GE

Web Summit 2025

23-26 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა და ბიზნესთან ურთიერთობისა და პარტნიორული პროექტების მენეჯერმა, ბექა ალექსიშვილმა, მონაწილეობა მიიღეს Web Summit 2025-ში, რომელიც დოჰაში გაიმართა, სადაც გაეროს გლობალურ შეთანხმება ღონისძიების პარტნიორი იყო მდგრადობის საკითხებში.

სამიტის ფარგლებში, საქართველოს ქსელის გუნდი, გაეროს გლობალური შეთანხმებისა და ადგილობრივი ქსელების წარმომადგენლებთან ერთად, გაეროს გლობალური შეთანხმების პავილიონში, კერძო სექტორის წარმომადგენლებს მასპინძლობდნენ.

24 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების ორგანიზებით და PwC-სთან პარტნიორობით, გაიმართა პრეზენტაცია თემაზე: „AI და ტექნოლოგია მდგრადობისთვის: გლობალური და რეგიონული ტენდენციები“. სესიის მიზანი იყო ხელოვნური ინტელექტის როლზე მსჯელობა, მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროგრესის დასაჩქარებლად. PwC აღნიშნული მიმართულებით კვლევის შედეგები წარადგინა, და ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის დანერგვის ტენდენციაზე ბიზნეს სექტორში, როგორც ახლო აღმოსავლეთში ისე ევროპის ქვეყნებში.

გააზიარე: