GE

APM Terminals Poti ადგილობრივი მეწარმეობის მხარდასაჭერად

APM Terminals Poti  ადგილობრივი მეწარმეობის მხარდასაჭერად

„ეიპიემ ტერმინალს ფოთმა,” ადგილობრივი მეწარმეობის მხარდაჭერისა და ხელშეწყობის მიზნით, დაიწყო მცირე ბიზნესის წახალისებისა და ხელშეწყობის პროგრამა “ეიპიემ ტერმინალსი ფოთისთვის“ (APMTerminals4Poti).

APMTerminals4Poti-ის ფარგლებში, მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, კონკურსის წესით მოიპოვონ მიზნობრივი დაფინანსება და ტრენინგების მეშვეობით, გაიუმჯობესონ მეწარმეობისთვის საჭირო უნარ-ჩვევები.

რატომ არის მნიშვნელოვანი?

პროგრამა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს რეგიონში მეწარმეობის განვითარებას, რამდენადაც, ადგილობრივ მოსახლეობას აძლევს საშუალებას, წარადგინონ ბიზნეს იდეები, მოიპოვონ დაფინანსება და გააუმჯობესონ უნარ-ჩვევები, რაც შემდგომში ბიზნესისა და სამეწარმეო საქმიანობის განვითარებაში დაეხმარებათ. პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი ბიზნეს იდეის სფერო არ არის შეზღუდული, თუმცა, მნიშვნელოვანია, გულისხმობდეს  ადგილობრივი რეალობისთვის ახალი, ინოვაციური პროდუქტის ან მომსახურების უზრუნველყოფას, აუცილებელია, რომ იყოს მდგრადი სოციალური და ეკონომიკური შედეგის მომტანი და ხორციელდებოდეს ქალაქ ფოთში. რამდენადაც „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი კომპანიაა, პროგრამის პრიორიტეტია ეკონომიკურ საქმიანობაში მეტი ქალის ჩართვა; გარდა ამისა, ახალგაზრდობისა და მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მხარდაჭერა შეუქცევადად წარმოადგენს კომპანიის უმთავრეს ამოცანას. ამრიგად, მიზნობრივი დაფინანსების ბიუჯეტის 40% მიმართული იქნება სწორედ ქალების, ახალგაზრდებისა და იძულებით გადაადგილებული პირების დაფინანსებაზე.

SDG 11 მდგრადი ქალაქები და დასახლებები

APMTerminals4Poti პროგრამა ეხმიანება მდგრადი განვითარების მეთერთმეტე მიზანს და ხელს უწყობს ფოთსა და რეგიონში მეწარმეობის განვითარებას. პროგრამით გათვალისწინებულია 80-ზე მეტი მცირე ბიზნეს პროექტის დაფინანსება, რაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან ერთად, ფოთის მოსახლეობას გაუმარტივებს წვდომას სასურველ პროდუქტებსა თუ მომსახურებაზე. პროექტის ამ ეტაპზე უკვე დაფინანსებულია 35 ბიზნეს იდეა. თითოეულ პროექტისთვის  მაქსიმალური მიზნობრივი ბიუჯეტი 4,000 ლარია (მოსარგებლეების თანამონაწილეობით, მოთხოვნილი ბიუჯეტის 20%) პროგრამის ჯამური ბიუჯეტი კი 800,000 ლარს შეადგენს.

თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია