GE

UNGCNG-ის გუნდმა ნიუ-იორკში გაეროს გლობალური შეთანხმების ადგილობრივი ქსელების ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი, სალომე ზურაბიშვილი, პროექტებისა და ფონდების მოძიების მიმართულების ხელმძღვანელი, ბაკურ კვარაცხელია და ბიზნესთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელი, რატი ზაუტაშვილი, ნიუ-იორკში, იმყოფებოდნენ, სადაც გაეროს გლობალური შეთანხმების ადგილობრივი ქსელების ყოველწლიურ ფორუმში მიიღეს მონაწილეობა. 

სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც მიმდინარე წელს გლობალური ქსელების საბჭოს თავმჯდომარედ და გაეროს გლობალური შეთანხმების გამგეობის წევრად იქნა არჩეული, ფორუმი მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

UNGCNG-ის გუნდმა, ასევე, მონაწილეობა მიიღო ფორუმის თემატურ სესიებში, რომლებშიც განხილულ იქნა გაეროს გლობალური შეთანხმების სათაო ოფისისა და სხვადასხვა ადგილობრივი ქსელების მიერ განხორციელებული აქტივობები.

ყურადღება გამახვილდა პროგრამულ პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმებზე, მათ შორის, გარემოს დაცვითი, სოციალური და მმართველობითი საკითხების მიმართულებით. 

გარდა ამისა, მონაწილეებმა იმსჯელეს პროგრამული ჩართულობის, სტრატეგიული დაგეგმარების, მონიტორინგისა და  შეფასების, ლიდერობის განვითარების, ასევე,  მონიტორინგის ახალი მოდულისა და მულტისექტორული თანამშრომლობის მაგალითებზე.

ფორუმის ფარგლებში გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გუნდმა ორმხრივი შეხვედრები გამართა, სადაც სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები და ერთობლივი პროექტების განხორციელების გეგმები განიხილეს. ადგილობრივი ქსელების ყოველწლიური ფორუმი 13-16 მარტს, ნიუ-იორკში გაიმართა.

გააზიარე: