GE

UNGCNG -ის გუნდი ნიუ იორკში ვიზიტით იმყოფება

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გუნდი და წევრი კომპანიების წარმომადგენლები 19-27 სექტემბერს, ნიუ იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში იღებენ მონაწილეობას.

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით და ხელშეწყობით, კერძო სექტორიდან, ნიუ იორკში გამართულ ღონისძიებებსა და შეხვედრებში მონაწილეობას იღებენ თიბისი ბანკის, პროკრედიტ ბანკის, EY საქართველოს, ICR International-ის, „სელფი მობაილის“, “ბიოდიზელ ჯორჯიას“, „ვისოლ ჯგუფის“, „კრისტალის“, ასევე, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG)-ის წარმომადგენლები.

20-21 სექტემბერს ქსელის გუნდმა და წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა  გაეროში Summit of Future Action Days-ში მიიღეს მონაწილეობა.

გააზიარე: