GE

კორპორაციული მდგრადობის სასერტიფიკატო კურსი

  • მოდული 1: კორპორაციული მდგრადობის შესავალი

    მოდული მოიცავს კორპორაციული მდგრადობის ცნების, სტანდარტების, ისტორიისა და თანამედროვე პრაქტიკის მიმოხილვას. საუბარს ვიწყებთ ადამიანის ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე: თუ რა შეიძლება გავაკეთოთ თითოეულმა ჩვენგანმა და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ჩვენთვის.

    მოდულის ფოკუსი შემდეგ ბიზნესის მდგრადობაზე ინაცვლებს – რას გულისხმობს კორპორაციული მდგრადობა, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ბიზნესისთვის. მოდული გრძელდება კორპორაციული მდგრადობის ისტორიული მიმოხილვით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მაგალითზე და სრულდება საქართველოში კორპორაციული მდგრადობის თანამედროვე პრაქტიკის განხილვით.

  • მოდული 2: ეთიკა და ეთიკური გადაწყვეტილებების მიღება

    მოდული მოიცავს ბიზნეს ეთიკის ცნებას, მის თეორიულ განმარტებას, პრაქტიკისა და თანამედროვე მიდგომების ერთობლიობას, რაც დაეხმარება ორგანიზაციას გადაწყვეტილების მიღების დროს ეთიკური პრინციპების დაცვაში.

    საუბარს ვიწყებთ ეთიკის განმარტებით: თუ რა არის ეთიკა და რას წარმოადგენს ის ყოველდღიურ ცხოვრებაში, რა სხვაობაა ეთიკასა და სამართალს შორის, ეთიკის დასაცავად რეაქტიული თუ პროაქტიული მიდგომების გამოყენება, თუ რას გულისხმობს ეთიკური გადაწყვეტილებების მიღება და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. აგრეთვე, რა გავლენას ახდენს სწორი ეთიკური გადაწყვეტილების მიღება ორგანიზაციაში მომუშავე თითოეულ თანამშრომელზე, ორგანიზაციის იმიჯსა და რეპუტაციაზე. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მაგალითების შესწავლით ერთად გამოვიყენებთ ეთიკური გადაწყვეტილების მიღების საერთაშორისოდ აღიარებულ პრაქტიკულ ტესტს.

  • მოდული 3: ეთიკური ლიდერობა და ადამიანური რესურსების მდგრადი მართვა

    მოდულის ფარგლებში ვისაუბრებთ ზოგადად ლიდერობაზე, ლიდერობის სხვადასხვა სტილზე, ლიდერის თვისებებსა და უნარებზე. განვიხილავთ ეთიკურ ლიდერობას, ღირებულებებს, ნორმებს, დამოკიდებულებებსა და ქცევას. გავარჩევთ ეთიკური ლიდერობის მოდელებს, პრინციპებს, მათი ჩამოყალიბების პროცესს. გავარკვევთ რა გრძელვადიანი უპირატესობის შემქმნელი შეიძლება იყოს ეთიკური ქცევის და კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართ ერთგულება კომპანიებისთვის. მოვიყვანთ ამის საერთაშორისო და ადგილობრივ მაგალითებს. მოდული ასევე მოიცავს ადამიანური რესურსის მართვის მიმართულებით თანამედროვე პრაქტიკას და მის კავშირს კორპორაციულ მდგრადობასთან.

    მოდული ფარავს ორ ძირითად თემას:

    • რატომ კორპორაციული მდგრადობა – რა გავლენა აქვს კომპანიის გრძელვადიან პასუხისმგებლიან ხედვას და მდგრად მიდგომებს თანამშრომლების პროდუქტიულობაზე?
    • როგორ უზრუნველვყოთ HR პროცესების ეფექტური მართვა ორგანიზაციაში?
  • მოდული 4: მდგრადი კორპორაციული მმართველობა

     

    მოდული მომზადებულია საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების, საქართველოს კანონმდებლობასა და პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით და ფარავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა:

