიკაციებით და გაფართოვდნენ მიღებული შედეგების თვალსაჩინობის შემდეგ. 

რა სამომავლო გეგმები აქვს BeWise-ს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით?  

ია ნადირაშვილი: ჩვენი მიზანია, გავაძლიეროთ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სერვისები და განვაგრძოთ ისეთი გადაწყვეტილებების შემუშავება, რომლებიც შეესაბამება მდგრადი განვითარების მიზნებს. ამასთან ერთად, ვგეგმავთ გავაფართოვოთ ჩვენი საქმიანობა განათლებისა და მენტორობის მიმართულებით, რათა დავეხმაროთ ბიზნესებსა და ინდივიდებს სრულად გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი.  

მარიკა კლდიაშვილი: BeWise ასევე ვალდებულებას იღებს დარჩეს ინოვაციების ავანგარდში. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ვიმედოვნებთ, რომ მნიშვნელოვან ცვლილებებს მოვახდენთ ჩვენი კლიენტებისთვის, სამეწარმეო ეკოსისტემისა და ფართო საზოგადოებისთვის.  

BeWise მიზნად ისახავს ბიზნესის ზრდის ხელშეწყობას და მდგრადი განვითარების მიზნებთან შესაბამისი მედეგი სამეწარმეო ეკოსისტემის მხარდაჭერას. BeWise-ში, სტრატეგიული დაგეგმვისა და ინოვაციების საშუალებით, ჩვენ ფოკუსირებული ვართ ზრდისა და პროგრესის ხელშეწყობაზე. დღევანდელ ცვალებად ეკონომიკურ გარემოში, მდგრადი და მომგებიანი ზრდის მიღწევა მოითხოვს გააზრებულ მიდგომას, რომელიც აერთიანებს ეფექტურ პროცესებს, კვალიფიციურ ტალანტს და თანამედროვე ტექნოლოგიებს. ჩვენ სპეციალიზებული ვართ დავეხმაროთ კლიენტებს არა მხოლოდ წარმატების მიღწევაში, არამედ მათ მიერ არჩეულ სფეროებში ლიდერებად ჩამოყალიბებაში. ჩვენი მიდგომა პრაქტიკულ მხარდაჭერასთან ერთად, აერთიანებს სტრატეგიულ ხედვებს, ვახდენთ ინვესტირებას მოტივირებულ ინდივიდებსა და სხვადასხვა გამოცდილების კომპანიებში, რათა მათ   სრული პოტენციალის რეალიზებაში დავეხმაროთ. საწყისი იდეიდან მდგრად ზრდამდე, ჩვენ კეთილსინდისიერებითა და ექსპერტიზით ვუძღვებით ბიზნესებს ყველა ეტაპზე. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ როდესაც სამეწარმეო ეკოსისტემა ყვავის, ჩვენც ვვითარდებით.  

გააზიარე: