მარიამ ხერგიანი
მარიამი CENN-ს 2019 წლის სექტემბერში შეუერთდა, როგორც მწვანე ეკონომიკის კომპონენტის ლიდერი ADC-ის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისთვის“. 2019 წლის დეკემბრიდან ის მართავს ევროკავშირის მხარდაჭერილ პროექტს - „EU4Youth/CENN: საზღვრისპირა რეგიონებში სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარების პროგრამა მწვანე ზრდისთვის “. 2013-2018 წლებში მარიამი მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში. სტრატეგიული ანალიზის სამსახურის ხელმძღვანელობის პერიოდში, ის პასუხისმგებელი იყო უწყების სტრატეგიულ დაგეგმვაზე, ანგარიშგებასა და მონიტორინგზე; მარიამი, ასევე, ჩართული იყო სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში, რომელთა მიზანს ანტიკორუფციული საქმიანობა, მოქალაქეების ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა წარმოადგენდა. მარიამს აქვს მაგისტრის ხარისხი საჯარო ადმინისტრირებაში (MPA) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (Iliauni) და ბაკალავრის ხარისხი სოციალურ მეცნიერებებში კავკასიის უნივერსიტეტიდან (CSG). ის, ასევე, იყო ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (TTU) გაცვლითი სტუდენტი და გავლილი აქვს კოლუმბიის უნივერსიტეტის მოკლე კურსები ნიუ-იორკში (Columbia University SIPA).