GE

GEC – მხარდაჭერა ახალგაზრდა პროფესიონალებს

კომპანია „GEC” ახალგაზრდა ბიზნეს-კონსულტანტების პროგრამას ახორციელებს.  კომპანია მხარს უჭერს კვალიფიციური კადრების მომზადებას, სტუდენტებისა და ახალი კურსდამთავრებულების დასაქმებასა და პროფესიულ განვითარებას. „ახალგაზრდა ბიზნეს კონსულტანტების პროგრამის“ ფარგლებში შერჩეული კანდიდატები გადიან ანაზღაურებად გრძელვადიან სტაჟირების პროგრამას, კომპანიაში შემდგომი დასაქმების პერსპექტივით. პროგრამაში ჩართულ ახალგაზრდებს აქვთ წვდომა როგორც ონლაინ, ასევე ბეჭდურ ბიზნეს ლიტერატურაზე, ესწრებიან მათთვის ორგანიზებულ ტრენინგებს და სასწავლო კურსებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი?

პროგრამის მეშვეობით ახალგაზრდები ერთვებიან კომპანიაში მიმდინარე შიდა და გარე პროცესებსა და პროექტებში, რაც მათთვის შესაძლებლობაა, პროფესიული გამოცდილება რეალურ ბიზნეს ქეისებზე დაყრდნობით მიიღონ. პროგრამა მოიცავს რამდენიმე კომპონენტს, მათ შორის, თეორიული და ქეისებზე დაფუძნებული სწავლება, უშუალოდ სამუშაოსთან დაკავშირებულ პროექტებში ჩართულობა, ლიდერობის უნარების განვითარება, პროგრამის სხვა მონაწილეებთან ერთად პროექტზე მუშაობა, ასევე, თითეულ მონაწილეს ჰყავს ინდივიდუალური მენტორი. 2021 წელს რამდენიმე ეტაპიანი შესარჩევი კონკურსით შეირჩა პროგრამის 8 მონაწილე ახალგაზრდა კონსულტანტი. პროგრამით, ახალგაზრდებს ცოდნისა და უნარების განვითარების შესაძლებლობა აქვთ, რაც მათი დასაქმებისა და კარიერული წარმატებისთვის მნიშვნელოვანია.

SDG 4 ხარისხიანი განათლება

პროგრამის მეშვეობით, კომპანია “GEC” ხელს უწყობს ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას. შესაბამისად, წვლილი შეაქვს მდგრადი განვითარების მეოთხე მიზნის განხორციელებაში.

SDG 8 ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა

გარდა ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობისა, კომპანიის მიერ განხორციელებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამა ხელს უწყობს მათ პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წარმატებას, რაც ეხმიანება და ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მერვე მიზნის განხორციელებას.

თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია