GE

ვირტუალური გამოფენა – „ქალები ხელოვნებაში“

მეწარმე ქალთა საბჭომ საქართველოში“ Art Caucasus Foundation-თან თანამშრომლობით, განახორციელა პროექტი “ვირტუალური გამოფენა-ქალები ხელოვნებაში“.

რატომ არის მნიშვნელოვანი?

პროექტის მიზანია, ქალი ხელოვანებისათვის შექმნას გლობალური პლატფორმა და შესაძლებლობები მათი ნამუშევრების ფართო აუდიტორიისათვის წარსადგენად, ასევე ხელი შეუწყოს იდეების გაზიარებას. პროექტმა შექმნა ვირტუალური სივრცე, რომელიც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი ნამუშევრები გამოაქვეყნონ და გაყიდონ. პროექტი მხარს უჭერს პროფესიონალ, მოყვარულ და დამწყებ ქალ მხატვრებს. ვირტუალურ გამოფენაში 180-მა პროფესიონალმა და 100-მა დამწყებმა მხატვარმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, მხატვრებმა 12 სხვადასხვა ქვეყნიდან. ამას გარდა, მომზადდა სამი ვიდეო მასტერკლასი ცნობილი ქართველი ქალი მხატვრების მონაწილეობით და გავრცელდა ტელევიზიითა და სოციალური მედიით.

SDG 17 პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის

მდგრადი განვითარების მიზნების განსახორციელებლად სხვადასხვა სექტორს შორის თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მეწარმე ქალთა საბჭოს პროექტი კი მოიცავდა აღნიშნულ თანამშრომლობას სხვადასხვა სექტორს შორის, ამდენად, ის ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მეჩვიდმეტე მიზნის მიღწევას.

თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია