GE

Target Gender Equality-ის ექვსთვიანი პროგრამა დასრულდა

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს წევრი კომპანიებისთვის მიმდინარე ექვსთვიანი პროგრამა – Target Gender Equality მესამე მოდულით – „პროგრესის გაზომვა და კომუნიკაცია“  დასრულდა.

სესიის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ, თუ როგორ უნდა გაიზომოს პროგრესი ორგანიზაციის სამუშაო ძალაში მრავალფეროვანი წარმომადგენლობის უზრუნველყოფის მიმართულებით. ასევე, როგორ უნდა მოხდეს პროგრესის კომუნიკაცია გამჭვირვალე ფორმით, როგორც ორგანიზაციის შიგნით, ასევე, გარეთ.

Target Gender Equality გაეროს გლობალური შეთანხმების წევრი კომპანიებისთვის მოქმედი აქსელერატორი პროგრამაა. მისი მიზანია, დაეხმაროს კომპანიებს ქალთა გაძლიერების პრინციპების დანერგვაში. რეგისტრაცია ახალ ნაკადზე 2023 წლის მარტში გამოცხადდება.

UNGCNG - Target Gender Equality - Module 3
გააზიარე: