GE

“ჰენდიკრაფტი”

კომპანია “ჰენდიკრაფტი” აწარმოებს პროდუქტს, რომელიც მშობლებს საშუალებას აძლევს, ბავშვებთან მეტი დრო გაატარონ. აღნიშნული პროდუქტის შექმნისას, კომპანიის მთავარ მიზანს წარმოადგენს ქალებისთვის ისეთი სამუშაო გარემოს შექმნა, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, განვითარდნენ და თავი სამუშაო ბაზარზე დაიმკვიდრონ, შეძლონ, შეიძინონ ან განავითარონ საკუთარი პროფესია კერვის მიმართულებით.

რატომ არის მნიშვნელოვანი?

კომპანია მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქალების დასაქმებას და მათთვის კომფორტულ გარემოში პროფესიულ განვითარებას. მიუხედავად იმისა, რომ დასაქმებულ ქალთა პროცენტულმა მაჩვენებელმა ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ზრდა განიცადა, ქალების დასაქმება და პროფესიული განვითარების სირთულე ისევ პრობლემად დგას. კომპანია “ჰენდიკრაფტის” საქმიანობა კი სწორედ ამ პრობლემის აღმოფხვრას ისახავს მიზნად. კომპანია ორიენტირებულია დაასაქმოს ქალი თანამშრომლები და ამასთან ერთად, ხელი შეუწყოს მათ განვითარებას.

SDG 4 ხარისხიანი განათლება

“ჰენდიკრაფტის” საქმიანობა ეხმიანება მდგრადი განვითარების მეოთხე მიზანს და საშუალებას აძლევს ქალებს, მიიღონ ცოდნა, რომელიც მათი შემოსავლის წყარო ხდება. ჰენდიკრაფტი უზრუნველყოფს ქალებისთვის კერვის სწავლებას და შემდეგ, ამავე, მიმართულებით მათ დასაქმებას.

SDG 5 გენდერული თანასწორობა

ასევე, “ჰენდიკრაფტის” მიზანი, რომელიც გულისხმობს მეტი ქალის დასაქმებას, ეხმიანება მდგრადი განვითარების მეხუთე მიზანს – კომანიაში ყველა დასაქმებული ქალია. “ჰენდიკრაფტის” მთავარი მიზანი 2021 წლისთვის წარმოების გაფართოება და დამატებით, 3 ქალი თანამშრომლის დასაქმებაა.

თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია