GE

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ტექნოლოგიების სფეროში ქალთა გაძლიერებას უწყობს ხელს

2019 წელს ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ქალთა კოდინგის სკოლა დაარსდა. კოდინგის სკოლის მთავარი მიზანი ტექნოლოგიების მიმართულებით ქალთა გადამზადება და დასაქმებაა.

სკოლა მიზნად ისახავს: ქვეყნის მასშტაბით ცნობიერების ამაღლებას ტექნოლოგიების სფეროში კარიერის განვითარების შესახებ, მონაწილეთა გადამზადებას და მათი უნარების განვითარებას, ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებში გოგონების დასაქმებას და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას. 

კოდინგის სკოლის პროექტის ფარგლებში გადამზადდა 250-ზე მეტი გოგონა ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) მიმართულებით (front-end, back-end, ui/ux, data analytics, AI) და 2500-ზე ქალი  გადამზადდა ტექნოლოგიური მეწარმეობის მიმართულებით. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ტექნოლოგიების სფეროში მეტი გოგონას დასაქმებას, მათი როლისა და ზოგადად, სფეროს გაძლიერებას. კოდინგის სკოლის მიმართ ინტერესი მუდმივად მზარდია.

თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია