GE

Target Gender Equality-ის მეოთხე მოდული ჩატარდა

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, აქსელერაციის პროგრამის Target Gender Equality-ის მეოთხე მოდული – მიზნების დასახვა, მიღწევა და ორგანიზაციული მხარდაჭერა ჩატარდა.

სესიის ფარგლებში განხილულ იქნა ქალთა გაძლიერების პრინციპების დანერგვის გზები და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისთვის საჭირო სამოქმედო გეგმის შემუშავების საკითხები. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საუკეთესო პრაქტიკებზე და სამოქმედო გეგმის კონკრეტულ მაგალითებზე, რაც დაეხმარებათ საკუთარი ორგანიზაციებისთვის შესაბამისი სტრატეგიული ნაბიჯების დაგეგმვაში.

გარდა ამისა, სესია მოიცავდა ინტერაქტიულ ნაწილს, რომლის დროსაც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ პრაქტიკულ სავარჯიშოებში.

Target Gender Equality გაეროს გლობალური შეთანხმების წევრი კომპანიებისთვის მოქმედი აქსელერატორი პროგრამაა, რომელიც ეხმარება კომპანიებს ქალთა გაძლიერების პრინციპების დანერგვაში.

გააზიარე: