GE

ელენე კვანჭილაშვილი

ჟურნალისტიკისა და ფსიქოლოგიის სფეროებში 10 წელზე მეტი გამოცდილებით, ელენე კვანჭილაშვილი ამჟამად Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი და BMG-ის სივრცეში, საავტორო გადაცემის – ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად – წამყვანია. ჟურნალისტიკაში, მისი ძირითადი ინტერესის სფეროა ბიზნესი და ეკონომიკა: პოლიტიკა, რეგულაციები, კორპორაციული პასუხისმგებლობა და ღირებულებები, ძირითადი ტენდენციები და გავლენა. ფსიქოლოგიაში იგი აქცენტს აკეთებს პოლიტიკურ, მასობრივ და ბიზნეს კომუნიკაციაზე. PhD ფსიქოლოგიაში დაიცვა თემაზე – ნაციონალიზმი სამხრეთ კავკასიაში: პიროვნული და ჯგუფური მახასიათებლები – სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის შედარების გზით: საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი. მისი სამაგისტრო კურსი პოლიტიკური კომუნიკაციის ფსიქოლოგიაში, რომელსაც ის დღემდე ასწავლის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე, როგორც ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მომზადდა აშშ-ს ბერკლის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის საფუძველზე, კარნეგის სტიპენდიის ფარგლებში. ელენე კვანჭილაშვილი არის კარნეგის სტიპენდიანტი 2011 წელს. ჟურნალისტიკით პროფესიულად მას შემდეგ დაინტერესდა, რაც წარჩინებით დახურა ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის მაგისტრატურის კურსი GIPA-ში.

რეგისტრაციის წერილი