GE

“ჰილტონ ბათუმის” მხარდაჭერა საგანმანათლებლო პროგრამებს

“ჰილტონ ბათუმი” აქტიურად მუშაობს საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, ასევე, გუნდის წევრთა როლის გასაძლიერებლად თანამშრომელთათვის შესაძლებლობების შესაქმნელად. „ჰილტონ ბათუმის“ ლიდერობის პროგრამა, რომელშიც 35­-ზე მეტი ლიდერი მონაწილეობს, სხვადასხვა ტიპის სემინარს და ტრენინგს მოიცავს.

რატომ არის მნიშვნელოვანი?

2015 წლიდან, „ჰილტონ ბათუმი“, სხვადასხვა მიმართულებით, აქტიურად თანამშრომლობს აჭარაში არსებულ პროფესიულ კოლეჯებთან. სასტუმრო აქტიურადაა ჩართული კოლეჯების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების სტაჟირებისა და დასაქმების, მათ შორის, სპეციალური საჭიროების მქონე პირების დასაქმების მიმართულებით.

სასტუმრო ერთ-ერთი პარტნიორია ზრდასრულთა განათლების პროგრამების მხარდაჭერის მიმართულებითაც. “ჰილტონ ბათუმი”, კოლეჯ „ახალ ტალღასთან“ ერთად, ახორციელებს საბაზო პროგრამას, რომლის ფარგლებშიც შეირჩევიან განათლების მქონე ახალგაზრდები, რომლებიც კოლეჯში სამწლიანი ინტეგრირებული კურსის  გავლის შემდგომ, მიიღებენ, როგორც 12 კლასის ატესტატს, ასევე კოლეჯის დიპლომს. სამი წლის განმავლობაში, კოლეჯის პროფესიული სტუდენტები პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან  სასტუმროში.

პანდემიის პირობებში, „ჰილტონ ბათუმმა“, სხვადასხვა სასტუმროში დასაქმებული და უმუშევრად დარჩენილი პროფესიული სტუდენტები სასწავლო პროცესში ჩართო, რითიც დუალური პროგრამების მდგრადობა უზრუნველყო.

SDG 4 ხარისხიანი განათლება

„ჰილტონ ბათუმი“, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამისა და პროექტის ფარგლებში, ხელს უწყობს ხარისხიანი განათლებისა და პროფესიული გადამზადების ხელმისაწვდომობას, როგორც სტუდენტების, ისე თანამშრომლებისთვის. ამდენად, „ჰილტონ ბათუმს“  წვლილი შეაქვს მდგრადი განვითარების მეოთხე მიზნის განხორციელებაში.

თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია