GE

„ღვინუკას“ ბიომეღვინეობა რაჭაში

კომპანია „ღვინუკას“ მიზანია, აწარმოოს ბიო ღვინო რეგიონის მეღვინეობის ტრადიციების გაცოცხლებითა და პოპულარიზაციით. „ღვინუკა“ 4 სახეობის ღვინოს ვაზის ადგილობრივი ჯიშებისაგან აწარმოებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი?

“ღვინუკა” პირველი ბიომეღვინეობაა რაჭაში. 2020 წლის შემოდგომაზე “ღვინუკამ“ ევროკავშირთან აიღო ვალდებულება, რომ გახდებოდა პირველი ოფიციალურად სერტიფიცირებული მეღვინეობა რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში. ამჟამად, ხორციელდება სერტიფიცირების პროცესი, რაც საკმაოდ შრომატევადი და მრავალმხრივი პროცესია.

ამასთან, გარდა ყოველწლიური ხშირი და მკაცრი მონიტორინგისა, გერმანიაში ლაბორატორიული შემოწმებისთვის იგზავნება ფოთლის, მიწის და მოსავლის ნიმუშები. კომპანიის მიერ შექმნილი პროდუქციის ეტიკეტზე დატანილი იქნება ბიო ნიშანი, რაც ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე გაზრდის როგორც მის რეპუტაციას, ასევე პროდუქციის ხარისხს და კომპანიის კონკურენტუნარიანობას. გარდა ამისა, რამდენადაც ბიო ვენახი და ბიო ღვინო რეგიონში პირველი იქნება და მას ექნება ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოებული აკრედიტაცია, კომპანია მნიშვნელოვან ცოდნასა და გამოცდილებას შექმნის თანამშრომლებისთვის

SDG 12 მდგრადი მოხმარება და წარმოება

გარდა იმისა, რომ „ღვინუკა“ ხელს უწყობს რეგიონში ბიომეღვინეობის განვითარებას და ახდენს ვაზის უნიკალური ჯიშებისა და ქართული ღვინის პოპულარიზაციას, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია მდგრადი მოხმარებისა და წარმოების წახალისება. ამდენად, „ღვინუკა“ ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მეთორმეტე მიზნის მიღწევას.

თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია