მედიცინის საზღვრებს მიღმა – „ასტრაზენეკას“ ინოვაციური მედიკამენტები

 „ასტრაზენეკა“ (AstraZeneca) გლობალური ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც სამეცნიერო კვლევების საფუძველზე ქმნის, აწარმოებს ფართო გამოყენების მედიკამენტებს სხვადასხვა თერაპიული მიმართულებით და მუშაობს მათ დისტრიბუციასა და კომერციალიზაციაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

საქართველოში ასტრაზენეკას წარმომადგენლობა 2009 წელს დაფუძნდა. ის ამჟამად ადგილობრივ ბაზარზე 18 სხვადასხვა დასახელების პრეპარატს გვთავაზობს. კომპანია  მაღალი ეთიკური სტანდარტების დაცვით, მუდმივად უზრუნველყოფს  სპეციალისტების ინფორმირებას უახლესი სამეცნიერო მიღწევებისა და მიგნებების შესახებ.

კორპორაციული მდგრადობა კომპანიის სტრატეგიის ნაწილია. „ასტრაზენეკა“ ზრუნავს ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე, გარემოს დაცვასა და გამჭვირვალობაზე.

გლობალურად, კომპანიის რესურსები სამ მთავარ თერაპიულ მიმართულებაზე ფოკუსირდება და პაციენტებს სამკურნალო პროცესს მნიშვნელოვნად უმსუბუქებს: ონკოლოგია; გულ-სისხლძარღვთა და მეტაბოლური დაავადებები; სასუნთქი სისტემის, ანთებითი და აუტოიმუნური, იშვიათი დაავადებები.

ამ წლების განმავლობაში საქართველოს ოფისმა პაციენტებზე ორიენტირებული მრავალი პროექტი განახორციელა დიაგნოსტიკისა და ხელმისაწვდომობის მიმართულებით. კომპანიას ასევე დიდი წვლილი მიუძღვის ჯანდაცვის სპეციალისტების უწყვეტ სამედიცინო განათლებაში.

ყველაზე მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური პროექტი- EGFR ტესტირების დანერგვა და განხორციელება იყო საქართველოში ფილტვის კიბოს მქონე პაციენტებისათვის, პაციენტთა ორგანიზაციის მხარდაჭერა – კერძოდ, „ევროპა დონასთან“ ერთად განხორციელებლი პროექტები: სამკურნალო საშუალებების დონაციიდან ფსიქოთერაპიის კურსის ჩათვლით.

აღსანიშნავია ასევე იშვიათი დაავადების მქონე პაციენტების მხარდაჭერა- კომპანიას ამ მიმართულებით რეალური პროგრესი აქვს- 7 იშვიათი მემკვიდრული დაავადებისთვის შექმნილია ინოვაციური პრეპარატები, 5 მათგანი ავტორიზებულია. ამ დაავადებებს შორის ერთ-ერთი ჰიპოფოსფატაზია- გენეტიკური, ქრონიკული, პროგრესირებადი და სიცოცხლისათვის საშიში მეტაბოლური დაავადება. „ასტრაზენეკას“ წარმომადგენლობამ საქართველოში ითანამშრომლა იაშვილის კლინიკის ექიმებთან ჰიპოფოსფატაზიის მქონე 7 წლის პაციენტის დასახმარებლად. მედიკამენტებზე გლობალური წვდომის პროგრამის მეშვეობით, დაკმაყოფილდა ყველა კლინიკური კრიტერიუმი და პაციენტს სრულად დაუფინანსდა ინოვაციური პრეპარატით სტრენსინქით მკურნალობის სრული კურსი და ის დღემდე აგრძელებს მკურნალობას.  აღსანიშნავია, რომ პრეპარატმა აჩვენა მაღალი ეფექტურობა და  უსაფრთხოება.

მუდმივად მიმდინარეობს დიაგნოსტიკისა და დაავადების ადრეული გამოვლენის ხელშეწყობა. კომპანიას ამჟამად 2 პროექტი აქვს – გულის უკმარისობისა და თირკმლის ქრონიკული დაავადების სკრინინგის მიმართულებით, რაც მოიცავს შესაბამისი ტესტირებების დაფინანსებასა და ტესტ სისტემების დონაციას.

„ასტრაზენეკა“ საქართველო, როგორც მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, ზრუნავს არამხოლოდ პაციენტებისთვის ხარისხიანი მედიკამენტების შექმნაზე,

არამედ ეკოლოგიასა და გარემოს მდგრად განვითარებაზეც.  „მწვანე ინიციატივის“ -ფარგლებში კომპანიამ არაერთხელ გაამწვანა სხვადასხვა საზოგადოებრივი ადგილი. „ასტრაზენეკამ“ ბოლოს მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში რუსთავის საბავშვო ბაღისთვის, მერიის მხარდაჭერით, შეარჩია და შეიძინა ადგილობრივი კლიმატისთვის შესაფერისი 20-მდე ნერგი.

„ასტრაზენეკა“ საქართველო შეუერთდა 0% ნახშირბადის კამპანიას, 2022 წლიდან კომპანიის ავტოპარკი 100%-ით მწვანეა (მხოლოდ ჰიბრიდული მოდელები), 2025 წლის ბოლოსთვის იგეგმება სრულად ელექტრომოდელებზე გადასვლა.

