GE

“ეიპიემ ტერმინალს ფოთი” საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს

კორპორაციული მდგრადობის თვალსაზრისით, ,,ეიპიემ ტერმინალს ფოთის” ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ხარისხიანი განათლების ხელშეწყობაა.
კომპანიის ინიციატივით ხორციელდება ტალანტების მოზიდვისა და განვითარების პროგრამა „ინპორტი.” პროგრამის ფარგლებში, ნავსადგურში, ყოველ წელს 10-მდე ახალგაზრდა გადის ოთხთვიან თეორიულ და პრაქტიკულ კურსს ნავსადგურის საქმიანობის შესახებ.


პროგრამა ,,ინპორტი“ მონაწილეებს მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობს. სასწავლო კურსის მანძილზე ისინი ეცნობიან სასწავლო მოდულებს, კომპანიის ხელმძღვანელობასთან მართავენ საინტერესო დისკუსიებს მნიშვნელოვან თემებზე, ასრულებენ გუნდურ თუ ინდივიდუალურ დავალებებს, წარმოადგენენ პრეზენტაციებს, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს მათ კონკურენტული უნარ-ჩვევებისა და გუნდურობის შეგრძნების განვითარებაში და შემდგომი კარიერული გამოწვევებისთვის უკეთ მომზადებაში.

თეორიული კურსის შემდეგ, რომელიც ძირითადად ორგანიზაციული და მმართველობითი უნარების გამომუშავება-განმტკიცებას ემსახურება, პროგრამა ითვალისწინებს მონაწილეების ჩართულობას უშუალოდ სხვადასხვა დეპარტამენტის საქმიანობაში, რაც მათ საშუალებას მისცემს უკეთ გაეცნონ ამა თუ იმ სამსახურის მუშაობის სპეციფიკას და მიიღონ გააზრებული კარიერული გადაწყვეტილება. აღსანიშნავია, რომ „ინპორტის“ პროგრამაში 50-მდე ადგილობრივმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა, აქედან 30-მდე მონაწილე კომპანიამ უკვე დაასაქმა.

SDG 4 ხარისხიანი განათლება

„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ აღნიშნული პროგრამა მდგრადი განვითარების მეოთხე მიზანს – ხარისხიან განათლებას ეხმიანება.

თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია