ტრენერთა ტრენინგი ბიზნესის კეთილსინდისიერების შესახებ
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით და USAID NGP- თან პარტნიორობით, ტრენერთა ტრენინგი გაიმართა, რომელსაც UNCAC-ის კორუფციასთან ბრძოლის რეგიონული სპეციალისტი, იასნა პეკიჩი ხელმძღვანელობდა.
ტრენინგზე ყურადღება ბიზნესის კეთილსინდისიერების შესახებ UNODC – ის სახელმძღვანელო ჩარჩო-დოკუმენტზე გამახვილდა. შეხვედრაზე სიღრმისეულად იქნა განხილული გაერთიანებული ერების კონვენცია კორუფციასთან წინააღმდეგ და მისი შესრულების მექანიზმები. ხაზი გაესვა კერძო სექტორთან დაკავშირებულ დებულებებს, კერძო სექტორის როლს, ასევე, იმსჯელეს, თუ რა მიმართულებითაა მოწყვლადი კომპანია და რა პასუხისმგებლობები ეკისრებათ მათ კორუფციასთან ბრძოლის კუთხით.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს როგორც გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გუნდის წევრებმა, ასევე, დარგის დამოუკიდებელმა ექსპერტებმა.