სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილმა 2016 წელს დააარსა და მას შემდეგ ხელმძღვანელობს გაეროს გლობალური შეთანხმების ადგილობრივ ქსელს საქართველოში. ის ასევე გაეროს გლობალური შეთანხმების აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ქსელის საბჭოს თავმჯდომარე და გლობალური ქსელის საბჭოს წევრია. სალომეს სპეციალობის სფეროს წარმოადგენს საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართალი, ამასთან მას აკადემიური ცოდნა და პროფესიული გამოცდილება კორპორაციული მდგრადობის სფეროში აქვს. სალომე 11 წლის განმავლობაში მუშაობდა როგორც საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებში, ისე საჯარო სექტორსა და აკადემიაში. 2020 წელს ის Forbes საქართველოს „30under30” კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. სალომე შვედეთის ინსტიტუტის ვიზბის პროგრამის კურსდამთავრებულია, მან მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართლის და შრომის უფლებების მიმართულებით მიიღო ლუნდის უნივერსიტეტში, შვედეთში. სალომე ასევე ევროპის პარლამენტის სახაროვის პროგრამის კურსდამთავრებულია.