 „ასტრაზენეკას“ კორპორაციული პასუხისმგებლობა მაღალი იყო პანდემიის დროსაც. გლობალურად,  კომპანიის მისასალმებელი ინიციატივა იყო ვაქცინაციის წარმოების ხელშეწყობა და  კომერციალიზაციის გარეშე მისი ხელმისაწვდომობის ზრდა. ასტრაზენეკა პირველი კომპანია იყო, რომელიც შეუერთდა კოვაქს პლატფორმას, საიდანაც საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა მიიღო ვაქცინა; კომპანიამ 50 00 ცალი სამედიცინო ნიღაბი გადასცა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს.

პანდემიის პერიოდში „ასტრაზენეკას“ საქართველოს წარმომადგენლობა ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ არ შეფერხებულიყო კომპანიის სასიცოცხლო მნიშვნელობის  პრეპარატების უწყვეტი მიწოდება.  ეს ყველაფერი ხორციელდებოდა კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვით. საქმიანი შეხვედრები სწრაფად და ეფექტიანად გადავიდა დისტანციურ მოდელზე.

კომპანიის საქართველოს წარმომადგენლობა ზედმიწევნით იცავს გლობალური ეთიკური ქცევის ნორმებსა და სტანდარტებს, რომლებიც მოქმედებს ყველა ქვეყანაში, სადაც ოპერირებს „ასტრაზენეკა” ABAC გლობალური სტანდარტის და ეთიკის კოდექსის სრული დაცვით (შემუშავებული IFPMA_US; EFPIA-UK); ასტრაზენეკა არის წევრი და უერთდება ასევე   ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა  ასოციაციის  ეთიკის   კოდექსს, რომელიც შემუშავებულია ფარმაცევტული მწარმოებლებისა და ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFPMA) მოთხოვნების შესაბამისად.

კომპანია ახორციელებს პროექტებს, რომლებიც მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას ემსახურება. მდგრადი განვითარების მესამე მიზანი ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას უკავშირდება- „ასტრაზენეკა“ მოუწოდებს ქვეყნებს ჯანდაცვის სერვისების საყოველთაო დაფარვისკენ, მათ შორის ფინანსური რისკებისგან დაცვისა და ჯანდაცვის ხარისხიანი ძირითადი სერვისების ხელმისაწვდომობისკენ.

კომპანია „ასტრაზენეკა იუქეი ლიმითედ“-ის საქართველოს წარმომადგენლობამ პაციენტებისთვის  პროექტი „თანადგომა“ შეიმუშავა, რომელიც 2021 წლიდან სრულად ამოქმედდა. პროექტი მიმდინარეა და მის მიზანს წარმოადგენს მწვავე და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების მხარდაჭერა კარდიოლოგიის, პულმონოლოგიის მიმარულებით, რაც ასევე მიზნად ისახავს დაავადების შესახებ პაციენტის ცნობიერების ამაღლებას შესაბამის თერაპიულ სფეროებში; პროგრამაში შეტანილი მედიკამენტებით მკურნალობის ღირებულების შემცირებას.

„თანადგომის“ ბარათის მფლობელი პაციენტები  პროგრამაში არსებულ პრეპარატებს შეღავათიან ფასში შეიძენენ. პროგრამა ვრცელდება მხოლოდ იმ პაციენტებზე, რომლებსაც პრეპარატი ექიმის მიერ აქვთ დანიშნული.

პროგრამის ფარგლებში შემცირებულ ფასად პრეპარატის შეძენა შესაძლებელია პროგრამაში მონაწილე ნებისმიერ აფთიაქში. დამატებითი ინფორმაცია მითითებულია პროექტის ოფიციალურ  ვებ- გვერდზე www.tanadgoma.com.ge 

„ასტრაზენეკას“ მისიაა, გახდეს წამყვანი და სანდო ჯანდაცვის პარტნიორი ინოვაციური მედიკამენტების უძლიერესი პორტფოლიოთი და პროფესიონალთა საუკეთესო გუნდით დაეხმაროს მილიონობით პაციენტს.

„ასტრაზენეკა“ საქართველოს მისიის ნაწილია, შეინარჩუნოს აქამდე დამკვიდრებული ყველა მიდგომა და მაქსიმალურად ვრცლად დანერგოს კომპანიის უახლესი მიღწევები, რათა ინოვაციური და ეფექტიანი  პროდუქცია ხელმისაწვდომი იქნეს საქართველოს მოსახლეობისთვის.

„ასტრაზენეკა“ საქართველოში სჯერათ, რომ პაციენტების დახმარების საუკეთესო საშუალება სამეცნიერო მიღწევებზე ფოკუსირებაა, რათა მოხდეს დაავადებების ჯერ კიდევ უცნობი მექანიზმების გამოვლენა და უახლესი, მიზანმიმართული სამკურნალო საშუალებების შექმნა.  კომპანიის უმთავრესი მიზანია მედიცინის საზღვრების გარღვევა, ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებელი მედიკამენტების შესაქმენლად.

კომპანია არის წამყვანი და სანდო ჯანდაცვის პარტნიორი ინოვაციური მედიკამენტების უძლიერესი პორტფოლიოთი და პროფესიონალთა საუკეთესო გუნდით, რათა დაეხმაროს მილიონობით პაციენტს.

ინფორმაცია განკუთვნილია ფართო აუდიტორიისთვის

საკონტაქტო ინფორმაცია: „ასტრაზენეკა იუქეი ლიმითედის წარმომადგენლობა საქართველოში“

მის : დ. გამრეკელის #19, ტელ: +995 32 2 386 898

გააზიარე: