GE

აკადემიის შესახებ

2020 წელს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) პარტნიორობითა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით დააარსა კორპორაციული მდგრადობის აკადემია. საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით და უშუალო ჩართულობით შემუშავდა აკადემიის ძირითადი სასწავლო კურსების კურიკულუმები და მომზადდა სასწავლო მასალა.

აკადემიის თითოეული კურსი, რომელიც გათვლილია კორპორაციული მდგრადობის პრინციპების დანერგვასა და განვითარებაზე სრულ თანხვედრაშია გაეროს გლობალური შეთანხმების ათ პრინციპთან და საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სხვა სახელმძღვანელო სტანდარტებთან. კურსი მორგებულია საქართველოში მოქმედი ბიზნეს, საჯარო და არასამთავრობო სექტორის საჭიროებებს.

რეგისტრაციის წერილი