    • კორპორაციული მართვის მეთოდები სხვადასხვა იურისდიქციებში;
    • კორპორაციული მართვის ევოლუცია;
    • კორპორაციული მართვის სისტემების აღწერა;
    • საწარმოს მმართველი ორგანოები;
    • პასუხისმგებლობა და მათი ფიდუციური მოვალეობების ზოგადი მიმოხილვა;
    • ცნობილი ფინანსური კრიზისების გამომწვევი შესაძლო მიზეზები;
    • გარემოსდაცვითი, სოციალური და კორპორაციული მართვა (ESG);
    • საქართველოში დაწესებული მოთხოვნები კორპორაციული მართვის კუთხით, პოსტ COVID-19 მიდგომები კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებით.
  • მოდული5: ბიზნესის კეთილსინდისიერება და კორუფციასთან ბრძოლა

    მოდულის ფარგლებში განვიხილავთ კორუფცისთან ბრძოლის მიზეზებს, შესაბამისობის ფუნქციის როლს კორუფციასთან ბრძოლაში, შესაბამისობის რისკის მართვის საუკეთესო პრაქტიკას, კორუფციის რისკის განსაზღვრასა და კავშირს კორპორაციულ მართვასთან, კეთილსინდისიერების პრინციპსა და ეთიკურ ნორმებთან.

    ამასთანავე მოდულის ფარგლებში ვისაუბრებთ კერძო სექტორისთვის კორუფციასთან ბრძოლის კუთხით არსებულ საერთაშორისო სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკაზე.

  • მოდული 6: მდგრადობა – გარემოსდაცვითი და სოციალური ჭრილი

    მოდული ფარავს მდგრადობის სოციალურ და გარემოსდაცვით მიმართულებებს:

    • სოციალური ჭრილი მოიცავს ბიზნესისა და ადამიანის უფლებების ძირითად საერთაშორისო ჩარჩო სტანდარტებისა და პრაქტიკის ანალიზს. განხილულია როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი კონტექსტი.
    • გარემოსდაცვითი ჭრილი მოიცავს ისეთ ძირითად საკითხებს, როგორიცაა: ბიზნესის მწვანე პასუხისმგებლობა, ნარჩენების ეფექტური მართვა და კლიმატის ცვლილება.

    აღნიშნული თემები დაკავშირებულია, როგორც პლანეტარული ჯანმრთელობის კონცეფციასთან, ასევე, თითოეული ჩვენგანის მოქალაქეობრივი თუ კომერციული საქმიანობის განხორციელების თვითშეგნებასთან. მოდულის ფარგლებში მსმენელები შეძლებენ პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით შეაფასონ კომპანიის საქმიანობა სოციალურ და გარემოსდაცვით ჭრილში, განსაზღვრონ საკითხების მატერიალურობა და შეიმუშავონ მდგრადობის სტრატეგია.

  • მოდული 7: კომუნიკაცია და ანგარიშგება

    მოდული მოიცავს კომუნიკაციის, როგორც კორპორაციული პასუხისმგებლობის თანმდევი პროცესის როლისა და მნიშვნელობის აუცილებლობას. თანმიმდევრულად შევეხებით ორგანიზაციისთვის აუცილებელ საკომუნიკაციო მიმართულებებს: შიდა კომუნიკაციებს, გარე კომუნიკაციებს (სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან), მედია კომუნიკაციას, თანამედროვე გამოწვევებსა და ციფრული კომუნიკაციის თავისებურებებს.

    მოდულის ანგარიშგების ნაწილის მიზანია მონაწილეებმა გაიგონ:

    • რა არის არაფინანსური და მდგრადი ანგარიშგება;
    • რა მიზანს ემსახურება;
    • რა არის მისი სარგებელი;
    • როგორია საერთაშორისო სტანდარტები და პრაქტიკა ამ მიმართულებით;
    • საქართველოშირომელი ანგარიშგებაა სავალდებულო.

ვისთვისაა კურსი

მენეჯერებისთვის, სტუდენტებისთვის

კურსის ხანგრძლივობა

60 საათი

კურსის ღირებულება

2900 ლარი

გაზიარება

რეგისტრაცია

კურსი: კორპორაციული მდგრადობის სასერტიფიკატო კურსი

    რეზიუმეს ატვირთვა

    რეგისტრაციის წერილი