GE

“ეფეს საქართველო” ზრუნავს ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნაზე

„ეფეს საქართველოს“ პრიორიტეტია ღირსეული და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა, ზრუნვა დასაქმებულთა მოტივაციასა და განვითარებაზე, თანასწორი გარემოსა და მუდმივი უკუკავშირით შენარჩუნებაზე. კომპანია ხელმძღვანელობს ბიზნეს ეთიკის კოდექსით, რომელიც დამტკიცებულია Anadolu Efes-ის დირექტორთა საბჭოს მიერ და ეფუძნება ისეთ ღირებულებებს, როგორებიცაა პატიოსნება, ერთიანობა, თანამშრომლობა, თანასწორი გარემო. კომპანია თითოეულ თანამშრომელს სთავაზობს განვითარების ინდივიდუალურ გეგმას, ასევე, უფინანსებს ტრენინგებსა თუ კურსებს. კომპანია დასაქმებულებს უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევის სრული პაკეტით, ასევე ფინანსდება თანამშრომლების კვება და სამუშაო საათებში ტრანსპორტირება.

„ეფეს საქართველო“ აფინანსებს თანამშრომლების მონაწილეობას ღონისძიებებში, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უკავშირდება. თანამშრომლებს, ყოველთვიურად, საჩუქრად გადაეცემათ კომპანიის პროდუქცია. ყოველ წელს კომპანიაში იმართება იდეების კონკურსი, სადაც მონაწილეობის მიღება ყველა თანამშრომელს შეუძლია.

რატომ არის მნიშვნელოვანი?

ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნისთვის მნიშვნელოვანია თანამშრომელთა მუდმივი მხარდაჭერა და ზრუნვა მათ განვითარებაზე. თანამშრომლების კეთილდღეობის დონის შემოწმების მიზნით, ყოველწლიურად ტარდება ანონიმური გამოკითხვა. 2020 წლის კმაყოფილების კვლევის მიხედვით, თანამშრომელთა კმაყოფილების მაჩვენებელი 93%-ია. ამასთან, აღსანიშნავია მხარდაჭერა COVID-19 პანდემიის პერიოდში, როდესაც თანამშრომლები გადავიდნენ დისტანციურ რეჟიმზე, ასევე, დაცული იყო და კონტროლდებოდა COVID-19-თან დაკავშირებული რეგულაციები, ვაქცინაციის წახალისებისთვის კი კომპანია თანამშრომლებს სპეციალურ პირობებს სთავაზობდა.

SDG 8: ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა

თანამშრომელთა მხარდაჭერით, მათ შორის, COVID-19 პანდემიის პირობებში, კომპანია „ეფეს საქართველო“ ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მე-8 მიზნის მიღწევას, თანამშრომლებისთვის ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნითა და მუდმივი უკუკავშირის შენარჩუნებით.

ადამიანის უფლებები

შრომითი უფლებები

გარემოს დაცვა

კორუფციასთან ბრძოლა

თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია