GE

წლის პირველი სამოქმედო პლატფორმის შეხვედრა: ბიზნესის კეთილსინდისიერება და კოლექტიური ძალისხმევა კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ

30 იანვარს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, გაიმართა წლის პირველი სამოქმედო პლატფორმის შეხვედრა – “ბიზნესის კეთილსინდისიერება და კოლექტიური ძალისხმევა კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ”.  

დამსწრეებს მისასალმებელი  სიტყვით მიმართა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის  ბიზნესის კეთილსინდისიერების მიმართულების ხელმძღვანელმა,  მაია გიორგაძემ. შეხვედრა პრეზენტაციებით გაგრძელდა. გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ნინო კვანტრიშვილმა, მონაწილეებს ანგარიგების მექანიზმები და რეპორტინგში ბიზნესის კეთილსინდისიერების მიმართულებით,  ESG მოლოდინები გააცნო.

ეფეს საქართველოს კორპორაციულ საქმეთა დირექტორმა, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა  მამხილებლის მექანიზმებზე და მესამე მხარის შემოწმების საუკეთესო პრაქტიკებზე  ისაუბრა, ხოლო  სილქნეტის ESG ხელმძღვანელმა, ნუცა ცნობილაძემ –  მმართველობითი რგოლის სტურქტურასა და ანგარიშვალდებულებაზე. დასასრულს, მონაწილეებისთვის გაზიარებულ იქნა ქცევის კოდექსის საუკეთესო მაგალითები. ასევე, იმსჯელეს სამომავლო გეგმებზეც.

სამოქმედო პლატფორმის შეხვედრა ყოველკვარტლურად ტარდება და მისი მიზანია კერძო სექტორის გაძლიერება ბიზნესის კეთილსინდისიერების და ეთიკის მიმართულებით.

30 იანვარს გამართულ შეხვედრას გაეროს გლობალური შეთანხმების 20 – ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.

გააზიარე: