GE

ელემენტ კონსტრაქშენი „ცოდნის კაფესთან“ თანამშრომლობს

„ელემენტ კონსტრაქშენი” ხელს უწყობს სოციალური საწარმოების – ახალი, მაგრამ ეფექტური სექტორის განვითარებას. სამშენებლო კომპანია კახეთში მოქმედი სოციალური საწარმოს-,,ცოდნის კაფეს“ სტრატეგიული პარტნიორია. ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ აქტიურად უჭერს მხარს როგორც ,,ცოდნის კაფეს“ მშენებლობას, ასევე, სხვადასხვა დროს, მის მნიშვნელოვან წამოწყებებს. სამშენებლო კომპანია მიიჩნევს, რომ აუცილებელია რეგიონულ დონეზე არსებობდეს მოქმედი ცენტრი, რომელიც საკუთარი თემის ჩართულობით შეძლებს რეგიონის განვითარების პერსპექტივის შექმნას.

თანამშრომლობის ფარგლებში, ფართო საზოგადოება იცნობს ,,ელემენტ კონსტრაქშენისა“ და ,,ცოდნის კაფეს“ წარმატებით განხორციელებულ პროექტებს. პროექტების მიზანი ახალგაზრდების განათლების, მათი სამეწარმეო უნარ-ჩვევებისა და სტარტაპების მხარდაჭერაა. ერთობლივმა პროექტებმა მნიშვნელოვანი შედეგებიც მოიტანა, რამდენადაც შეიქმნა კერძო სექტორისა და სოციალური საწარმოს თანამშრომლობის წარმატებული მაგალითი: სტუდენტებმა სოფელ ქიზიყიდან მიიღეს დისტანციური სწავლებისთვის საჭირო მოწყობილობები და წვდომა ინტერნეტზე,  დაფინანსდა სტარტაპ იდეები 13 მუნიციპალიტეტიდან, 160-ზე მეტმა ახალგაზრდამ გაიარა მეწარმეობის უნარ-ჩვევების განვითარების პროგრამა, გაიზარდა სამოქალაქო ინიციატივები კახეთში და ამაღლდა ცნობიერება სოციალური საწარმოების მნიშვნელობის შესახებ.

თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია