GE

ეფეს საქართველო – განათლების მხარდაჭერა

კომპანია „ეფეს საქართველო“ აქტიურად თანამშრომლობს უმაღლეს სასწავლებლებთან და პრიოდულად ატარებს სტუდენტებთან ლექციებს სხვადასხვა თემაზე (მარკეტინგი, PR, CSR, წარმოება). აღნიშნულ ლექციებს ატარებენ „ეფეს საქართველოს“ გამოცდილი თანამშრომლები, რომლებიც პირად გამოცდილებას უზიარებენ სტუდენტებს. ამასთან ისინი ზრუნავენ სტუდენტების დასაქმებასა და განვითარებაზე. ასევე, „ეფეს საქართველო“ ატარებს საჯარო ლექციებს, რომელზე დასწრებაც ყველა მსურველისთვის არის შესაძლებელი.

რატომ არის მნიშვნელოვანი?

„ეფეს საქართველოს“ მიერ განათლების მხარდაჭერა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ახალგაზრდების კარიერულ განვითარებას, ამასთან, მათ აქვთ შესაძლებლობა, ცოდნა გაიღრმავონ პრაქტიკული მაგალითებისა და გამოცდილი პროფესიონალების დახმარებით. კომპანიის მიერ შექმნილი ფონდი „ნატახტარი“ ორიენტირებულია ახალგაზრდებზე. ფონდის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს მზრუნველობამოკლებული ახალგაზრდებისთვის ხელობის სწავლება, რაც მათ ეხმარება კარიერის შექმნაში.

SDG 4 ხარისხიანი განათლება

„ეფეს საქართველოს“ აღნიშნული პროექტი ეხმიანება მდგრადი განვითარების მეოთხე მიზანს – ხარისხიან განათლებას და საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს, მიიღონ განათლება რომელიც მათ დასაქმებაში და კარიერულ განვითარებაში დაეხმარება.

SDG 8 ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა

გარდა ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობისა, „ეფესის“ პროექტი, გრძელვადიან პერსპექტივაში, ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მე-8 მიზნის – ღირსეული სამუშაოს და ეკონომიკური ზრდის მიღწევას. ფონდის ბენეფიციარებისთვის განათლების მიღების ან ხელობის შეძენის ხელშეწყობა მათ დაეხმარება დასაქმებასა და კარიერული ზრდის შესაძლებლობების განვითარებაში.

თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია