GE

„გუდვილი“ პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობას უწყობს ხელს


კომპანია „გუდვილი“ 2012 წლიდან აქტიურადაა ჩართული საქართველოს პროფესიული განათლების ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიმართულებით. კომპანია  თანამშრომლობს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან, ასევე, 14 პროფესიულ კოლეჯთან ქვეყნის მასშტაბით. თანამშრომლობა სხვადასხვა კომპონენტს მოიცავს, მათ შორისაა კურსდამთავრებულთა დასაქმება, ერთობლივი პროგრამების შექმნა, დაგეგმვა და განხორციელება.

„გუდვილის სასწავლო ცენტრი“ აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სასწავლო მოდულისა და პროგრამის განხორციელებაში. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, რეალურ სამუშაო გარემოში მიიღონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა. ამასთან, საგანმანათლებლო აქტივობებში, როგორც პედაგოგები, ჩართულნი არიან კომპანიის წამყვანი სპეციალისტები. სასწავლო მოდულები თემატიკის მიხედვით არის შემუშავებული და გადაწყვეტილება კონრეტული მოდულის სასწავლო ცენტრის ბაზაზე განხორციელების შესახებ კოლეჯთან ერთად მიიღება, ხოლო სასწავლო პროცესი გერმანული მოდელით, ოთხსაფეხურიანი მეთოდით წარიმართება.

2016 წლიდან, „გუდვილის სასწავლო ცენტრში“ გადამზადდა 700-ზე მეტი სტუდენტი, მხოლოდ 2021 წელს, პროფესიულ კოლეჯ „იკარუსთან“ თანამშრომლობით, სტუდენტების 11 ჯგუფი გადამზადდა.

SDG 4 

აღნიშნული საქმიანობით, კომპანია “გუდვილი” მდგრადი განვითარების მეოთხე მიზნის მიღწევას უწყობს ხელს.

თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია