UNGCNG-ის გუნდმა და წევრმა კომპანიებმა COP29-ში მიიღეს მონაწილეობა
13-16 ნოემბერს, ბაქოში, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი და წევრი კომპანიების წარმომადგენლები გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩოკონვენციის (#COP29) მხარეთა 29-ე კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობას.
კონფერენციის ფარგლებში, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა ორ ღონისძიებას უმასპინძლა.
14 ნოემბერს, გაეროს გლობალური შეთანხმების თურქეთის, აზერბაიჯანისა და უკრაინის ქსელებთან პარტნიორობით, გაიმართა ორი პანელური დისკუსია თემებზე: „მდგრადი დაფინანსების ტენდენციები: აღმოსავლეთ ევროპული პერსპექტივა“ და „მდგრადი დაფინანსება: გამჭვირვალობა და ანგარიშგება“.
დისკუსიაზე „მდგრადი დაფინანსების ტენდენციები: აღმოსავლეთ ევროპული პერსპექტივა“ , რომელსაც გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი სალომე ზურაბიშვილი უძღვებოდა, აღმოსავლეთ ევროპაში მდგრადი დაფინანსების მზარდი როლი განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ამ მიმართულებით, ფინანსური სექტორის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე. დისკუსიის სპიკერები იყვნენ: ნინო დევდარიანი – ემბისის რისკების დირექტორი, საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის ბორდის თავმჯდომარე; გიორგი მურჯიკნელი – ბენჯამინ ინვესტის აღმასრულებელი დირექტორი; ჯან ჰაკიემეზ – თურქეთის ინდუსტრიული განვითარების ბანკის ენერგიისა და ბუნებრივი რესურსების კვლევის მიმართულების ხელმძღვანელი;ანდრიი კიტურა – უკრაინის ეკონომიკისა და განვითარების სამინისტროს მწვანე გარდაქმნის ოფისის ხელმძღვანელი, დიქსი ჯგუფის დირექტორი და ფარიდ ჰუსეინოვი – კაპიტალ ბანკის აღმასრულებელი დირექტორი.
პანელურ დისკუსიაზე – „მდგრადი დაფინანსება: გამჭვირვალობა და ანგარიშგება“, რომელსაც გაეროს გლობალური შეთანხმების აზერბაიჯანის ქსელის ქვეყნის მენეჯერი, სამირ მამადოვი უძღვებოდა, მკაფიო ანგარიშგების, რეგულაციების შესაბამისობისა და მდგრად დაფინანსებაში პასუხისმგებლიანი ინვესტირების პრაქტიკების შესახებ იმსჯელეს. დისკუსიის სპიკერები იყვნენ: ანა ოსაძე – „საქართველოს ბანკის“ ESG და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელი; ოსმან ხალიევი – აზერბაიჯანის მეწარმეობის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი; იბრაჰიმ ოზთოფი – თურქეთის განვითარების საინვესტიციო ბანკის აღმასრულებელი დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; ბაგლანა მუსინა – Freedom Holding Corp, მდგრადობის მთავარი ოფიცერი.
15 ნოემბერს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი, სალომე ზურაბიშვილი, მოდერატორის რანგში, გაუძღვა გაეროს გლობალური შეთანხმების პორტუგალიის ქსელის მიერ ორგანიზებულ პანელურ დისკუსიას თემაზე: „მიწოდების ჯაჭვის მთლიანობა: ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა საზღვრებს მიღმა“.
დისკუსიისას სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებმა გლობალური მიწოდების ჯაჭვში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობა განიხილეს. მონაწილეებმა ერთმანეთს საუკეთესო პრაქტიკები გაუზიარეს, ასევე, იმსჯელეს არსებულ გამოწვევებსა და მიწოდების ჯაჭვის მთლიანობის გასაძლიერებლად, ეფექტური სტრატეგიების შემუშავებაზე.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა გაეროს გლობალური შეთანხმების პორტუგალიის ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა, ანაბელა რიბეირომ, Bondalti-ს მდგრადობისა და კლიმატის გარდაქმნის ხელმძღვანელმა, მარია კარვალიომ, Bentley Systems – ის გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი საკითხების დირექტორმა, როდრიგო ფერნანდესმა, MCA- ს სტრატეგიის, შერწყმისა და შესყიდვების და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელმა, ჟოაო პარეირამ და Fidelidade – ის მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელმა, ჟოაო მესტრამ.
16 ნოემბერს გაეროს გლობალური შეთანხმების თურქეთის, საფრანგეთის, პორტუგალიის, დანიის, ჩინეთისა და შვედეთის ქსელებთან პარტნიორობით, გაიმართა პანელური დისკუსია „ცირკულარობიდან განახლებადი ენერგიის წარმოებამდე: ინოვაციური პრაქტიკები ევროპაში“.
დისკუსიის მონაწილეები ცირკულარული ეკონომიკის პრაქტიკასა და განახლებადი ენერგიის წარმოებას შორის არსებულ ურთიერთკავშირზე იმსჯელებენ. ყურადღება გამახვილდება ინოვაციურ ევროპულ პროექტებზე. სპიკერები დამსწრეებს გაუზიარებენ მაგალითებს, თუ როგორ შეუძლია ცირკულარობას, განახლებადი ენერგიის წარმოებას შეუწყოს ხელი. პანელური დისკუსიის მონაწილეები იყვნენ: მოდერატორი: მაია მელიქიძე – საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელი დირექტორი; პერ ლარშენი – Ragn-Sells,მდგრადობის დირექტორი; ნურ არმანი – FLSmidth, საზოგადოებრივ საქმეთა გლობალური ხელმძღვანელი; თომას შროდერი – GRUNDFOS-ის კლიმატის დირექტორი.
ასევე, 16 ნოემბერს გაეროს გლობალური შეთანხმების თურქეთის, საფრანგეთის, პორტუგალიის, დანიის, ჩინეთისა და შვედეთის ქსელებთან პარტნიორობით, გაიმართა პანელური დისკუსია სახელწოდებით: “ენერგია მომავლისთვის: ევროპის განახლებად ენერგიაზე ტრანზიციის გზამკვლევი“.
პანელური დისკუსიის მონაწილეებმა განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლაში ევროპის მიერ მიღწეულ პროგრესსა და გამოწვევებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა პრაქტიკულ ინოვაციებზე, რეგულაციებსა და სექტორთაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
პანელურ დისკუსიას გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი სალომე ზურაბიშვილი უძღვებოდა, ხოლო სპიკერებს შორის იყვნენ: ნანა ბერძენიშვილი – კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის ESG და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელი; ბერნარდო მატოში – Bentley Systems, ევროკავშირისა და მთავრობასთან ურთიერთობის საკითხთა უფროსი დირექტორი; ედგარ ბუშაჰინი – Schneider Electric-ის ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნების გენერალური მენეჯერი; ანიკა რამსკოლდი – Vattenfall-ის ვიცე პრეზიდენტი; ფილიზ აკტასი – Smart Gunes (Smart Solar Technologies) – სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და მდგრადობის უფროსი ოფიცერი; ჰაიმენგ იანგი – LONGi Green Energy Technology Co., ვიცე პრეზიდენტი და მდგრადობის უფროსი ოფიცერი.