GE

ედისონის ინოვაციური პროექტი „STEM BOX”

STEM Box ედისონის გუნდის მიერ შექმნილი ინოვაციური პროექტია, რომლის მეშვეობით, ბავშვები ყოველთვიურად იღებენ კონსტრუქტორებსა და ჭკვიან ბლოკ სქემებს, რითიც შეუძლიათ როგორც ინსტრუქციაში გაწერილი ჭკვიანი პროექტების შექმნა, ასევე, საკუთარი წარმოსახვით, ნებისმიერი ტექნოლოგიური პროტოტიპის განხორციელება. STEM Box-ის ბლოკ სქემური პლატფორმით თანამედროვე ინჟინერიის კომპონენტები გადმოტანილია მოდულებში, რითაც მიღებულია უმარტივესი ბლოკები, რომლებიც ერთმანეთს მაგნიტებით ან კაბელით უერთდება და პროგრამდება Scratch-ის პლატფორმით. ამ გზით, ბავშვებს უკვე შეუძლიათ რამდენიმე დღეში ისეთი სირთულის პროექტების პროტოტიპების შექმნა, რომლებზეც ინჟინრები კვირების განმავლობაში მუშაობენ.

რატომ არის მნიშვნელოვანი?

სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების პირობებში, მნიშვნელოვანია, ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწეევების გაცნობა და ხელმისაწვდომობა. STEM Box პლატფორმაში მონაწილეობა შეუძლიათ ბავშვებს 6 წლის ასაკიდან. STEM Box პროექტი ხელს უწყობს ცოდნის გადაცემას მოსწავლეებისათვის, მათ საშუალება აქვთ სწრაფად შეისწავლონ მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა. ასაკობრივი სეგმენტის მიხედვით, მოსწავლეებს შეუძლიათ, სწავლა დაიწყონ მარტივი პროექტებით (მოდულებითა და კონსტრუქტორებით), შემდგომში გამოიყენონ ეს მოდულები და განავითარონ დიდი პროექტების პროტოტიპები.

SDG 4 ხარისხიანი განათლება

პროექტით STEM BOX ედისონი ხელს უწყობს განათლების ხელმისაწვდომობას, განსაკუთრებით კი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში ცოდნის გაღრმავებასა და უნარების განვითარებას.

თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია