GE

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ – მხარდაჭერა თანამშრომლებს დისტანციური მუშაობის პერიოდში

COVID – 19 პანდემიის პერიოდში, დისტანციურ მუშაობაზე გადასული თანამშრომლების მხარდაჭერისთვის, “კრისტალმა” კვლევა ჩაატარა და თანამშრომლებისა და მენეჯერებისთვის სპეციალური სახელმძღვანელო შეიმუშავა, რომლის მთავარი მიზანი იყო კომპანიაში დისტანციური მუშაობის მექანიზმის შექმნა, ასევე, დისტანციური მუშაობისთვის აუცილებელი უნარების გამომუშავებაში და ახალ რეალობაში, სამუშაო-პირადი ცხოვრების ბალანსის შენარჩუნებაში თანამშრომლების დახმარება იყო. ჩატარდა თემატური ვებინარები, რომლის ფარგლებში 500-მდე თანამშრომელი გადამზადდა. ვებინარის თემები მოიცავდა ეფექტიანი მენეჯმენტს, ლიდერული კომპეტენციების გაძლიერებას, გუნდურ და ინდივიდუალურ ქოუჩინგ სესიებს. უცხოელი და ქართველი ექსპერტების ჩართულობით, სპეციალურად მენეჯერებისთვის, შემუშავდა დისტანციურად მომუშავე გუნდების ქოუჩინგის სახელმძღვანელო, რომელიც მნიშვნელოვნად დაეხმარა მენეჯერებს პანდემიის პერიოდში გუნდებთან ეფექტიანი კომუნიკაციის დამყარებასა და სამოტივაციო გარემოს შექმნაში.

რატომ არის მნიშვნელოვანი?

COVID-19 პანდემიის პირობებში, კომპანიის მასშტაბით, გაციფრულდა ყველა ტიპის სწავლების პროცესი, შესაძლებელი გახდა ახალი თანამშრომლების პანდემიის პირობებში ადაპტაცია, ასევე, თანამშრომლების ცოდნის ამაღლება. საფინანსო სექტორში მუშაობით დაინტერესებული ახალგაზრდების პროფესიული და საკარიერო განვითარების მიზნით, კომპანიაში „კრისტალმა“ შექმნა სტაჟირების სისტემა, რომელიც საორიენტაციო და პროფესიული სტაჟირების ეტაპებს ეფუძნება. სტაჟირების სისტემა ამოქმედდა კომპანიის ყველა ფილიალში, დედაქალაქსა და რეგიონებში. „კრისტალმა“ რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების სწავლებასა და სტაჟირებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მენტორთა კლუბი ჩამოაყალიბა. „კრისტალი“ ახალგაზრდებს დასაქმებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობებსაც სთავაზობს. 2020-2021 წლებში “კრისტალში” სტაჟირებაგავლილი ახალგაზრდების 55 % კომპანიაში დასაქმდა.

SDG 4 ხარისხიანი განათლება

პანდემიის პერიოდში განხორციელებული აქტივობებით, “კრისტალი” მხარს უჭერდა ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას. პანდემიის გამო, სწავლისა და მუშაობის დისტანციურ რეჟიმში გადანაცვლებამ განსაკუთრებით აქტუალური გახადა ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის საკითხი. ამდენად, კრისტალის მიერ განხორციელებული აქტივობები ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მეოთხე მიზნის მიღწევას.

SDG 8 ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა COVID-19 პანდემიისა და დისტანციური სამუშაო რეჟიმის პირობებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო თანამშრომელთა კეთილდღეობაზე ზრუნვა და მათთვის ღირსეული სამუშაო გარემოს შენარჩუნება. “კრისტალმა” ხელი შეუწყო მდგრადი განვითარების მერვე მიზნის განხორციელებას და თანამშრომელთათვის ღირსეული სამუშაო გარემოს შენარჩუნებას.

თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია