GE

“აჭარა ჯგუფი” ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას

“აჭარა ჯგუფის” პროექტი “უდაბნო” მიზნად ისახავს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სამუშაო ადგილების შექმნით სიღარიბის შემცირებას. პროექტის ფარგლებში, “აჭარა ჯგუფმა” შეიძინა და ფერმერულ მიწად აქცია 4000 ჰექტარი მიწა და ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით, ეს ადგილი ყალიბდება სასოფლო-სამეურნეო და ტურისტულ ცენტრად.

“უდაბნოს” დახმარებით, ადგილობრივებს შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ თანამედროვე, ტექნოლოგიებით აღჭურვილ სასოფლო-სამეურნეო ინიციატივებში. დასაქმების პროგრამით, ადგილობრივებს საშუალება აქვს, აიმაღლონ ცოდნა და ცნობიერება სფეროს თანამედროვე ტენდენციების შესახებ და შემდგომ საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის გამოიყენონ.

უმუშევრობის დონის შემცირება და სიღარიბის აღმოფხვრა ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევაა. ამასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობა. ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების შექმნა და პროექტში ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება, მეორეს მხრივ,  ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, განავითაროს უნარები, აიმაღლოს ცოდნა და შემდგომ გამოიყენოს საკუთარი ბიზნესის განვითარებისათვის.

SDG 1

“აჭარა ჯგუფის” პროექტი ხელს უწყობს სიღარიბის აღმოფხვრას ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებით. ამჟამად, დასაქმებულია 60 ადამიანი, რომელთა ნახევარი ცხოვრობს მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქებში. 2017-2019 წლებში, ჯამში, პროექტის ფარგლებში 978 ადამიანი დასაქმდა.

თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია